კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ბუასტი: მდაბიური მანერები ზოგჯერ შეუმჩნეველია სამხედროთა შორის, მაგრამ არა სასახლის კარზე.

საადი: ნუ აჰყვები უღირსებს. წაგახდენენ ცხადად, კაცს ადვილად შეაცდენს ზეგავლენა სხვათა.

ფილდინგი: ჩვენს მიმართ უმცირესი ორგულობის გამოვლენა უფრო გვაშფოთებს, ვიდრე ყველაზე მუხანათური ღალატი სხვების მიმართ.

ედისონი: სიმშვიდის უქონლობა – დაუკმაყოფილებლობაა, დაუკმაყოფილებლობა კი პროგრესის პირველი პირობაა.

მირზა შაფი: ზოგჯერ კარგი საჩუქარიც ელის კარგი საქმის ჩამდენს, მაგრამ საქმე გააკეთე, საჩუქარი რომც არ ჩანდეს!

ლუი სინი: იმ მცირედს, რასაც მე ვაკეთებ, ყველასთვის და მომავლისთვის ვაკეთებ. ამის წყალობით, ალბათ, გზას არასოდეს ავცდები.

ლაროშფუკო: იგივე სიამაყე, რომელიც ასე ხშირად აღგვიძრავს შურს სხვების მიმართ, ხანდახან იმაშიც გვეხმარება, რომ ცოტათი მაინც მოვთოკოთ შური.

დემოკრიტე: სალმიან და სერიოზულ მოხუცზე სასიამოვნო არავინაა.

შოპენჰაუერი: სიბერის საუკეთესო ნიმუშია შეგნება იმისა, რომ ახალგაზრდობაში მთელი ძალები მოახმარე საქმეს, რომელიც არასდროს დაბერდება.

ციცერონი: ბრძენთა ქცევა ნაკარნახევია გონებით, ნაკლებად საზრიანთა – გამოცდილებით, უმეცართა – აუცილებლობით, ცხოველთა – ბუნებით.

პასკალი: გეშინოდეს სიკვდილის არა საფრთხეში, არამედ მაშინ, როდესაც არაფერი გვემუქრება. დე, ადამიანი ყოველთვის დარჩეს ადამიანად.

ივანე მრისხანე: თუ ბოროტი ხართ, მაშინ როგორ უკეთებთ სიკეთეს თქვენს ბავშვებს? თუ გულადი და კეთილი ხართ, მაშინ რატომ არ შეგიძლიათ, ისეთივე სიკეთე გაუკეთოთ ჩვენს შვილებს, როგორსაც თქვენსას უკეთებთ?

კონსტანტინე: გულით მართალი ადამიანები მაშინაც იხვეჭენ ბრწყინვალების ახალ შარავანდს, როცა ისინი უმართებულო შევიწროების ახალ იერიშს აიტანენ ხოლმე.

ლესინგი: იმის მსგავსად, რომ კომპლიმენტი სიცრუის გარეშე იშვიათად არსებობს, ასევე უხეშობაც იშვიათად არსებობს სიმართლის რაღაც მარცვლის გარეშე.

***

სავსე გულს სიტყვების აწონა არ შეუძლია.

ბალზაკი: სიმართლე – მწარე, არასასიამოვნო გემოს სასმელია, სამაგიეროდ, ჯანმრთელობის აღმდგენი საშუალებაა.

ნოდარ დუმბაძე: ალბათ, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ლამაზია.

ტოლსტოი: სირცხვილი ადამიანების მიმართ კარგი გრძნობაა, მაგრამ უკეთესია, სირცხვილი საკუთარი თავის მიმართაც გაგვაჩნდეს.

მონტენი: დამცინავი დუმილი ყველაზე უფრო დამამცირებელი პასუხია.

ჰიპოკრატე: ვისაც არ უყვარს, მას არავინ შეიყვარებს.

უილკოკსი: სიყვარული უფრო დიდ ცეცხლს აჩაღებს, ვიდრე შურს შეუძლია ჩააქროს.

კასია: შეიყვარე თუნდაც ყველა, მაგრამ ყველას ნუ ენდობი.

მოპასანი: თუ ლამაზ ქალზე დაქორწინდი – იამაყე! ხოლო თუ არ დაქორწინდი – გაიხარე!


скачать dle 11.3