კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მნიშვნელოვანი აღმოჩენა

ზოგიერთ ქალს უბრალოდ ეშინია, გამოამჟღავნოს საკუთარი ქალურობა. ვიღაცას ეს კომპლექსი ბავშვობიდან მოჰყვება. ვიღაც უბრალოდ ვერ ბედავს საკუთარ თავში დაგროვილი ქალური საწყისის გამოაშკარავებას და საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანას. ორივე შემთხვევაში, წაგებული თავად რჩება. ჯერ შენ უნდა გააკეთო მნიშვნელოვანი აღმოჩენა საკუთარ თავში, რათა მერე ის სხვებმა, მით უმეტეს მამაკაცებმაც დაინახონ.

უპირველესად, ნუღარ იქნები ორიენტირებული იმაზე, როგორ შეაფასებენ შენს საქციელს სხვები. ემოციურობა და ინტუიცია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომლებიც ქალს გამოარჩევს და სერიოზულ უპირატესობასაც ანიჭებს, მამაკაცთან შედარებით. ჩაიცვი, ილაპარაკე და მოიქეცი ისე, როგორც გული გიკარნახებს. ძალიან ხშირად სწორედ ის არის საუკეთესო მრჩეველი.

არ გადავარდეთ უკიდურესობაში. სტილის შეცვლა შეიძლება, მაგრამ თუ ეს ცვლილება რადიკალური იქნება, აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს.

მთავარია, არ გააიგივოთ ქალურობა ვულგარულობასთან, სისულელესა და სისუსტესთან. არავითარ შემთხვევაში, ეს ერთი და იგივე არ არის. პირიქით, ქალურობა გამორიცხავს ამ ყველაფერს და ისეთ იარაღად გადაიქცევა გონიერებასთან ერთად, რომ თავბრუდამხვევი წარმატება ნებისმიერ სფეროში, გარანტირებული გექნებათ.


скачать dle 11.3