კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანარეკლი სიამოვნებისა...

ოჰ, ეს მამაკაცები... რამდენს ვწვალობთ, მათი აღფრთოვანებული მზერა რომ დავიმსახუროთ. თუმცა, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ქალი მაინც სხვა ქალის დასანახად ირთვება და იკაზმებაო. ისე, მაინც ვინ თქვა, რომ მამაკაცებს აუცილებლად ლამაზი ქალბატონები მოსწონთო. სულაც არა. რამდენი მშვენიერი არსება მიუტოვებიათ ვულგარული საფრთხობელას გამო... ჭკვიანი სულელზე გაუცვლიათ, ნატურალური ქერა, შეღებილ შავგვრემანზე... ანუ, მთავარი გარეგნობა არ ყოფილა. ამიტომ არის ერთი ნაცადი და ეფექტური საშუალება: იყავით ის, რაც ხართ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მოსწონდეთ და უყვარდეთ... თქვენი ყველა მცდელობა, გამოიყურებოდეთ ეფექტურად, მიმართული უნდა იყოს ერთი მიზნისკენ – სარკეში რომ ჩაიხედავთ სიამოვნება თავად უნდა მიიღოთ. საკუთარი თავის რწმენა და შინაგანი სიხალისე იმდენ ადრენალინს მოგაწვდით, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავთ თქვენი სიმსუბუქითა და თავდაჯერებულობით.

არასოდეს შეგეშინდეთ სარკეში ჩახედვის. სახე და სხეული თუნდაც იმიტომ იმსახურებს ყურადღებას, რომ ის შენია, ორიგინალური და დანარჩენებისგან განსხვავებული. მხოლოდ შენ შეგწევს უნარი, წარმოაჩინო საკუთარი ღირსებები და დაფარო ნაკლი. არ არსებობს ისეთი ჯადოქარი, რომელიც შენ მაგივრად მოახერხებს ამას. მერე რა, თუ შენი გარეგნობა შორს არის იდეალურობისგან?! იდეალური არ ნიშნავს საინტერესოს. საკუთარი თავის ვიღაცის მოდელზე „გამოძერწვა“ არათუ შეუძლებელია, საერთოდ არ არის სასურველი. მიიღეთ სიამოვნება თავის მოვლის პროცესისგან. პატივი ეცით იმ მიღწევებს, რომლებიც ამ საქმეში გექნებათ. როცა საკუთარი ანარეკლი სიამოვნებას მოგგვრით, მაშინ სხვებიც შეგამჩნევენ და შეგიყვარებენ ისეთს, როგორიც ხართ.


скачать dle 11.3