კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაზი და... ძლიერიც!..

ქალური სისუსტე ამ სქესის ყველაზე ძლიერი იარაღია, მაგრამ მისი გამოყენება უნდა იცოდე. თუ პრაგმატულად განვსჯით, მამაკაცს იმის ნახევარიც არ შეუძლია, რამდენსაც „ქაჩავს“, ერთი შეხედვით, სუსტი არსება. სამსახური, სახლი, ოჯახი, ნაცნობ-მეგობრები, ქმარი! – ამ გიჟურ რეჟიმში ჩაბმულმა კიდევ საკუთარ თავზეც უნდა იზრუნო და იმაზე, რომ ქალური მომხიბვლელობა შეინარჩუნო. გამოიჩენ სისუსტეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცს საკუთარი თავის რწმენა არ დაუკარგო, თორემ ზუსტად იცი, შენს გასაკეთებელს ის ვერც გააკეთებს და ვერც იმას მიხვდება, რამდენს შრომობ. ძნელია, დაიჯერო თეზისი – „მამაკაცებს მოსწონთ სუსტი ქალები“, – მაშინ, როცა მკაცრი რეალობა საპირისპიროში გვარწმუნებს. მთელი ოჯახი შიმშილით მოკვდება, სანამ ქმარი მიხვდება, რომ მაცივარში სურსათი არ არის და სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო... გადამწვარ ნათურას თითის სისქე მტვერი დაედება, ვიდრე „ძლიერი მამაკაცი“ მიხვდება, რომ ახალი უნდა იყიდოს და შეცვალოს. ნუღარ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ გაზქურას არასოდეს მოსცილდება მიმწვარი კერძის ნარჩენი...

ქალს მამაკაცზე გაცილებით მძაფრად აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. სწორედ ის არ აძლევს მას საშუალებას, ფუჭად გაფლანგოს დრო. მამაკაცს ეს დიდად არ ანაღვლებს. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ დროის ფასი ქალმა უფრო იცის, ვიდრე მამაკაცმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკვე სადავო ხდება, ვინ უფრო ძლიერია და რაში. არ გირჩევთ, კაცებისთვის იმის ახსნას, რომ ერთხელ მაინც ისურვებდით, სიტუაცია შეცვლილიყო, რომ მათ პასუხისმგებლობა გადაენაწილებინათ და... თუმცა, უმჯობესია, შევეგუოთ იმას, რაც არის.

P. S. ნამდვილად არ გაწყენდათ, თუკი ისწავლიდით „უწყინარ“ ჭირვეულობას და გაბუტული ტუჩებით რაღაცის მოთხოვნას. წვრილმანებით დაიწყეთ. მაგალითად, სთხოვეთ თქვენს ერთადერთს, აადუღოს ჩაიდანი, დაგაფაროთ პლედი, გამოიტანოს და ჩართოს მტვერსასრუტი. ბოლოს, ჭურჭელსაც გარეცხავს. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, როდის იყოთ ნაზი, სუსტი... როდის კი, ძლიერი!..


скачать dle 11.3