კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს სიმსივნის დროს ქიმიოთერაპიის კურსები ცხოველებშიც ნებადართულია?

პასუხი: რა თქმა უნდა. ქიმიოთერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ, რადგან ძაღლები აღნიშნულ პროცედურებში გამოყენებულ პრეპარატებს შედარებით ადვილად იტანენ, ვიდრე ადამიანი.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების პრევენციისათვის საჭიროა, ყურადღება მიექცეს ცხოველს სქესობრივი ციკლის შემდეგ, ასევე სარძევე ჯირკვლის მდგომარეობას და მასტიტების მკურნალობას დროულად. უნდა მოხდეს დიაგნოსტირება და ცხოველს ჩაუტარდეს კვალიფიციური მკურნალობა.

კითხვა: ადამიანისა და ცხოველისთვის პრეპარატის მიცემისას, განსხვავებული დოზაა საჭირო, თუ არ აქვს დიდი მნიშვნელობა?

პასუხი: უნდა ვიცოდეთ, რომ სამკურნალო პრეპარატების დოზირება ცხოველებში განსხვავებულია ადამიანის წამლის დოზისგან და გარკვეულ შემთხვევაში, ის გაცილებით მეტია. უმეტესი დოზირება დაახლოებით ბავშვებში დოზირების ტოლია. თვითნებური მკურნალობა ოჯახის პირობებში, ძალიან საშიშია. ძვირფასი დროის დაკარგვასთან ერთად, შეიძლება, დავამძიმოთ ავადმყოფი ცხოველის მდგომარეობაც. ვეტერინარული თვალსაზრისით, რეკომენდებული არაა, თვითნებურად გამოიყენოთ ძაღლისთვის: ნუროფენი (იბუპროფენი), ტერაფლუ (პარაცეტამოლი), რომელიც სიცხის დამწევი საშუალებაა და ცხოველებში შეიძლება, გამოიწვიოს შარდის გამომყოფი და ჰეპატობარიელური სიტემის სერიოზული დაზიანება. ამიტომ, ეს საქმე უმჯობესია, პროფესსიონალს მიანდოთ და რაიმე პრობლემის დროს აუცილებლად მიმართოთ ვეტერინარს.

კითხვა: ჩემი ძაღლი მაკედაა და მალე მშობიარომის პერიოდი უწევს. ეს მისი პირველი მშობიარობა იქნება და მაინტერესებს, სავალდებულოა, ამ პროცესს ვეტერინარი დაესწროს თუ სახლის პირობებშიც დასაშვებია ეს ოჯახის წევრების დახმარებით?

პასუხი: გარდაუვალი და აუცილებელია, რომ ძაღლის მშობიარობას ვეტერინარი დაესწროს. მშობიარობის დროს ხან ლეკვის გაჭედვა ხდება, ჭიპლარს ვერ ჭრიან და უამრავი რამ, რამაც შესაძლოა, მერე არა მარტო ლეკვების, არამედ დედის დაღუპვამდეც მიგვიყვანოს. აქედან გამომდინარე, თუ თქვენი ძაღლი გიყვართ, აუცილებლად უნდა დაასწროთ მის მშობიარობას ვეტერინარი. დღეს თბილისში ვეტერინალური კლინიკის ბევრ ქსელს აქვს სერვისი – ურეკავ და ექიმი ნებისმიერ დროს მოდის.


скачать dle 11.3