კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაქვს საკმაოდ ცუდი სახის კანი: გაფართოებული ფორები და წვრილი შავი წერტილები, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნის. რა არის ამის მიზეზი და რას მირჩევთ?

პასუხი: როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ესაა კანის მიკროანთება, რაც, ძირითადად, გამოწვეულია სტრესებით. ამას ემატება სტრესის შემდეგი ეტაპები: ცუდი ძილი, სიგარეტი, შესაძლოა, ალკოჰოლიც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოთ ნუტრიკოსმეტიკის ნაწარმი და შედეგს ძალიან სწრაფად იგრძნობთ.

კითხვა: საკმაოდ უცნაური თხოვნა მაქვს: საახალწლოდ მივდივარ კარნავალზე (სამსახური აწყობს), სადაც მოვა მამაკაცი, რომელიც მიყვარს. მინდა, მისი ყურადღება მივიქციო და გავიკეთო ეგრეთ წოდებული „საბედისწერო ქალის“ მაკიაჟი, მაგრამ არ ვიცი, როგორ. სალონში წასვლა კი ამისთვის არ მინდა. მაქვს ხორბლისფერი კანი, მუქი წაბლისფერი თმა და ჭრელი (მომწვანო) თვალები.

პასუხი: ზედა ქუთუთოს მთელ სიგრძეზე თხლად წაისვით შავი „ჩრდილი“, ქვედა ქუთუთოზე კი – მხოლოდ წამწამების გასწვრივ, ზოლად. თვალის შიდა კუთხე გამოყავით ბაცი ნაცრისფერი „ჩრდილით“.

„ლაინერით“ გაავლეთ წვრილი ხაზი ზედა ქუთუთოზე, წამწამების ძირში, მთელ სიგრძეზე და თვალის განაპირა კუთხეში გაიკეთეთ ოდნავ ზევით მიმართული პატარა ისარი. ზედა და ქვედა წამწამები კარგად დაიტუშეთ.

ერთმანეთში კარგად აურიეთ დამატენიანებელი და ტონალური კრემები და წაისვით მთელ სიგრძეზე (შეიძლება, ტონალური კრემი თქვენი კანის ბუნებრივ ფერზე ნახევარი ტონით მუქი იყოს), ღაწვები კი შეიფერადეთ ტერაკოტის (მუქი აგურისფერი) რუჟით.

მთელ მაკიაჟში მთავარი ტუჩებია. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ტუჩებს მიაქციეთ: კონტურული ფანქრით შემოიხაზეთ ბუნებრივი ხაზის ოდნავ გარედან, შემდეგ კი სპეციალური პატარა ფუნჯით წაისვით მუქი წითელი პომადა (ტონალობა თავად შეარჩიეთ).


скачать dle 11.3