კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამკფ – იქ, სადაც კოსმეტიკა უძლურია

ლამაზი კანი ნებისმიერი ქალის ოცნებაა. ვიღაცას მეტად გაუმართლა, ვიღაცას – ნაკლებად, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: თანამედროვე ცხოვრების პირობებში იდეალური კანისთვის ყოველდღიურად უნდა იბრძოლო, რისთვისაც ვიყენებთ ათასგვარ კრემს, ტონიკს, ლოსიონსა თუ უამრავ სალონურ პროცედურას: მეზოთერაპიას, პილინგს, გაწმენდას.

მსოფლიოს კოსმეტოლოგიის კვლევითმა ცენტრებმა დაადგინეს, რომ ყოველ მესამე ქალს დარღვეული აქვს კანის ბუნებრივი დაცვის ფუნქცია, რაც მისი მიკროფლორის – კანის აუტომიკროფლორის (ამკფ) ნორმალურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ კანის ზედა შრე, რომელიც ბუნებრივი ბარიერია ტოქსინებისა და ალერგენების შიდა შრეებში შეღწევის წინააღმდეგ, უნდა შეიცავდეს სასარგებლო მიკროორგანიზმებს. კანის ამკფ-ს დარღვევის შემთხვევაში ხდება პათოგენური მიკროფლორის (ოქროსფერი სტაფილოკოკის) სწრაფი ზრდა, რაც იწვევს გაწითლებას, აქერცვლას, გაღიზიანებასა და კანის სხვა პრობლემებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედება (რომელზეც იმუნური სისტემის 70 პროცენტი მოდის, რომლის დარღვევაც იწვევს მთელი ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის შესუსტებასა და ამკფ-ს დისბალანსს.

ტრადიციული მეთოდები – კრემები, პილინგი, გაწმენდა და სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები – უძლურია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ყოველი მათგანი მხოლოდ უშუალოდ კანზე მოქმედებს, ამკფ კი „თამაშგარე“ რჩება. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში სალონურმა პროცედურებმა, შესაძლოა, მხოლოდ გააუარესოს კანის მდგომარეობა. ეს რომ არ მოხდეს, პირველ ყოვლისა, უნდა აღდგეს კანის ამკფ, გამოიდევნოს ტოქსინები, ალერგენები, ნორმაში ჩავაყენოთ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა და ამით გავაუმჯობესოთ ჩვენი იმუნური სისტემის სტატუსი. ყოველივე ამას კი ეფექტურად უმკლავდება ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შემცველი პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შედის ორი აქტიური კომპონენტი: ენტეროსერბენტი და პრებიოტიკი. ასეთი პრეპარატი კომპლექსურად ახდენს აუტომიკროფლორის ნორმალიზებას, ეფექტურია ალერგიული დაავადებების (ატოპიური დერმატიტის, ჭინჭრის ციების) დროს.

ცივ სეზონზე განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია, გავაძლიეროთ კანის მოვლა, რადგან ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი და ხშირი ცვალებადობა (სითბოდან სიცივეში გადასვლა, თოვლი და ყინვა) ხელს უწყობს კანის გამოშრობას, აქერცვლას, აფორაჯებას და მრავალ სხვა დარღვევას. ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინების პარალელურად, ნუ დაიზარებთ საღამოს, დაწოლის წინ მაკიაჟის მოშორებას და მკვებავის წასმას. დილით კი სახლიდან გასვლის წინ – დამატენიანებელი და დამცავი კრემების წასმას.


скачать dle 11.3