კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აგრძნობინა გია სურამელაშვილს თავი უბედნიერეს ადამიანად და რატომ ვერ გამოხატა მან დიდი სიხარული ძვირად ღირებული ავტომობილის ჩუქების გამო

მომღერალ გია სურამელაშვილისთვის 2010 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, წლის მიწურულს მის ცხოვრებაში რამდენიმე არასასურველი ფაქტიც დაფიქსირდა. მაგრამ, მომღერალი ამას დეპრესიაში არ ჩაუგდია, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სამუშაო აქვს და თავისი დეპრესია საქმეს გადააყოლა.

– წინასაახალწლო განწყობა როგორი გაქვს?

– ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ცოტა ჩამშხამდა, რადგან რამდენიმე დღის წინ გამქურდეს და ბინიდან ჩემი საყვარელი სამკაულები წაიღეს. „მონოპოლში” ვმღერი ყოველ საღამოს, გამოვედი თუ არა სახლიდან, ყველაფერი ერთ საათში მოხდა. წაიღეს ჩემი ბრილიანტის ბეჭდები, რომელიც რატომღაც იმ დღეს არ გავიკეთე.

– იმდენ სამკაულს ატარებ, მეგონა, რამდენი ბეჭედიც გაქვს ყველა გიკეთია-მეთქი.

– სხვათა შორის, კიდევ მაქვს რაღაც რაღაცეები, რომლებსაც არ ვიკეთებ და ისინი ვერ იპოვეს.

– კარგი ახლა, მეორედ ნუ მიაბრუნებ იმ ხალხს მათ საძებრად შენს ბინაში.

– მართლა არ მესმის, რატომ ეგონათ, რომ სახლში ბევრ რამეს იპოვიდნენ. დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ, ყველაფერი ბანკში მაქვს და შინ არაფერს ვტოვებ. დაცვით დავდივარ და ამიტომ, პირადად მე ვერ შემეხებიან.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ცოტა შავი „პალასა” მაქვს.

– კიდევ რა მოხდა?

– საყვარელ ადამიანს დავშორდი, რომელიც დღესაც ძალიან მიყვარს.

– აბა, რატომ დაშორდით?

– ალბათ, ასე იყო საჭირო და მივიჩნიეთ, რომ ასე აჯობებდა.

– კარიერაშიც ხომ არ არის შეფერხებები?

– არა, ჩემი კარიერა ძალიან კარგად ვითარდება.

– ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ძვირად ღირებული ავტომობილი გაჩუქეს.

– გაახარებს ღმერთი ერთ-ერთ ჩემს თაყვანისმცემელს, რომელსაც წლებია, ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერები და როგორც მომღერალს, მაფასებს. გამიკეთა სიურპრიზი და მანქანა მაჩუქა. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, თუ არ ჩავთვლით გაქურდვას და საყვარელი ადამიანის დაკარგვას.

– კარგი თაყვანისმცემელი გყოლია, „პრადოს” ყოველდღე არავის აჩუქებენ. მოდელი შენ შეარჩიე?

– კი, მანქანის მოდელი მე შევარჩიე. ფერი უფრო შავი მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ, მუქ „სერზე” შევჩერდი. თუ კიდევ ვინმე აპირებს ჩემთვის მანქანის ჩუქებას, გაითვალისწინონ, რომ მუქი შავი ფერი მირჩევნია.

– ისე, როგორი რეაქცია გქონდა, როცა ასეთი საჩუქარი მიიღე?

– რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ დიდად ვერ გამოვხატე. ძალიან დავიბენი. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საყვარელ ადამიანს დავშორდი. მაგრამ მაინც, ვინც ასეთი საჩუქარი გამიკეთა, მისი უზომოდ მადლობელი ვარ.

– საყვარელ ადამიანის დაკარგვამ დეპრესიაში ხომ არ ჩაგაგდო?

– კი, ამ განშორებამ დეპრესიაში ნამდვილად ჩამაგდო, მაგრამ საბედნიეროდ, ძალიან დაკავებული ვარ და გადავიტანე. ამის გამო, ვერც სამსახურში სიარულს შევწყვეტდი და ვერც სიმღერების ჩაწერას. საერთოდ, რაც წლები მემატება, ამ მხრივ უფრო ვძლიერდები.

– როგორია შეყვარებული გია სურამელაშვილი?

– ვერ მოგატყუებ, შეყვარებული ძალიან ბედნიერი ვიყავი. საყვარელი ადამიანები ყოველთვის მყავდა, მაგრამ ისეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, როგორც მასთან.

– რა მიზეზით დაშორდით ერთმანეთს?

– ჩვენი დაშორების მიზეზი, ალბათ, უფრო ჩემი ეჭვიანობა და მძიმე ხასიათი იყო. იოლი პიროვნება და შოკოლადი ნამდვილად არ ვარ. ვფიქრობ, როცა სიყვარულია, რაღაცაზე უნდა დავხუჭოთ თვალები. ვერ წარმომედგინა, მაგრამ, თურმე, როცა ძალიან გიყვარს ადამიანი, ეჭვიანიც ხდები. ამ დროს შეიძლება, საეჭვიანოც არაფერი არ იყო, ცილს ნამდვილად ვერ დავწამებ. ერთად ძალიან ბედნიერები ვიყავით.

– ცნობილი ადამიანია?

– არა, ცნობილი არ არის.

– აბა, ვინ არის?

– მაგას ვერ გეტყვი.

– დიდი ხანი იცნობდით ერთმანეთს?

– არც ისე. ჩვენი გაცნობა ექსპრომტად მოხდა. როგორც აღმოჩნდა, მას ძალიან ვუყვარდი. შერიგების მცდელობა იყო, მაგრამ რაღაც ძალამ არ შემარიგა. ახლახან დამირეკა, ნასვამი ვიყავი და იმის გამო გავღიზიანდი, რომ თუ ასე ძალიან ვუყვარდი, მაშინ რატომ აქამდე არ ჰქონდა შერიგების მცდელობა. როგორც გითხარით, მძიმე პიროვნება ვარ, ამ მხრივ ისიც ცოტა ჩაიკეტა.

– ერთმანეთს სიურპრიზებს უკეთებდით?

– არა.

– ანუ, რომანტიკოსი არ ხარ?

– ამ გრძნობამ ისე გამთიშა, სიურპრიზების კეთების თავი აღარ მქონდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამაში დასამალი არაფერია. მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ერთად აღარ ვართ. ჩემს გვერდით რომ ეძინა და ვუყურებდი, ამითაც ბედნიერი ვიყავი. არანორმალური გრძნობა იყო. გვერდით მყავდა და მენატრებოდა. აქედან გამომდინარე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შევრიგდეთ.

– გადაწყვეტილებას მარტივად იღებ?

– გადაწყვეტილება ადვილად რომ მიმეღო, დაველაპარაკებოდი, ორ სიტყვას ვეტყოდი და თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივად შევრიგდებოდით. გამოგიტყდები და ამ მხრივ, ძალიან ბუტია ვარ.

– კახურმა ხასიათმა იჩინა თავი?

– კახელი არ ვარ, ქართლელი ვარ. შენ არ იცი, ქართლელი ტეტიები როგორი მძიმეები არიან. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის 2010 ყველანაირად კარგი წელი იყო.

– რაიმე ტურნეს ხომ არ გეგმავ?

– მიწვევები მაქვს და ალბათ, განვახორციელებ. გეგმაში მაქვს საქართველოს მასშტაბით ტურნე მოვაწყო, მიწვევა მაქვს ამერიკაშიც. ეს, ალბათ, ახალი წლის მერე იქნება, ზუსტად არ ვიცი. პარალელურად, მინდა ჩემი შემოქმედებითი საღამო გავაკეთო, რადგან მალე სცენაზე გამოსვლის 20 წელი მისრულდება. დავიწყე მუშაობა ახალ ალბომზეც. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი ალბომი ძალიან კარგად იყიდება. ისეთი სისწრაფით გაიყიდა, რომ იმავე ალბომს უკვე მეორედ ვუშვებთ. გეგმაში მაქვს, ახალ ალბომში შევიდეს სიმღერა, რომელიც ჩემს დაკარგულ სიყვარულს მიეძღვნება. ეს ადრე არასდროს გამიკეთებია, მაგრამ ახლა ამის სურვილი ნამდვილად მაქვს.

– დაცვა რატომ აიყვანე?

– დაცვა ყოველთვის მყავდა, მაგრამ ისე, რომ ყოველ ნაბიჯზე ჩემთან ერთად ყოფილიყო, არა. ეს ყველაფერი სიტუაციამაც მოიტანა. ჯერ ერთი, ამდენი ძვირფასი სამკაულით დავდივარ. სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მეგობარს, რომელმაც დაცვის საკითხი ოფიციალურად მომიგვარა და დღეს პროფესიონალი ადამიანი მიცავს. მართალია, ფეხით და თან, მარტო არ დავდივარ, მაგრამ როცა პროფესიონალი გყავს გვერდით, თავს გაცილებით დაცულად გრძნობ.

– ხარ ადამიანი, რომელზეც სულ ჭორაობენ.

– ჭორების ეპიცენტრში ვარ. ხომ გაგიგია, ჭორაობენ იმაზე, ვინც პოპულარული და საინტერესოა.

– ბოლო დროს საკუთარ თავზე რა ჭორი გაიგე?

– არ ვიცი, მგონი, ჩემი ახლობლები აღარ მეუბნებიან. მე პირადად, ჭორებზე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს. იჭორაონ, რამდენიც უნდათ. ეს უსაქმური ხალხის გასართობია. 20 წელი გავიდა და თუ მაინც არ ცხრება ჩემზე ჭორები, იჭორაონ რამდენიც უნდათ. მე ამით პოპულარობა მემატება და ძალიან კარგად მიდის ჩემი ცხოვრება.

– ახალი წლის ღამეს რა კონცერტები გაქვს დაგეგმილი?

– როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს რამდენიმე რესტორანში ვიმღერებ. რა თქმა უნდა, შოუ-პროგრამა მექნება „მონოპოლში.”

ინტერვიუს დასასრულს, მინდა, ჩემი ფანების მიმართ უზომო სიყვარული გამოვხატო. ყველა მსახიობისა და მომღერლისთვის შეფასება და დაფასება აუცილებელია. ალბათ, მეც გავამართლე მათი იმედები. დიდი ხანი მელოდებოდნენ, რადგან რამდენიმე წელი დაკარგული ვიყავი. წლების შემდეგ, ასეთი ოვაციებით რომ შეხვდნენ ჩემს დაბრუნებას, ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. მათ გამხადეს მე პოპულარული. მოდიან, ან ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩემს მოსასმენად. მე გამორჩეულს არაფერს ვმღერი. უბრალოდ, ვმღერი იმაზე, რაც ნებისმიერ ადამიანს აწუხებს, სტკივა და ახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ასე ლამაზად მიფასებენ ყველაფერს.


скачать dle 11.3