კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გააქვავა ნუცა შანშიაშვილი და როგორ გამოიყვანა ის უფალმა სუფთა გზაზე

ქართველების წარმატებას უცხოეთში საზღვარი რომ აღარ აქვს, ეს ფაქტია. ნუცა შანშიაშვილმა მიზანს მიაღწია და არა მხოლოდ რუსული ელიტა, ამერიკის საზოგადოებაც აალაპარაკა. თუმცა, აქამდე მისასვლელად პატარ-პატარა ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარება მოუწია. ეს იყო მაშინ, როცა საქართველოდან ხუთი დოლარით წავიდა და ღამისთევა ხან მეტროში, ხან კი ღია ცის ქვეშ უწევდა. თბილი ლოგინი, ცხელი კერძი და კარგი ტანსაცმელი ენატრებოდა. ყველაზე მწარე მისთვის მაინც საყვარელი ადამიანების დაკარგვა იყო. როგორია ნუცა შანშიაშვილის სიმწრით მოპოვებული პოპულარობა, ამას ახლა შევიტყობთ.

– ყველას გვქონია ცხოვრებაში პერიოდები, როცა თავს ძალიან ცუდად გრძნობ და არაფერი გინდა, ეძებ გამოსავალს, მაგრამ ვერ პოულობ. მე მინდა შენი ცხოვრების იმ ბარიერებზე მიამბო, რომელსაც გზადაგზა აწყდებოდი.

– დავიწყოთ იქიდან, რომ ყველაზე დიდი ტკივილი ჩემთვის იყო ჩემი საყვარელი ადამიანების უდროოდ წასვლა. ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა გულის შეტევით, ძალიან ახალგაზრდა, ბებიები, დეიდა, რომელმაც გამზარდა, ახლობლები, მეგობრები უეცრად ავარიაში დაიღუპნენ. სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. ნათქვამია, ტირილი ცოდვაში გეთვლება და არ უნდა იტიროო. ამ დროს თურმე სული თავისუფლდება. ძველ ბერძნებს აქვთ ნათქვამი – ყველაზე მძიმე ჩვენი მატერიალური სამყაროა, როდესაც სული იცვამს მატერიის ფორმას. ხოლო, როცა გარდაიცვლება, ის თავისუფლდება და სინათლეში გადადის. მიუხედავად ამისა, ეგოისტურად გვტკივა და განვიცდით ძვირფასი ადამიანების დაკარგვას. მამას გამო საშინელ მდომარეობაში ვიყავი. დედაჩემმა დამირეკა – მამაშენი საავადმყოფოშია და ჩამოდიო. საოცარი ინტუიცია მაქვს, ყველაფერს ცხოველივით ვგრძნობ და ვიგრძენი, რაღაც სხვა ამბავი იყო. ჩემს პროდიუსერთან გადავრეკე – მზია მირეკავს და რაშია საქმე-მეთქი. მამაშენი გარდაიცვალაო. ეს იყო პირველი შოკი ჩემს ცხოვრებაში. გაქვავებული ვიყავი, როგორც ქანდაკება, ფეხებში ლოდის სიმძიმეს ვგრძნობდი, ვერ დავდიოდი, საერთოდ ცრემლიც კი არ გადმომვარდნია. დავკრძალეთ მამა და ერთი თვის მერე რომ წავედი, გულის ტკივილები დამეწყო. ჯობია, განცდები გამოხატო, გულში არ ჩაიკლა. მსახიობი ვარ და შემიძლია, ისე ვითამაშო, ვიწივლო, ვიკივლო, ვიტირო, რომ გაგიჟდე, მაგრამ თუ ნამდვილად განვიცდი, საკუთარ თავში ვიკეტები და ემოციას ვერ გამოვხატავ, არაფრით არ შემიძლია.

საერთოდ, კაცობრიობა დეგრადირებულია და ბუნება სამაგიეროს გვიხდის. სანამ კაცობრიობა არ დაიწყებს ადამიანების შესწავლას და არ გამოავლენს თავის ჭეშმარიტ სახეს – სიყვარულს, მანამ ვიქნებით გამოუვალ მდგომარეობაში. ხომ ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში? ამდენი ომი, ნგრევა, ცეცხლი, სიკვდილი. ყველაზე მთავარი და ერთადერთი დედამიწაზე ღვთის კანონია, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ავიწყდებათ.

– ტკივილი და ცრემლი სიყვარულსაც ახლავს თან. სანამ ტიმურ ტაგიევს შეხვდებოდი, ალბათ, ბევრი იმედგაცრუება გქონია.

– ტიმურთან შეხვედრამდე მძიმე პერიოდები მქონდა. იქ არ ვარტყამდი, სადაც უნდა მომერტყა, ანუ მიზანს ვაცდენდი. უცებ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ის სითბო და ძალა მომცა, რაც ყველა ქალს სჭირდება. იცით, თავდაპირველად, ღმერთმა ქალი და კაცი ერთად შექმნა, დაყარა დედამიწაზე, ნაწილები აქეთ-იქით გაიფანტნენ და თქვა: შენ თუ შენს ნაწილს მოძებნი ბედნიერებაც გექნებაო. ეს ყველაფერი უნდა გამევლო და ამ ტკივილიდან იქმნებოდა ყველა სიმღერა, როლი. საოცრად განვიცდი, როცა აღმოჩნდება, რომ თურმე, ვიღაც შენთან ურთიერთობაში არასუფთაა. ყველა იმ კაცს და რომანს შემოევლოს ჩემი თავი, რაც კი მქონია ცხოვრებაში. თითოეულისგან რაღაც ახალი დაბადებულა – ბოლოს და ბოლოს რწმენა იმისა, რომ ცხოვრება ამით კი არ მთავრდება, არამედ გრძელდება.

– და გაგიჩნდა ამბიცია სადმე, შორს წასულიყავი და იქ გეძებნა ბედი. აქ რომ დარჩენილიყავი, ალბათ, ჩვეულებრივი პოპულარული მომღერალი იქნებოდი და არა ისეთი აღიარებული, როგორიც დღეს ხარ. მაგრამ, ადვილი ხომ არ არის, მით უმეტეს, ქართველისთვის ამხელა ქვეყანაში თავის დამკვიდრება. როგორ დაიწყო ყველაფერი?

– გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ხუთი დოლარით წავედი. ბილეთი ჩვენი ოჯახის ახლობელმა ამიღო. ალბათ, ამ დროს უფალი გმფარველობს, მშობელივით მზრუნველი ხდება. თავდაპირველად სანკტ-პეტერბურგში ჩავედი. მინდოდა, ჩემი თავი მომეძებნა, მაგრამ იქ ვერაფერს მივაღწიე და წავედი მოსკოვში. ჩვენმა ნაცნობმა ჟან დანიელმა მომაწყო პატარა ბარში. მთელი ღამეები ვმუშაობდი არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად. კაპიკებს მიხდიდნენ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი. აი, იქიდან დაიწყო ჩემი ყველაზე საინტერესო ცხოვრება. დღეს, როცა აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ვარ, ის რთული პერიოდი ტკბილად მახსენდება, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. როცა რაღაცის სურვილი გაქვს და მიზნისკენ მიილტვი, ეს არის ბედნიერება – დანაყრების პროცესს ჰგავს. რაღაც ძალიან გემრიელი რომ გინდა, შეჭამ და დანაყრდები. ახლა რომ ვიხსენებ, ყველაფერი მაკლდა – გემრიელი კერძები, ჩასაცმელი, მანქანა, ჭერი, მაგრამ იმის სიყვარულით ვცხოვრობდი, რასაც ვაკეთებდი. ჟან დანიელმა, ვლადიმირ პრესნიაკოვმა გამიწიეს დიდი დახმარება. მერე გავიცანი არაჩვეულებრივი ქალი ლუბა ზორინა, რომელიც დედაჩემის ახლო მეგობარმა, მსახიობმა ლია გუდაძემ გამაცნო. ჩემი სიმღერები რომ მოისმინა, გაგიჟდა. ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ თანამშრომლობასო და გახდა ჩემი პროდიუსერი. მან შესთავაზა ბორის მაისეევს, რომ მასთან ერთად მემღერა შოუში. მერე იმ კლუბში, სადაც ვმღეროდი, გავიცანი მსახიობი მიშა ეფრემოვი, რომელმაც შემომთავაზა, მეთამაშა მთავარი როლი ფილმში „ჩერტა“, რაშიც როგორც უკვე იცით, დიდი პრემია „ჩაიკა“ მივიღე. შემდეგ იყო ასევე, მთავარი როლი ფილმში „ედიტ პიაფი“, მერე შევხვდი რომან ვიკტიუგს.

– ასე ვთქვათ, ამ ადამიანებმა გაგიყვანეს რუსულ შოუ-ბიზნესში.

– ცხოვრებას მივყავდი ეკლიანი გზით, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ის ეკლები არ იყო, რომელიც დამკაწრავდა და დამაზიანებდა. იმიტომ, რომ უფალი მიმზადებდა მშვენიერ კონცერტებს, სპექტაკლებს, სასიყვარულო ურთიერთობებს არა მხოლოდ მოსკოვში, ამერიკაშიც, სადაც დღემდე წარმატებით მიდის ჩემი კონცერტები. „იალტა-მოსკოვის“ კონკურსზე გავაგზავნე ჩემი შიშველი ფოტო და ზემოდან ჩემი სიმღერები დავადე. სურათი მოითხოვეს და სხვა არ მქონდა. ბოლოს ამ კონკურსის ლაურეატი გავხდი. ამან ისეთი პოპულარობა მომიტანა, უკვე ქუჩაში მცნობდნენ. დასაწყისში ბუნებრივია, ბევრი რამ არ მესმოდა. მხოლოდ ნიჭი არ კმარა, რომ მიაღწიო რაღაცას. მერე და მერე მივხვდი, რომ ძალიან არასუფთა სამყაროა შოუ-ბიზნესი, სადაც უნიჭოზეც შეიძლება „სტავკა“ გაკეთდეს. ღმერთმა გამომიყვანა სუფთა გზაზე, სადაც ჩემი ადგილია. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი და არა მომღერლობაზე და დღეს ვარ თეატრის დრამატული მომღერალი. ბევრი ბარიერი იყო, მაგრამ ეს უფრო მაძლიერებდა და სტიმულს მმატებდა, რომ სწორი არჩევანი გამეკეთებინა, რაც გავაკეთე კიდეც.

P. S. 14 იანვარს, ნინოობას, ნიუ-იორკის ერთ-ერთ დიდ ქუჩაზე, ბროდვეიზე ელიტურ კლუბზე „თაუნჰოლში“ ნუცას სოლო კონცერტია დაგეგმილი, სადაც ის ამჯერად მსოფლიოს ცნობილ ვარსკვლავებთან, ჯაზმენებთან – გრეი ჰენდთან, ფრედი ჰენდრიქსთან და დონალტე დვარცთან ერთად, საკუთარ კომპოზიციებს, ქართულ მელოდიებს, „ყვავილების ქვეყანას“, „ავადა ვარ, ავადა“, „ვინა თქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია“ და ინოლა გურგულიას სიმღერებს შეასრულებს.


скачать dle 11.3