სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ, 1940 წელი
20 დეკემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 36 წლის არნო პიონამ, რომელიც ეროვნული ფრონტის აქტივისტი იყო და არც ფაშისტები უყვარდა და არც კომუნისტები, რუსულ-გერმანული ერთობლივი სამხედრო მსვლელობის მონაწილეებს ავტომატური ცეცხლი გაუხსნა და 19 ადამიანი მოკლა. შემდეგ ყუმბარშემორტყმული გადახტა სახურავიდან, თავი აიფეთქა და კიდევ 9 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.
21 დეკემბერს მოსკოვში 18 ტროცკისტი დახვრიტეს. მათ მოსკოვის წყალსაცავის მოწამვლა ედებოდათ ბრალად, რასაც 56 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტროცკისტები მსგავსი ტერორით ცდილობდნენ, სტალინური მთავრობის დისკრედიტაციას, რაც მათი სიკვდილით დასრულდა.
22 დეკემბერს ლვოვის ერთ-ერთ რაიონში ხიდი ჩაინგრა და 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 8 კი – დაშავდა. ხიდის ჩანგრევა მიწისძვრამ და მისმა სიძველემ გამოიწვია.
60 წლის წინათ – 1950 წელი
20 დეკემბერს მოსკოვის ბუტირკის ციხეში 60 წლის კანიბალი ანდრეი პოროხოვი დახვრიტეს, რომელსაც 25 ადამიანი ჰყავდა შეჭმული. კანიბალი პოროხოვი ძველი სამხედრო ექიმი იყო და 11 წლის განმავლობაში თარეშობდა. მისი გაშიფვრა მას მერე გახდა შესაძლებელი, როცა მორიგი მსხვერპლი ხელიდან დაუსხლტა და კანიბალი მილიციაში დაასმინა.
23 დეკემბერს საბჭოეთის მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ ბერლინის ქუჩებში არყით გამობრუჟული კაპიტანი ანატოლი მარკოვი გაიჭრა, რომელიც ტაბელური პისტოლეტით იყო შეიარაღებული და 6 ადამიანი მოკლა, 2 კი დაჭრა. თავად კაპიტანი მოქალაქეებმა შეიპყრეს და ცოცხლად გაატყავეს.
24 დეკემბერს მოსკოვის უნივერსიტეტის სახურავიდან 38 წლის იური კონევი გადმოხტა, რომელმაც მანამდე 9 ცალი ხელყუმბარა გადმოყარა იქედან და 13 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.
50 წლის წინათ – 1960 წელი
20 დეკემბერს ლენინგრადში 29 წლის ვიქტორ სოტოვი დახვრიტეს, რომელიც 16 ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს. სოტოვი ძველმანების გამყიდველი იყო, თუმცა სნაიპერული შაშხანით ნადირობდა ადამიანებზე და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხოცავდა მათ.
25 დეკემბერს კიევში 33 წლის ვლადიმირ კოშკინი შეიპყრეს, რომელსაც 11 ადამიანი ჰყავდა გაგუდული და გაუპატიურებული. კოშკინი ნეკროფილი იყო, თავის მსხვერპლს სასტიკი წამებით ხდიდა სულს და ამით უდიდეს ნეტარებას გრძნობდა. კოშკინი გაასამართლეს და დახვრიტეს.
26 დეკემბერს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს პორტში პოლიციამ კონტრაბანდისტების გემს ალყა შემოარტყა, რომლითაც ქვეყანაში იარაღი შემოჰქონდათ ისლანდიელი ტერორისტებისთვის. ორმხრივი სროლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, იარაღი კი პოლიციამ ჩაიგდო ხელში.