კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებდა თბილისის რადიოქარხნის აფეთქებას „ცეერუ“ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში

გაქცევა

1971 წლის 23 თებერვალს „კაგებეს“ ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – საბჭოთა უშიშროების ციხიდან ამერიკელი ჯაშუში არნოლდ ჯონსონი, იგივე „მეწაღე“ გაიქცა. საბჭოთა კონტრდაზვერვამ ის ერთი კვირით ადრე თბილისში, ლენინის მოედნის მეტროს სადგურზე იმ დროს დააპატიმრა, როდესაც საბჭოთა მოქალაქეს, გაგიკ პეტროსიანს 2 ათას ხუთასი მანეთი და ჯაშუშური ინსტრუქციები გადასცა. პეტროსიანი თბილისის რადიოქარხანაში მუშაობდა მუშად და „მეწაღემ“ ის ქალაქ კისლოვოდსკში გადაიბირა „ცეერუზე“ სამუშაოდ. ამერიკელებს საიდუმლო-სამხედრო სამუშაოები აინტერესებდათ, რომლებიც თბილისის რადიოქარხანაში, ერთ-ერთ საიდუმლო საამქროში მიმდინარეობდა და პეტროსიანისგან სწორედ ამის გარკვევას მოითხოვდნენ. თავად „მეწაღე“ კი „ცეერუს“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აგენტი იყო. ის შეერთებული შტატების საელჩოს მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე აშკარად, ზოგჯერ კი ფარულადაც გადაადგილდებოდა. აგენტი „მეწაღე“ იმდენად ძლიერად ფლობდა ადამიანების დარწმუნების ხელოვნებას, რომ მან „კაგებეს“ გამომძიებელი კოვალიოვიც კი დაარწმუნა საკუთარი მისიის სისწორეში და მისი დახმარებით გაიქცა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ „მეწაღემ“ ადრე გადამალული ინფორმაციაც თან წაიღო, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი თბილისის საიდუმლო საამქროში მიმდინარე სამუშაოები, რაც ასე ძალიან აინტერესებდათ ამერიკელებს. „მეწაღემ“ მონუსხული კოვალიოვიც თან წაიყვანა და ის ლენგლში, თავის შეფებს წარუდგინა.

საიდუმლო სამუშაოები

პეტროსიანის გარდა, „მეწაღეს“ კიდევ ორი ადამიანი – პავლე სუვოროვი და გენო კოტრიკაზე ჰყავდა გადაბირებული, რომლებიც თბილისის რადიოქარხანაში მუშაობდნენ. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიუტანეს „მეწაღეს“ საიდუმლო საამქროს სამუშაოების სქემა და სწორედ ეს ინფორმაციები წაიღო ამერიკელმა ჯაშუშმა „ცეერუში“. ინფორმაციის გაშიფვრის შემდეგ „ცეერუს“ ანალიტიკური სამსახური იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საბჭოეთს, ეგრეთ წოდებული, სივრცული იარაღი ჰქონდა, რომელიც დიდ საშიშროებას წარმოადგენდა მთელი „ნატოს“ ბლოკისთვის და განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისთვის. ეს მათ მთელ თავდაცვით სისტემას თავვდაყირა აყენებდა.

თბილისის რადიოქარხნიდან წამოღებული საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, სივრცულ იარაღს, ეგრეთ წოდებული, მონოგამური ბგერების საშუალებით ნებისმიერ სისტემაში შეღწევა და მისი დაშლა შეეძლო. ყველაფერი ეს კი, პრაქტიკულად, ასე ხდებოდა: მაგალითად, ნიუ-იორკის ყურიდან ამოქმედებულ მონოგამურ ბგერას შეეძლო ქალაქის ცენტრში საშინელი ნგრევა გამოეწვია. ანუ, ბგერებს ოთხი კვადრატული კილომეტრის რადიუსში ყველაზე მონოლითური რკინა ბეტონის კედლებში რღვევის გამოწვევა შეეძლო. აღწერილობის მიხედვით, ეს იარაღი ზომით ჩვეულებრივი სიგარეტის კოლოფისოდენა იყო და მისი ტრანსპორტირების გაკონტროლება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახლდათ. „ცეერუს“ ანალიტიკოსებმა შოკში ჩააგდეს ამერიკელი მაღალჩინოსნები. ერთი მხრივ, მათ მონოგამური იარაღის საწინააღმდეგო სისტემაზე დაიწყეს მუშაობა, მეორე მხრივ კი, სპეციალური დივერსიული ჯგუფების მზადებას შეუდგნენ, რომელთაც თბილისის რადიოქარხანაში უნდა შეეღწიათ და ის საამქრო გაენადგურებინათ, სადაც მონოგამურ იარაღს ამზადებდნენ. 1971 წლის 11 მარტს ამერიკელებმა თორმეტი კაცი შეარჩიეს და სპეციალური მომზადება დაიწყეს თბილისის რადიოქარხნის ასაფეთქებლად. პარალელურად კი, პენტაგონს მილიარდი დოლარი გამოუყვეს ანტიმონოგამური იარაღის შესაქმნელად.

დაკავება

თბილისში გამოსაგზავნი თორმეტკაციანი ტერორისტული ჯგუფი ოთხ თვეში მზად იყო და ისინი 1971 წლის 25 ივლისს თბილისში გადმოსასროლად მოამზადეს. თბილისის რადიოქარხანა დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარეობდა და „ცეერუს“ დივერსანტებს ის უახლესი პლასტიკური ასაფეთქებლით, „ც-4-ით“ უნდა აეწიათ ჰაერში. დივერსიული ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალური მარშრუტით, სათითაოდ გადმოიყვანეს საბჭოთა კავშირში. ერთად ისინი 2 აგვისტოს შეიკრიბნენ საქართველოს დედაქალაქში. დივერსანტებმა საღამოს 10 საათზე ერთობლივი თათბირი გამართეს კონსპირაციულ ბინაზე, რომელიც დიღმის მასივში მდებარეობდა და შემდეგ დავალების შესასრულებლად გაემართნენ. დივერსია დიდუბეში 1971 წლის 30 აგვისტოს, ღამის 3 საათზე იყო დანიშნული. დივერსანტები ღამის პირველ საათზე მივიდნენ რადიოქარხანასთან და ის-ის იყო დანაღმვა უნდა დაეწყოთ, რომ თორმეტივე დივერსანტი საბჭოთა უშიშროების სპეცრაზმმა „ალფამ“ დააკავა. მანამდე განაიარაღეს ისინი, სანამ დივერსანტები გონს მოსვლას მოასწრებდნენ. შემდეგ კი ჯერ საქართველოს „კაგებეს“ შენობაში დაკითხეს, ბოლოს სპეცრეისით მოსკოვში გადააფრინეს და ლუბიანკაზე მიიყვანეს.

წყალში გადაყრილი მილიარდები

თბილისში დაკავებულმა დივერსანტებმა დანაშაული უყოყმანოდ აღიარეს და ხელი „ცეერუსკენ“ გაიშვირეს. საბჭოთა მთავრობამ კი, მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ არანაირი მონოგამური იარაღი მათ არ ჰქონდათ და თბილისის რადიოქარხანაშიც არანაირი საიდუმლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. თან, ამერიკელებს მტრულ დამოკიდებულებაში დასდეს ბრალი. თავის მხრივ კი, ამერიკელებმა უარყვეს რაიმე კავშირი დაკავებულ დივერსანტებთან და საბჭოთა კავშირის განცხადება პროვოკაციად მონათლეს. „ცეერუში“ კი ფიქრობდნენ, რომ საბჭოელები ტყუოდნენ, როცა მონოგრამური იარაღის არარსებობაზე საუბრობდნენ და ამიტომ ანტიმონოგამური სისტემის დასაფინანსებლად კიდევ ერთი მილიარდი დოლარი გამოყვეს.

საბოლოო ჯამში, ამერიკელების ანტიმონოგამური პროექტი ორი წელი გრძელდებოდა და ორი მილიარდი დოლარი წყალში გადაიყარა. მონოგამური იარაღი სინამდვილეში ბლეფი იყო და საბჭოთა დაზვერვამ ეს ყველაფერი ყურადღების გადასატანად გამოიყენა. ამ დროის განმავლობაში კი, საბჭოთა მეცნიერებმა უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიები შექმნეს და ამერიკელებს შეიარაღების სფეროში საგრძნობლად გაუსწრეს.

„მეწაღის “გაქცევა და გადაბირებული საბჭოთა მოქალაქეები კი, იმ დიდი სპექტაკლის ნაწილი იყო, რომელიც „კაგებემ“ „ცეერუს“ დაუდგა.


скачать dle 11.3