შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1992 წლის 1 ოქტომბერს, დილის საათებში. რომელი პროფესიები იქნება მისთვის სამომავლოდ მისაღები და წარმატებების მომტანი? უცხოეთის რომელი ქვეყანაა შედარებით კარგი ჩემი შვილისთვის და რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. იქ დაგროვილი ცოდნა, კაპიტალი და გამოცდილება დაეხმარება სამშობლოში წარმატებების მისაღწევად. გარდა ამისა, მან უნდა გამოავლინოს ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა ფულის ხარჯვაში, უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული, საქმეს მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს. გარემოებებს უნდა მიუდგეს საღი აზროვნებით და ყველაფერი კარგად გააანალიზოს. დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას. ეს თვისებები წინსვლაში ხელს შეუწყობს. პროფესიებიდან კარგია და წარმატებების მომტანი მისთვის: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, ტურიზმის ბიზნესი ან შემოქმედება, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია. ქვეყნებიდან კი მისთვის მეტად კარგია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სლოვენია, სერბეთი, ესპანეთი, პორტუგალია.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 15 ივნისს, რომელი სფეროა ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული აუდიტი, ვიდეო, მობილური სისტემები, სოციოლოგია, ასტროლოგია, ასტრონომია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მედიცინიდან – პედიატრია, ფსიქოლოგია; საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა.
კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1988 წლის 7 მაისს, ღამის 2 საათზე. არ უმართლებს ცხოვრებაში. გთხოვთ გვითხრათ, რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ გახდეს მეტად ინტუიციური, შეძლოს ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა, დიპლომატიური ურთიერთობა. ასევე, იყოს დისციპლინირებული, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი. გონივრულად ხარჯოს ფული. იმოქმედოს პრინციპით – „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. გახდეს ფრთხილი და წინდახედული, ასევე, პრაქტიკული. იყოს ერთგული და გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1985 წლის 22 დეკემბერს. რომელი ასტროლოგიური მინერალების ტარება მოუტანს მას ცხოვრებაში იღბალს და წარმატებას?
პასუხი: მისთვის მისაღებია და კარგი: აქატი, ონიქსი, მალაქიტი, აკვამარინი, საფირონი, ძოწი და ცირკონი. ამ ქვებისგან დამზადებული სამკაულების ტარება, მას წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.