კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ატომ უნდა ცვალოთ ჭურჭელი ყოველ სეზონზე ფერების მიხედვით და რა მაგიური თვისებები აქვს მარილისა და წიწაკის ნაზავს

ჩვენს გარშემო, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისეთ ნივთებს ვეხებით, რომლებსაც გარკვეული მაგიური თვისებები მაქვს. ეგრეთ წოდებულ, „ქალების სამფლობელოდ” აღიარებულ სამზარეულოში ყველა ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება და უნდა გახსოვდეთ, რომ იქ ყველა ნივთს თავისი დამახასიათებელი უნარ-თვისება გააჩნია. და, სწორად, სეზონურად შერჩეულ, ყოველდღიურ სერვისსაც კი შეუძლია ადამიანს ბედნიერება მოუტანოს. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლალი ამბობს, ზამთარში ისეთი ფერის ჭურჭელი უნდა შეიძინოთ და იხმაროთ, რომელიც თქვენს მიმართ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებასა და გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ამაღლებაზე აგებს პასუხს. ასევე, მისი თქმით, ისიც შეგვიძლია, არასასურველ სტუმართან კამათსა და ჩხუბს ავარიდოთ თავი.

– ქალბატონო ლალი, გამიგია, თითქოს ჭურჭლის ფერი ადამიანის ბედზე აგებს პასუხს და ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი ფერის სამზარეულოს სერვისი შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას მოგვაწვდით და რას გვირჩევთ?

– მართალია, ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი ფერის ჭურჭელი შეესაბამება და ის სწორად უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, ზამთარს მუქი ფერის ჭურჭელი, შემოდგომას – ოქროსფერი, ზაფხულს – წითელი, ხოლო გაზაფხულს კი – მწვანე ფერის. ასე რომ, ყველა სეზონს თავისი მაგიური ფერის ჭურჭელი ეხება და დიასახლისებმა უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისად ცვალონ ის სეზონურად. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რატომ უნდა იხმაროთ ოთხივე სეზონზე თავისი შესაბამისი მაგიური ფერის ჭურჭელი, გეტყვით, რომ ზამთარში, მუქი ფერის თეფშებისა და ჭიქების გამოყენება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე – მოგცემთ ძალას, იმოქმედოთ მებრძოლი სულისკვეთებითა და შემართებით, შეგმატებთ თვითრწმენას და თავდაჯერებულობას; შემოდგომით, ოქროსფერი ჭურჭლის ხმარება, გარდა იმისა, რომ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, სითამამესაც შეგძენთ და დამოუკიდებლად შეძლებთ ბევრი საქმის კეთებას. გაზაფხულზე ადამიანში სასიცოცხლო ძალები და ენერგოტონუსი, საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ ამ დროს მწვანე თეფშიდან ჭამა და წყლის, ჩაისა თუ წვენის მწვანე ფერის ჭიქიდან დალევა, ამ პრობლემას მოგიგვარებთ. თავს მხნედ იგრძნობთ და არც საგაზაფხულო დეპრესია მოგეძალებათ. აი, ზაფხულში კი, ადამიანი სიყვარულის მოზღვავებას უფრო მეტად გრძნობს და ამ დროს წითელი ფერის თეფში და ჭიქა დააბალანსებს თქვენს ენერგიას – ურთიერთობებს, მეტად რომანტიკულ და სასიამოვნო ელფერს შესძენს. აი, რამხელა საიდუმლო გაგანდეთ (იცინის).

– მე ისიც გავიგე, რომ ცუდ განწყობაზე თუ გააკეთა ადამიანმა საჭმელი, ეს სხვაზეც უარყოფითად აისახება. შესაძლოა, ადამიანმა ასე მომზადებული კერძის ჭამის შემდეგ, თავი მთელი დღე ცუდად იგრძნოსო. ამაზე რას მეტყვით?

– ესეც სრული სიმართლეა და ეს სიბრძნე უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. თუ დააკვირდებით, ამას დღესაც გაიგებთ სოფლად ხანში შესული ადამიანებისგან. ნამდვილად არ ცდებოდნენ ჩვენი წინაპრები, როცა ცუდ განწყობაზე ყოფნისას არ ამზადებდნენ კერძს. საერთოდ, კერძის მომზადება ერთგვარი რიტუალია და რა განწყობასაც ჩააქსოვთ მას, იმასვე მიიღებთ მისი ჭამისას. კერძოდ, საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი ამ საკვების ჭამის დროს, კალორიებთან ერთად, ამ ენერგეტიკასაც ვიღებთ და „ვიტუმბებით”. სხვათა შორის, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმის მაგიდაზე დევს ჭურჭელი, რომლიდანაც თქვენ საკვებს მიირთმევთ. ძველად, ხალხი მრგვალ მაგიდებს ანიჭებდა უპირატესობას და არა უმიზეზოდ. ასეთ ანტიკვარულ მაგიდებს დღესაც შეხვდებით სოფლებში. ხომ ამბობენ კიდეც, მაგიდის კუთხეში ჯდომამ გაუთხოვრობა იცისო (იცინის).

– მერე, ეს სიმართლეა?

– სიმართლე, რასაკვირველია, არ არის პირდაპირი გაგებით, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანისკენ მიმართული მაგიდის კუთხე, უარყოფით ენერგიას „ისვრის” მისკენ. ეს კი ადამიანს წარუმატებელს ხდის სიყვარულში, კარიერაში, ფინანსებში. ამიტომ, თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ უიღბლობა, უფულობა, გაუთხოვრობა თუ უცოლობა, უნდა მოერიდოთ იმ ადგილს, საითაც მაგიდის კუთხეა მიმართული. არც მის კუთხეში დაჯდეთ.

– ქალბატონო ლალი, თუ არასასიამოვნო სტუმარს ველოდებით, არსებობს ისეთი წესი, რომ მისმა სტუმრობამ მასპინძელზე უარყოფითად არ იმოქმედოს და მასთან უსიამოვნო საუბარს თავი ავარიდოთ?

– რადგან ეს კითხვა დამისვით, მე, ასევე, შემიძლია ისეთი წესი გასწავლოთ, რომელიც არასასიამოვნო შეხვედრებს, ჩხუბსა და კონფლიქტს აგარიდებთ თავიდან. მოკლედ, თუ იცით, რომ არასასიამოვნო სტუმარი უნდა მოვიდეს, აიღეთ მწიკვი მარილი და სამჯერ გადაიყარეთ თავს უკან. მაგრამ, თუ თავად გიწევთ ისეთ ადგილას წასვლა, სადაც არასასიამოვნო საზოგადოება გელით, მაშინ, გახსენით ერთი ან ორი ჩაის კოვზი სუფრის მარილი ერთ ჩაის ჭიქა წყალში და ამ წყლით დაიბანეთ სახე და ხელები. თუ ისეთ ადამიანს ელოდებით სახლში, ვისთანაც იცით, აუცილებლად კამათი და ჩხუბი გელით, მაშინ აიღეთ ერთი ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა და ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი, აურიეთ კარგად ერთმანეთში და კართან, გარეთ დაფენილ ფეხსაწმენდზე მოაბნიეთ. კარს შიგნით კი, ზღურბლთან, ერთი ჩაის კოვზი შაქარი მიმოაბნიეთ. ასეთ შემთხვევაში, ის არასასიამოვნო ადამიანი, კამათის და ჩხუბის განწყობას გარეთ დატოვებს და თქვენს ბინაში შაქარივით დატკბება. ერთი ბავშვობის მეგობარი მყავს. ვალი აიღო ავეჯის საყიდლად და დათქმულ დროს ვეღარ გაუსტუმრა მევალეს. იმას მევალე ჰყავს... მტრისას და ავისას (იცინის). თუ დაიწყო ქაქანი, აღარ „მოკეტავს“. გავიხედე, ერთი თვის წინ მოვიდა ეს ჩემი დაქალი და შემომჩივლა, მევალემ დამირეკა და მითხრა, ხვალ შენთან ამოვალ და ფული დამახვედრე, თუ არ გინდა ის ავეჯი ფანჯრიდან გადაგიყაროო. არადა, წარმოიდგინეთ, სულ რაღაც ორასი ლარი აკლდებოდა და ის ისესხა მისგან. კარგი ხელფასი აქვს, იმედი ჰქონდა გაისტუმრებდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ხარჯი ჰქონდა, ძმას ოპერაცია დასჭირდა და ვეღარ მისცა დროულად ფული იმ ქალს. მოვიდა შეწუხებული და ისეთ დღეში იყო, რომ იტყვიან, დანა პირს არ უხსნიდა. დავამშვიდე. ვუთხარი, მე ახლა ერთ რამეს გასწავლი და ის შენი მევალე შაქარივით დაგიტკბება, შენც მშვიდად ესაუბრე და უთხარი, რომ ახალ წლამდე მისცემ ფულს-მეთქი. გადაირია, ახალ წელს ვალით ხომ არ შევხვდები, მანამდე მივცემ, მაგრამ ხვალ მეზობლებს შემიყრის, მე ხომ ვიცი მაგის ამბავი, ეს რა დამემართა, როგორ ვისესხე მისგან თანხაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ზემოთ რომ გითხარით, ის წესი ვასწავლე.

– მერე, გაჭრა?

– რას მიჰქვია გაჭრა? გაჭრა კი არა, ისე იმოქმედა, როგორც საჭირო იყო. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მოვიდა, სანამ სახლში შემოვიდოდა, ისე ისტერიკულად იწმენდდა ფეხებს ტილოზე, მაშინ მივხვდი, გადარჩენილი ვიყავიო, მერე, შაქარზე რომ გადმოაბიჯა, მთლად გადავირიე, ისე დამშვიდებით და გაგებით მესაუბრა, მარტო ის მითხრა, ერთ თვეში მომეცი და არ გადამიცილოო. ხანდახან, პატარა ეშმაკობაც ამართლებს და თუ გინდა, მომკალით. სხვათა შორის, ისეთ რამეს არ ვურჩევ სხვას, რაც საკუთარ თავზე არ მაქვს დაცდილი და შემოწმებული. ჩემს ოჯახში, ყოველთვის ითვალიისწინებდნენ ძველ ეზოთერულ სიბრძნეს და რა ვიცი, დღემდე გაჭირვებასა და უბედობას არ შევუწუხებივართ. ბავშვობიდან ვიცოდი და მჯეროდა, რომ ბევრი რამ ჩემზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ ბედის ანაბარა არ უნდა ვმჯდარიყავი. კიდევ ვამბობ, ეს ჩემი მოსაზრებაა და მას ძალით ვერავის მოვახვევ თავს. მე მითქვამს და თქვენ გინდ დამიჯერეთ, გინდ არა. ნება თქვენია.


скачать dle 11.3