კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყინულის კუბოში – 24 საათი

ავსტრიელმა ილუზიონისტმა კლაუს ფოქსმა შეძლო, 24 საათი ეცხოვრა ყინულის ლოდებისგან გაკეთებულ კუბოში. კლაუს ფოქსს ადრეც ჰქონდა გაკეთებული მსგავსი ტრიუკები, მაგრამ მაშინ ყინულის ტყვეობაში მხოლოდ 8 საათის გატარება შეძლო.

ამჯერად ფოქსი, ზედმეტსახელად „მისტერ სიცივე“, ჩაწვა ყინულის კუბოში, რომლის სიგრძე 2 მეტრი და სიგანე 70 სანტიმეტრია და 24 საათი საჭმლისა და წყლის გარეშე გაატარა.

ყინულის ლოდებში ჩაწოლილ ფოქსს ეცვა შარვალი, სვიტერი, ფეხსაცმელები და თან, მხოლოდ მობილური ტელეფონი ჰქონდა. იმ შემთხვევისთვის, თუ იგი თავს ცუდად იგრძნობდა ან მოყინვის ნიშნები გამოუვლინდებოდა, უსაფრთხოებისთვის ყინულის კუბოდან ზარის საპასუხოდ ნებისმიერ მომენტში მზად იყო ილუზიონისტის მეგობარი საბრინა პიჩლერი.

წარმოდგენას, რომელიც ავსტრიაში, ქალაქ შპიტალში მოეწყო, 2 500 მაყურებელი ესწრებოდა. საღამოს 6 საათზე, როდესაც 24-საათიანი დრო ამოიწურა, ილუზიონისტი ყინულის ლოდებიდან ჯანმრთელი და უვნებელი გამოძვრა, თუმცა საავადმყოფოს მიმართა, რათა გაევლო სამედიცინო შემოწმება.

თუმცა, ეს არ არის მსოფლიო რეკორდი – 2000 წელს ამერიკელმა დევიდ ბლეინმა ნიუ-იორკში, ყინულის ლოდების ქვეშ 60 საათზე მეტი გაატარა. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი არც ჭამდა, არც სვამდა და სუნთქავდა სპეციალურად გაკეთებული ხვრელის მეშვეობით. თუმცა, როდესაც ეს საშიში ექსპერიმენტი დამთავრდა, ბლეინმა ვერ შეძლო ყინულის ტყვეობიდან დამოუკიდებლად გამოსვლა და დასახმარებლად ინჟინრების მთელი ბრიგადის მისვლა გახდა საჭირო, რომლებმაც გადახერხეს ყინული და გამოიყვანეს „ტყვე“. მას ფეხები ძლიერ მოყინული ჰქონდა. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ბლეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.


скачать dle 11.3