კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირველი კერძო აპარატი – კოსმოსშია

ამერიკის კოსმოსურმა კომპანიამ „სფეის X-მა“ კანავერალის კონცხიდან პირველი წამტანი რაკეტა „ფალკონ 9“ გაუშვა. მას თან მიაქვს საცდელი უპილოტო კაფსულა „დრაგონი“. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კერძო კომპანია ცდილობს, ორბიტაზე კოსმოსური აპარატი გაიყვანოს. როგორც იქნა, არაერთხელ გადადებული გაშვება განხორციელდა და იმედოვნებენ, რომ სტარტის შემდეგ, ის წარმატებით გამოეყოფა წამტან რაკეტას, ავტომატურ ფრენას განახორციელებს 4-5 საათის განმავლობაში და დედამიწას ორჯერ შემოუვლის.

ფრენის დროს „დრაგონი“ გადმოსცემს ტელემეტრიულ მონაცემებს, მიიღებს ბრძანებებს მანევრირებისთვის, შემდეგ შემოვა ატმოსფეროში და სავარაუდოდ, წყნარ ოკეანეში ჩავარდება.

მომავალში ასეთ კაპსულას „ნასა“ გამოიყენებს. სააგენტოს ჩანაფიქრით, „დრაგონი“ შეძლებს ერთი ფრენისას კოსმოსში 7 ადამიანი გაიყვანოს. კოსმოსური ხომალდი განკუთვნილია არა მარტო ადამიანთა ორბიტალური ფრენისათვის, არამედ ორბიტაზე მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრებზე ტვირთების მისატანად, მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

„დრაგონი“ ორი მოდელისგან შედგება: საკომანდო განყოფილებისგან, რომელსაც კონუსური ფორმა აქვს და აგრეგატული განყოფილებისგან, რომელიც ცილინდრული ხელსაწყოა. ხომალდის ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს მზის ბატარეები და აკუმულატორები. მისი საერთო სახე „აპოლოს“ სერიის ხომალდების მსგავსია.

განსაკუთრებული სიამაყეა ხომალდის უსაფრთხოების კონცეფცია. კაპსულის ქვეშ სერვისული მოდელია, რომელიც „დრაგონის“ ავარიის შემთხვევაში, შეძლებს ეკიპაჟისა და ტვირთის გადარჩენას იმის ხარჯზე, რომ უნარი შესწევს სწრაფად გამოეყოს საბაზო სადგურს.


скачать dle 11.3