კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ მამაკაცმა შეძლო‚ ზუსტად გამოეცნო ქალის ასაკი და ყველა შეკითხვაზე უპასუხა‚ შეიძლება‚ მართლა ძალიან ჭკვიანია‚ მაგრამ აზროვნებაში ნამდვილად მოიკოჭლებს.

***

შალიკიამ ავტოშემკეთებლად „პროფილაქტიკაში“ დაიწყო მუშაობა და მეორე დღესვე საავადმყოფოში მოხვდა.

– რა მოგივიდა‚ შე კაცო? – შეეკითხნენ მიმღებში.

– რა ვიცი‚ შენი ჭირიმე‚ 25-იანი „კლუჩი“ დამჭირდა... ვოვა‚ მესროლე-მეთქი‚ – დავუძახე ბიჭებიდან ერთ-ერთს. აბა, რას წარმოვიდგენდი‚ თუ სამივეს ვოვა ერქვა...

***

– ბიჭო‚ ვის აგინებდი ამდენ ხანს ტელეფონში?

– არა‚ რას ვაგინებდი‚ კლასელს ველაპარაკებოდი‚ დედის დაბადების დღე მივულოცე...

***

დღეს გასაკეთებელი საქმე გადადე ზეგისთვის და ორი დასვენების დღე გამოგივა.

***

მოზარდი ბიჭი ქალს ძუძუებში უძვრება;

მოზრდილი კაცი – კაბის ქვეშ;

მოხუცი – ჩანთაში... წამლებისთვის.

***

ის გოგონა ძალზე მიმზიდველი იყო არა იმდენად ფეხების სილამაზით‚ რამდენადაც მათი გამოყენების უნარით.

***

ტრანსპორტში უშნო და ხნიერი ქალის გვერდზე უცნობი მამაკაცი მოხვდა. კაცმა გაუღიმა, ქალმა კი ირონიულად შეხედა მას და უთხრა:

– იცით‚ ყველა ქალი არ იყიდება...

– რა თქმა უნდა‚ ზოგიერთს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.

***

– აბა‚ რას ვაკეთებთ დღეს? – წამოიძახა შეხვედრისას ერთმა.

– ვსვამთ არაყს! – თქვა მეორემ.

– მოდი რა‚ ნუ გადავაქცევთ დღესასწაულს ჩვეულებრივ დღედ‚ – ღირსეულად გააქნია თავი მესამემ‚ – დღეს ღვინო დავლიოთ.

***

– მიხო‚ ბავშვებს დავაძინებ და, როცა ყეფას დავიწყებ‚ ჩემთან შემოდი... – ჩასჩურჩულა მარომ ქმარს.

გავიდა რამდენიმე წუთი და გაისმა ყეფა.

– მამი‚ დროზე მიდი და გააჩუმე‚ სანამ ყველა არ გაუღვიძებია‚ – გამოსძახა უფროსმა შვილმა.

***

– მიხო‚ როგო ხარ‚ ჯო? რაღაც ცუდად გამოიყურები.

– მგონი‚ მარო მღალატობს...

– საიდან იცი?

– წუხელ სახლში არ ყოფილა‚ დილას მოვიდა და ღამე მაყვალასთან დავრჩიო.

– მერე რა... არ გჯერა?

– მაყვალასთან ღამე მე გავათიე...

***

ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ქალი ქმარს ეუბნება:

– თუ ამ საიუველირო მაღაზიაში არ შემიყვან‚ ხმამაღლა მამას დაგიძახებ.

***

რჩევები:

– მიეცი ქმარს ერთი თევზი და მთელი დღე დანაყრებული გეყოლება!

– ასწავლე ქმარს თევზაობა და ყველა დასვენების დღეს მისგან თავისუფალი იქნები.

***

თუ შეხვდით თქვენი ოცნების ქალიშვილს და დაგთანხმდათ‚ ის აუცილებლად სხვისი ცოლი ან საყვარელია.

და თუ მას არავინ ჰყავს‚ ის მხოლოდ მეგობრობაზე დაგთანხმდებათ.

***

სპერმატოზოიდებსა და სახელმწიფო მოსამსახურეებს შორის ნამდვილად არის მსგავსება – ათასობით მუშაობს‚ მაგრამ საქმეს მხოლოდ ერთეულები აკეთებენ.

***

გამოვიდა ახალი თრილერი: ჭეშმარიტი გრძნობები‚ ღრმა განცდები‚ ინტრიგები‚ ფარული ხრიკები‚ ორთაბრძოლები... მთავარი მოქმედი პირები – სიძე და სიდედრი.

***

ამერიკაში დასრულდა სასამართლო პროცესი და დამნაშავეს სიკვდილი მიუსაჯეს. შეშინებული მსჯავრდებული ადვოკატს ეკითხება:

– რა მელის?

– სერიოზული ამბავია‚ თუმცა არჩევანი ნამდვილად გაქვს?

– როგორ?

– მუდმივ და ცვლად დენს შორის.

***

ქალი ორჯერ ბრაზდება მამაკაცზე: როცა მასში მხოლოდ მტერს ხედავს და მაშინ‚ როცა მასში მხოლოდ მეგობარს ხედავს.

***

სამოდელო სააგენტოს ტელეფონის ნომერი: 90-60-90.

***

– ჩემს ჯანმრთელობაზე გავლენას ნეპტუნი ახდენს. მისი ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული.

– ჩემს ჯანმრთელობაზე კი – ურანი?

– ალბათ‚ მისი ნიშნის ქვეშ დაიბადე.

– არა‚ კაცო‚ ჩერნობილში‚ მეოთხე ბლოკის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციაზე ვმუშაობდი.

***

– სისხლი სისხლის წილ! – თქვა სვანმა ქალმა პირველი ღამის შემდეგ და გემრიელად მოსდო ცხვირ-პირში ქმარს.

***

ქმარი ღამის სამ საათზე დაბრუნდა სახლში. ცოლის რისხვა რომ აეცილებინა თავიდან‚ საძინებელში ძალიან ფრთხილად შევიდა და საათის ისარი უკან გადასწია. გამოეღვიძა ცოლს და მაშინვე დაიწყო ყვირილი:

– ნახე‚ რომელი საათია‚ აქამდე რას აკეთებდი?

– რა რომელი საათია? ჯერ თორმეტიც არ არის...

ცოლმა შეხედა საათს და მოლბა:

– რამე ხომ არ გინდა?

– წყალს თუ მომიტან...

ცოლი სამზარეულოში გავიდა‚ წყალი ჭიქაში დაასხა‚ მაგრამ ამ დროს თვალი მოკრა‚ სამზარეულოს საათი სამს უჩვენებდა და სასწრაფოდ გავარდა საძინებელში. ქმარი მომზადებული დახვდა‚ საათისკენ გაიშვირა ხელი და ეუბნება:

– ამდენ ხანს რას აკეთებდი‚ ერთი მითხარი, წყლის მოტანას სამი საათი რად უნდოდა?!

***

– დედა‚ იცი‚ რა ბედნიერი ვარ! გუშინ პირველად გავუკეთე სადილი ქმარს...

– ესე იგი‚ ძალიან მოეწონა‚ გადაირია...

– გადარევით ნამდვილად გადაირია‚ ისე რომ, მზარეულის აყვანა გადაწყვიტა‚ რომელიც საოჯახო საქმეებსაც გააკეთებს.

***

ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა. ხედავს‚ ცოლი ზის და ტირის...

– რა მოხდა? – ჰკითხა შეშინებულმა ქმარმა.

– ისეთი პიკანტური კერძი მოგიმზადე.... ძაღლი კი ახტა მაგიდაზე და მთლიანად გადასანსლა...

– შენ არ ინერვიულო‚ ახალ ძაღლს გიყიდი...


скачать dle 11.3