კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: შეიძლება თუ არა საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური ხასიათის რეკლამის გავრცელება?

პასუხი: აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების გვერდებსა და ჟურნალების გარეკანზე. აკრძალვა არ ვრცელდება სექსუალური ხასიათის სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებებსა და სამედიცინო ნაწარმზე, თუ ეს აუცილებელია ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, რას ნიშნავს სოციალური რეკლამა?

პასუხი: სოციალური რეკლამა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართული რეკლამაა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის, ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე, იმ საქონლის ბირკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც არის არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგი.

კითხვა: დევნილმა მოქალაქემ ტელევიზიით განაცხადა, რომ პიროვნებამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას, მიითვისა აღნიშნული ტვირთის ნაწილი. რის შემდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თუ გამოძიების შედეგად არ დადასტურდა აღნიშნული ბრალდება, როგორი კვალიფიკაცია მიეცემა ასეთ ქმედებას?

პასუხი: როგორც ცილისწამება.

კითხვა: ნათესავი რამდენიმე წლით წავიდა უცხოეთში საცხოვრებლად. ბინის გასაღები კი, დაუტოვა კარის მეზობელს. მეზობელმა ეს ბინა გააქირავა 500 დოლარად სხვა პიროვნებაზე. როცა ნათესავი დაბრუნდა, მეზობელს მოუწონა ქმედება. დამქირავებელმა როცა გაიგო, რომ ფულს ბინის მეპატრონეს არ უხდიდა, ბოლო ორი თვის ქირის (რომელიც არ ჰქონდა გადახდილი) გადახდაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ ქირავნობის ხელშეკრულებას, ფაქტობრივად, ადგილი არ ჰქონია, რადგან ის არ იყო დადებული მეპატრონესთან. სწორია თუ არა მისი ქმედება?

პასუხი: არა, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულება ნამდვილია, თუ ის ბინის მესაკუთრემ მოიწონა.

კითხვა: რა ასაკის მოქალაქეებს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში?

პასუხი: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირს.

კითხვა: შეიძლება თუ არა უცხოელ მოქალაქეს ადმინისტრაციული სასჯელი დაედოს სამართალდარღვევისთვის?

პასუხი: საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელი მოქალაქის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სარგებლობს იმუნიტეტით საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდება დიპლომატიური გზით.

კითხვა: რა შემთხვევაში გამოიყენება მოქალაქეზე ადმინისტრაციული პატიმრობა?

პასუხი: ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 90 დღემდე ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე (17.07.2009. ¹1505).

სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურში წესის დარღვევისა და ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი (27.03.2009. ¹1142).

ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.

კითხვა: როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და რა საბუთების წარდგენაა საჭირო სასამართლოში?

პასუხი: დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ფიზიკური პირი შეიძლება, სასამართლოს მიერ აღიარებული იქნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მერე, კანონით, მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის, მიიღონ მისგან სარგებელიც, ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს და დაიფარება ვალები.

კითხვა: მაინტერესებს, ახლა მოქმედებს თუ არა ჯარიმები საწარმოში ან კვების ობიექტებში სანიტარული წესების დარღვევისთვის?

პასუხი: სანიტარულ-ჰიგიენური და სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ასი ლარით;

იგივე ქმედება განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორასი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ხუთასი ლარით.


скачать dle 11.3