კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბადრიაშვილი

ლამაზ ქალზე იტყვიან, ბადრი მთვარესავითააო. ხალხური თქმა შემთხვევითი არ გახლავთ. ბადრი წინაპრებს არაბებისგან უსესხებიათ. ბადრი მათთან „სავსე მთვარეს“ ნიშნავს. ეს სახელი ჰქვია ზღაპრული ამირანის ძმობილს. მისგანაა მიღებული ქართული სახელები: ბადრი, ბადრია. ამ სახელებიდან კი, წარმოქმნილია ქართული გვარები: ბადრიაშვილი, ბადრიშვილი, ბადრიძე.

როგორც ბადრიშვილები, ისე ბადრიაშვილები არიან აზნაურები. შეტანილი არიან რუსეთის მიერ 1850 წლის 6 დეკემბერს თავადაზნაურთა აღწერის სიაში.

იოანე ბაგრატიონის მიერ შედგენილ წიგნში „შემოკლებითი აღწერა.“ აღნიშნულია: „აზნაური ბადრიაშვილი... ამ გვარისანი არიან როგორც ქართლში, ისე იმერეთში და კახეთში. აზნაურად ჩანან 1711 წლიდან და მოხსენიებულნი არიან ტრაქტატშიც“.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებულია 313 ბადრიაშვილი: გურჯაანში – 123, თბილისში – 96, გორში – 21. არიან სხვაგანაც.

116 – ბადრიშვილი.

270 – ბადრიძე.

სანთელაძე-სამთელაძე

სანთელაძე და სამთელაძე, როგორც ფუძით, ისე ნათესაური ნიშნით, ერთი და იგივე გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სანთელა.

სანთელაძეები თვლიან, რომ ისინი რაჭიდან არიან. ამბროლაურის რაიონში ყველაზე ბევრი სანთელაძე ცხოვრობს, დაახლოებით – 125. 1840-იანი წლის აღწერეთ, „ქართული გვარ-სახელები რაჭაში“, გვარი სამთელაძე-სანთელაძე დაფიქსირებული არ არის. აღნიშნული გვარი არ არის მოხვედრილი ნარკვევში „პირთა ანოტირებული ლექსიკონი“, რომელშიც შეტანილია მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების ისტორიულ საბუთებში მოხვედრილი გვარები.

გვაქვს ორფუძიანი საგვარეულო სანთლიკუდაშვილი-სარუყაფლან ავალიშვილის აზნაური-აზნაურიშვილი. მის წყალობას გიორგი მეფე დაჰპირდა ლევან ავალიშვილს (1685-1695 წლებში), ის გიორგი მეფემ უწყალობა გიორგი ავალიშვილს, 1687-1696 წლებში.

ბაგრატიონი „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“ წერს: „სანთლის-კუდაშვილი, იყვნენ ძველადვე ხეობის აზნაურნი“.

სომეხმა ავტორმა წიგნში, „ტიფლისის მერები XII საუკუნიდან 1917 წლამდე“ ქალაქ ტიფლისის თავკაცს, სანთლიკუდაშვილს ეროვნება ვერ მოუძებნა. ალბათ, არც კი უძებნია, ვიღაცას კი უთარგმნია გვარი და სვეჩნიკოვად მოუნათლავს.

საქართველოში 372 სანთელაძე ცხოვრობს: ამბროლაურში – 125, ქუთაისში – 84, თბილისში – 62. არიან სხვაგანაც.

69 – სამთელაძე: თბილისში – 34, ქუთაისში – 16, ტყიბულში – 6. არიან სხვაგანაც.

გეწაძე

გვარს არაერთი ქომაგი ჰყავს და მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი, ბატონი აკაკი გეწაძე გახლავთ. სწორედ ის ამბობდა: „ინგლისის ლორდთა შორის, თურმე შეხვდებით კაცს, ხუთი თითივით რომ იცის შვიდი საუკუნის წინანდელი თავისი წინაპრის სახელი და თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ბუნება. ხასიათის ცხოვრებისეული ზოგი წვრილმანიც იცის და იმ ჟამიდან მოყოლებული, თავისი 50-60 თაობის ასავალ-დასავალი“.

გეწაძეთა გვარი დიდი არ არის, თუმცა არც ისე პატარაა.

გეწაძეები ცხოვრობენ ბაღდათის, ტყიბულისა და ამბროლაურის რაიონებში. არიან სხვაგანაც. ხოლო, სადაა ამ გვარის პირველი საცხოვრებელი, ეს დასადგენია. ისინი კი იმერლები არიან.

გვარს ფუძედ აღებული აქვს „გეო (მიწა) წყალსა ზედა.”

გეწაძეების წინაპრები სალოცავად თურმე ზესტაფონიდან ოკრიბაში დადიოდნენ. ესე იგი, ფუძე იქ უნდა ჰქონოდათ. ზესტაფონელ გეწაძეებს მგელიგლეჯიებს ეძახიან – ძალოვანი, კუნთმაგარი მკლავიანი ხალხია. ერთი გადმოცემით, წინათ გეწაძე გვარად ყოფილა იწაძე. მაშასადამე, გეწაძეთა ადგილის დედა იწააო.

მავანს მიაჩნია, რომ გეწაძე და ვაწაძე ერთი გვარის ფონეტიკური ნაირსახეობაა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ: გეწაძეებსა და ვაწაძეებს ერთი სალოცავი ჰქონდათ ოკრიბაში. ზოგის მოსაზრებით, გეწაძეების ადრინდელი გვარი მებურიშვილი ყოფილა.

1995 წელს საქართველოში ვაუჩერი აიღო 1 514 გეწაძემ. ისინი ცხოვრობენ: ზესტაფონში – 519, თბილისში – 281, თერჯოლაში – 253. არიან სხვაგანაც.

მელაძე-მელაშვილი-დრიაევი

გვარ მელაძის ფუძეა საკუთარი სახელი მელა, მელი. აქედანაა მიღებული სოფლის სახელი მელაანი გურჯაანის რაიონში. ამავე ძირისაა გვარები: მელაია, მელაიძე, მელაშვილი, მელია.

1661 წელს ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება მელაძე დიაკონი და მელაძე საყვარელა.

მეჩვიდმეტე საუკუნის ნუსხაში კი მოიხსენიება დათუნიკა მელაძე.

1873 წლის აღწერაში, როგორც წერა-კითხვის მცოდნე და აღწერის ფურცლებზე ხელმომწერი, მოხსენიებულია სიმონ მელაძე.

გარისის მიწაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უპირატესად იმერეთიდან და მთიულეთიდან გადმოსულები ხშირად ურთავდნენ ბოლოში შვილს, მაგალითად, ბერიძე – ბერიძეშვილი, წიკლაური – წიკლაურიშვილი, აფციაური – აფციაურიშვილი, მელაძე – მელაშვილი.

თავად დავით ბარათოვის გლეხად 1823 წელს სოფელ მარაბდაში მოიხსენიება მელაძეშვილი, მისი მეუღლე სარა, ვაჟი თევდორე, ქალიშვილები – მაია, ქეთევანი.

შიდა ქართლში ზოგი დრიაევი გახდა მელაძე, რადგან დრია ოსურად მელას ნიშნავს. ზოგ მელაშვილს კი დღესაც წინ უზის (წინსართი) ტერ-მელაშვილი. დროა, ეს მოაშორონ.

საქართველოში 6 479 მელაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 732, ქუთაისში – 448, გორში – 439. არიან სხვაგანაც.

1 356 მელაშვილი: თბილისში – 482, ამბროლაურში – 245, ქუთაისში – 75. არიან სხვაგანაც.

გეგეშიძე

გვარის ფუძეა გეგე. მეგრულად ის სიტყვა-სიტყვით ასე გამოითქმის – გეგეს ყმა (გეგე წმიდა გიორგის აღნიშნავს, ის სუფიქსია).

ამავე ძირისაა გვარები: გეგია, გეგელია, გეგეჭკორი და ასე შემდეგ.

გვარი გავრცელებულია ქვემო იმერეთში, სოფლებში: ლაშე, მაქათუბანი, ხარაგვეში, საყულია, ფაგნარი, ჭყვიში. გვხვდება აბაშის რაიონშიც. კერძოდ, სოფლებში: ქოლბანი, აბაშა, პირველი მაისი, სამიქაო.

„გეგეშიძე ნიკორწმინდას მცხოვრები, ერთი კომლი, ბაგრატ მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას, 1544 წელს“.

საქართველოში 1 911 გეგეშიძე ცხოვრობს: თბილისში – 469, სამტრედიაში – 431, ქუთაისში – 164. ცხოვრობენ სხვაგანაც.

მახლაური – მახუაშვილი

გვარი მახლაურის ფუძე, სავარაუდოდ, საკუთარი სახელი – მახადან უნდა მომდინარეობდეს. მახას პურეულის უძველესი ჯიშის აღმნიშვნელი ტერმინიდან მომდინარედ თვლიან.

ამავე ძირისაა გვარები: მახაური, მახაჭაშვილი, მახიტაშვილი, მახოშვილი.

გვარ მახუაშვილის ფუძე კი – საკუთარი სახელი მახუა, მახია, მახოა. ასევე, გვხვდება სახელები: მახუ, მახანა, მახნია. მახუა, გახუ და ხახუ განთქმული ყაჩაღები იყვნენ.

1781 წელს კოდაზე სარდალ-სალთხუცის ყმა ღოუბნელი მახუაშვილი დავითა იყო.

1721 წელს კი სოლოღაშვილი იესეს ყმად ღოუბანს, მოიხსენიება მახუაშვილი ივანე.

საქართველოში 45 მახუაშვილი ცხოვრობს: ვანში – 39, ბაღდათში – 5, ქუთაისში – 1.

24 მახლაური: თბილისში – 15, რუსთავში – 5, თეთრი წყაროში – 4.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3