კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს მამას სირიასა და ამერიკაში და რატომ დაიკარგა კონტაქტი მამა-შვილს შორის

22 წლის სანდრა სუხელის ასული ხალილი ეძებს 46 წლის სუხელი ატალის ძე ხალილის.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 1964 წლის 17 ივნისს (ან ივლისს) დაბადებულ სუხელი ატალის ძე ხალილის. მამაჩემი თითქმის არ მახსოვს, რადგან მე ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ის ჩვენგან წავიდა. ყველაფერი რაც მის შესახებ გამიგია, დედაჩემისგან ვიცი. მამის მოძებნა ბოლო დროს გადავწყვიტე, მარტო ამას ვერ მოვახერხებ, რადგან უკვე არაერთხელ მიცდია და უშედეგოდ. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში.

– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი, რა მოხდა შენი მშობლების ცხოვრებაში, რის გამოც დაიკარგა კონტაქტი მამასა და დედას შორის?

– დედაჩემი სოხუმელი ქართველია. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ინსტიტუტში გაიცნეს, იმ დროს ორივე რუსეთში სწავლობდა, ერთსა და იმავე ფაკულტეტზე. მე საქართველოში დავიბადე და ახლაც აქ ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და მე მამა არც კი მახსოვს, რადგან იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი. დედას მამაჩემზე ცუდი არასდროს უთქვამს, არც მე არასდროს მიფიქრია მასზე ცუდად. სულაც არ ვარ ნაწყენი მასზე. როგორც ჩანს, მას თავისი ცხოვრება აქვს დღესაც. შესაძლოა, მან ახალი ოჯახიც შექმნა და, თუ მართლა ასეა, დიდი სურვილი მაქვს, ვიცნობდე ჩემს ნახევარდებს თუ ნახევარძმებს, რა თქმა უნდა, თუ მათაც ენდომებათ ჩემთან ურთიერთობა. მამამ თავისი გვარი მომცა და, სხვათა შორის, სახელიც მან დამარქვა.

– რამდენი ხანია, რაც მშობელს ეძებ და რა იცი მის შესახებ?

– ვერ გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ვეძებ, მისი პოვნა დიდი ხანია მინდა, წერილებიც კი გამიგზავნია მასთან ჩვენთვის ცნობილ მის ბოლო მისამართზე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ნამდვილად არ მინდა, მამამ იფიქროს, რომ მისგან რამე მჭირდება ან რაიმეს მოვითხოვ, უბრალოდ, მინდა, ვიცნობდე მას და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო ადამიანი, რომელსაც მამა ჰქვია. დედაჩემისგან ვიცი, რომ მამა დაიბადა სირიაში. მას ჰყავდა ცხრა დედმამიშვილი, მამა კი მათ შორის ყველაზე უმცროსი იყო. მისი ერთ-ერთი ძმა, თუ არ ვცდები, უფროსი, საცხოვრებლად ამერიკაში იყო წასული არალეგალურად და მამაჩემსაც, თურმე, ამერიკაში წასვლა და ცხოვრება უნდოდა. ვვარაუდობ, რომ, შეიძლება, წავიდა კიდეც. მისი უფროსი ძმის სახელი, რომელიც ამერიკაში იყო იმ დროს, სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი არ არის. საქმე ისაა, რომ მამას იმ დროისთვის ჯარი უწევდა და ამიტომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში, სირიაში, სადაც უნდა ემსახურა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა ამერიკაში გამგზავრებას. სირიაში ჩვენთვის ცნობილი მისი ბოლო მისამართი ასეთი იყო; სირია ჰომსი, ფაიროუზემი, სუხელ ატალა ხალილი. ატალა მამაჩემის მამას ერქვა. სამწუხაროდ, ბაბუაჩემი მამის მხრიდან, ისევე, როგორც ბებია, აღარ მგონია, ცოცხლები იყვნენ, რადგან, ჯერ კიდევ იმ დროისთვის, როდესაც მე დავიბადე, ისინი საკმაოდ ასაკოვნები ყოფილან.

– მოხდა რაიმე კონფლიქტრი დედასა და მამას შორის? და, საერთოდ, რამ განაპირობა მათი დაშორება, ამის მიზეზი სხვადასხვა რელიგიური მრწამსი ხომ არ იყო?

– სხვათა შორის, მამაჩემი ქრისტიანი იყო. დედამ მითხრა, რომ სირიაში მოსახლეობის 50 პროცენტი ქრისტიანია და მამაც ერთ-ერთი მათგანი ყოფილა. როგორც ვიცი, მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა, უბრალოდ, ასე მოხდა – შეიძლება, ასეც უნდა მომხდარიყო. მე დღემდე მამის გვარს ვატარებ და ძალიან მინდა მისი პოვნა.

– სანდრა, აქამდე თუ გიცდია მამის პოვნა და დედა რას ფიქრობს ამის შესახებ?

– მიცდია, მაგრამ, უშედეგოდ. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს. უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს, ვიპოვო და, თუ ვიპოვე, მინდა, მასაც სურდეს ჩემთან ურთიერთობა. მე მისგან სხვას არაფერს მოვითხოვ. დედაჩემმა იცის ჩემი სურვილის შესახებ და გვერდში მიდგას. ზუსტად არც ვიცი, სად შეიძლება, იყოს მამა ამჟამად, ჩვენ ან ამერიკაში, ან სირიაში გვგონია.


скачать dle 11.3