კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროკავშირი 2012 წლიდან ენერგეტიკაში ახალ საფასო წესებს აამოქმედებს

ევროკავშირი ენერგოკონცერნების მხრიდან ფინანსური მაქინაციების თავიდან ასაცილებლად ახალ წესებს შემოიღებს. ევროკომისია განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიასა და გაზზე ფასები უნდა შეიზღუდოს. კომპანიებმა და ანალიტიკოსებმა ბრიუსელის წინადადება დადებითად მიიღეს. ენერგეტიკის ბაზრის ყველა მოთამაშისთვის ერთიანი თამაშის წესები იმოქმედებს.

„ჩვენი ენერგეტიკული ბაზრები ერთმანეთზეა დამოკიდებული. ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში წესების დარღვევა სხვა ქვეყნებში ენერგომატარებლების ფასებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს“, – აღნიშნავს ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი. მაგალითისთვის, გერმანული ენერგოკომპანიების სავაჭრო ოპერაციების 94 პროცენტი, შუამავლების, საშუალებით უცხოეთში ხორციელდება. ამიტომაცაა აუცილებელი საერთო სავაჭრო წესები მთელი ევროპის მასშტაბით. ენერგეტიკის ბაზრის რეგულირების ახალი წესები 2012 წლიდან შევა ძალაში და ენერგომატარებლებით ნებისმიერი ფორმით ვაჭრობას შეეხება. ევროკომისია აკრძალავს ინსაიდით ნებისმიერ ვაჭრობას, ხმების მიზანდასახულად გავრცელებას და ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავს ბაზრის სხვა მონაწილეები. გარდა ამისა, ახალი წესები მიმართულია ენერგოკონცერნების მხრიდან ფასებით მანიპულაციის შეზღუდვისკენ.


скачать dle 11.3