ევროს კურსი კვლავ ეცემა
ევროს კურსი კვლავ ეცემა
2011 წელს ევროს კურსი გაუარესდება და დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო დაეცემა. ამის მიზეზი ევროზონის პერიფერიული ქვეყნების ფინანსური პრობლემებია, დაასკვნეს მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ანალიტიკოსებმა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ევროსთან მიმართებაში დოლარის კურსი 1,4282 იყო, რაც 2010 წლის დასაწყისიდან მინიმალური მაჩვენებელია. საერთო ევროპული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ყველაზე მაღალი 2010 წლის იანვარში იყო, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო კომისიის მხრიდან, სახელმწიფო ვალის შესყიდვის მოლოდინი არსებობდა. ბოლო პერიოდში ევროს კურსი ირლანდიის ფინანსური პრობლემების გამო საგრძნობლად დაეცა და კიდევ უფრო დაეცა ბოლო დღეებში – 1,3297 დოლარი შეადგინა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, წელს ევროს კურსი 2005 წლიდან ყველაზე უარესია. 2010 წლის იანვრიდან ევროს კურსი 7,4 პროცენტით შემცირდა დოლართან მიმართებაში იმ დროს, როცა შარშან ევრო 2,5 პროცენტით განმტკიცდა. ევროს კურსის გაუარესების მიზეზი ევროპის კონტინენტზე არსებული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემებია. წამყვანი ექსპერტების აზრით, 2011 წელს ევროზონის ეკონომიკა მხოლოდ 1,4 პროცენტით გაიზრდება, ამერიკის შეერთებული შტატებისა კი – 2,5 პროცენტით. სავარაუდოდ, 2011 წლის შუა თვეებში ერთი ევრო 1,2 დოლარი ეღირება.