ბრიტანელი „ცისფერების“ პროტესტი „ფიფას“
ფეხბურთი, რომ სპორტის ნომერ პირველი სახეობაა პლანეტაზე და მას მილიარდობით ადამიანი ადევნებს თვალყურს, ფაქტია და ეჭვს არ იწვევს. ასევე ისიც ცნობილია, რომ არსებობს, ქომაგთა ლიგები და ფან-კლუბები, სადაც ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივრები არიან გაწევრიანებულნი და ერთად უჭერენ მხარს თავიანთ ფავორიტ გუნდებს. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა ქომაგთა ლიგამ, რომელიც ბრიტანეთშია რეგისტრირებული, სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პროტესტი გამოუცხადა 2022 წელს ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში. ამ პროტესტში თითქოს არაფერია უცნაური, რადგან მსგავსი განაცხადი ბოლო პერიოდში უამრავ ადამიანს გამოუთქვამს, საქართველოშიც კი, თუმცა აქ რადიკალურად განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ბრიტანეთში თურმე არსებობს „ფეხბურთის გეი-ქომაგთა კავშირი“, სადაც ათიათასობით ცისფერია დარეგისტრირებული. მათი პროტესტი კი იმან გამოიწვია, რომ არაბულ სახელმწიფოებში და კერძოდ, ყატარში ჰომოსექსუალიზმი დანაშაულია. ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება „სოდომური ცოდვა“, 2-5 წლამდე ციხეში უკრავენ თავს. ეს კი, „ბრიტანელი გეი-ქომაგების“ აზრით, დაუშვებელია და პროტესტის ნიშნად ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირებით იმუქრებიან.