კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბენიტესის იღბლიანი წინდები

ზოგადად, ადამიანებს ცრურწმენის გვჯერა და თილისმებისა და რიტუალების გვწამს. ფეხბურთთან დაკავშირებით, პირველი რაც შეიძლება, გაგახსენდეს, არის ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონების – ფაბიენ ბარტეზისა და ლორან ბლანის ცნობილი რიტუალი, – მცველი მეკარეს თავზე ეამბორება. ანდა, ყაზანის „რუბინის“ მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის თილისმა-კრიალოსანი. სულ ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ასეთ თილისმას მილანის „ინტერის“ ამჟამინდელი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესიც ფლობს. თუმცა, ბერდიევისგან განსხვავებით, მის იღბალზე კრიალოსანი კი არა, მისი წყვილი წინდებია პასუხისმგებელი. რაფაელ ბენიტესს გარდერობში მრავალი წყვილი წინდა ჰქონია. თუმცა, მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მულტსერიალ „საუთ პარკის“ გმირების გამოსახულებიანი წინდაა, რომელსაც იგი ყოველი თამაშის დაწყებამდე იცვამს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ბენიტესის „ინტერს“ წარუმატებელი პერიოდი უდგას. მწვრთნელი კი, ჯიუტად აცხადებს, რომ ამაში დამნაშავე მისი წინდები კი არა, მოთამაშეთა ხშირი ტრავმიანობაა.


скачать dle 11.3