გოგრა ღვიძლს „უყვარს“, ნიახური კი – კუჭს
ხალხურ მედიცინაში გოგრას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. მისი თესლი სხვადასხვა პარაზიტის, კერძოდ, მრგვალი, ლენტისებური ჭიების წინააღმდეგ უებარი საშუალებაა. თუ გოგრის რბილობს თაფლთან ერთად შეჭამთ, კუჭ-ნაწლავის პრობლემები დიდხანს არ შეგაწუხებთ.
კუჭ-ნაწლავისთვის, ასევე, კარგია გოგრის წვენი თეთრ ღვინოში გარეული. გარდა ამისა, გოგრის დანაყილი თესლის ნახარში გამოიყენება ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ და კარგი შარდმდენი საშუალებაცაა. თუ ღვიძლის ანტიტოქსიკური ფუნქცია დარღვეულია, გოგრის ნაყოფის ჭამით მას აუცილებლად აღიდგენთ.
გოგრის ფაფის საფენები კი უმცირეს დროში და ძალიან ეფექტურად სხვადასხვა ანთებით პროცესს, ასევე, ეგზემასა და დამწვრობას შველის.
თუ საკვებით მოიწამლეთ, საკუთარ ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში თავად უნდა დაეხმაროთ. იკვებეთ ხშირ-ხშირად, დღეში 5-6-ჯერ, პატარ-პატარა ულუფებით. ჭამეთ გამომშრალი ან გამხმარი პური, ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი. დროებით ამოიღეთ რაციონიდან რძე, ტკბილეული, ტკბილი ხილი და ლობიო, ასევე, კომბოსტო და კიტრი.
ზომიერი რაოდენობით სასარგებლოა: ნიახური, კამა, ნიორი, ხახვი, მოშუშული ბოსტნეული, კისელი, ჟელე და მუსები.
არ დაგავიწყდეთ, რომ საკვებით მოწამვლის შემდეგ, დროებით ყველა კერძი ორთქლზე მოამზადეთ და ისე მიირთვით.