რომელი ბოსტნეული აგებს პასუხს მამაკაცის პოტენციაზე
საკვები სქესობრივ აქტივობაზე რომ გავლენას ახდენს, ეს უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჭამასა და სექსს ბევრი აქვს საერთო.
სქესობრივ დაუკმაყოფილებლობას მარტოხელა მამაკაცები და ქალები საკვებით ინაზღაურებენ. მათთვის კარგი ვახშამი კარგ სექსს უდრის. ასეთ ადამიანებში სქესობრივ ლტოლვას დანაყრების შეგრძნება ახშობს, ორგანიზმის მთელი ენერგია კი, მონელებას ხმარდება. ზოგიერთი პარტნიორებთან არასრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობის დაუკმაყოფილებლობის განცდას, ნოყიერი კერძებისა და ტკბილეულის მირთმევით იხშობს.
მეტისმეტად მსუქანი ან გამხდარი მამაკაცები არც ისე კარგი სქესობრივი პარტნიორები არიან. სექსი ყველაზე უკეთ მათ შეუძლიათ, ვისი წონაც ნორმას დაახლოებით ათი პროცენტით აღემატება. ვეგეტარიანელებზე კი ხორცში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების უკმარისობა სქესობრივ აქტივობაზე უარყოფითად მოქმედებს. ორგანიზმს უჭირს ერექციისთვის საჭირო რაოდენობის ჰორმონების გამომუშავება. ქალებისთვის ხორციანი კერძების გადამეტებული მიღება ცუდია, უკმარისობა კი – უარესი.
თუ კარგ ფორმაში ყოფნა გინდათ, მამაკაცებმა ცილოვანი საკვები, მაგალითად, ხაჭო, საქონლის ხორცი და ქათამი უნდა მიირთვათ, რადგან ცილა ტესტოსტერონის სინთეზისთვის არის აუცილებელი. ტესტოსტერონზე კი, დამოკიდებულია მამაკაცის პოტენცია.
სრულფასოვანი სექსისა და პოტენციის ასამაღლებლად, ასევე კარგია: ოხრახუში, ქინძი, ნიორი, ხახვი, წიწაკა. ხშირად მიირთვით ისინი. მართალია, მათი ეფექტი ხანმოკლეა, მაგრამ ამ ბოსტნეულის რეგულარულად მიღება, შედეგს აუცილებლად მოგცემთ.