კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვით წყალი სწორად და ხელი შეუწყვეთ საკუთარ ორგანიზმს

სასმელი წყლის ხარისხი თავის აქტუალობას არასდროს კარგავს. მისი გასინჯვისას, უპირატესობას გემოს ვანიჭებთ. ამგვარი შერჩევა შემთხვევითი არ არის. სხვადასხვა წყაროს წყალს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის, განსხვავებული გემოც აქვს. გემრიელი წყალი იწვევს არა მხოლოდ დადებით ემოციებს და კლავს წყურვილს, არამედ დედამიწის წიაღის მდგომარეობის შესახებ უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს.

დადგენილია, რომ სასმელი წყლის ხარისხისა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ვინაიდან სასმელი წყლის ძირითადი წყაროა მდინარეები და მიწისქვეშა წყლები, მისი დაბინძურების რისკი მაღალია. ვისაც ბუნებრივ წყაროებზე ხელი არ მიგიწვდებათ და სამრეწველო წესით ჩამოსხმული მინერალური წყლის შეძენას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც დაამზადოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალი. საყინულეში მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ქვაბი. ექვსი საათის შემდეგ წყლის ნაწილი, რომელიც გაუყინავი დარჩა, სხვა ჭურჭელში გადაასხით და ხელახლა შედგით საყინულეში, ხოლო ყინული კი გადააგდეთ. ოთხი საათის შემდეგ ქვაბი გამოიღეთ მაცივრიდან, ყინულში არსებული სითხე გადაღვარეთ და ყინული ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ. ასეთი წესით მომზადებული წყალი მინარევებისგან გაწმენდილია და ამავე დროს, შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მისი სამკურნალო მოქმედების საიდუმლო კი ისაა, რომ გამდნარი წყლის მოლეკულის დიამეტრი ზომით იდეალურად შეესატყვისება უჯრედების მემბრანების ხვრელებს, რაც სითხეს საშუალებას აძლევს ქიმიურ რეაქციაში ადვილად შევიდეს, რის შედეგადაც ნივთიერებათა ცვლის პროცესი აქტიურდება და ორგანიზმი ძალასა და ენერგიას ზოგავს.

წყალგაყვანილობის წყალი შეიცავს ქლორს, ფტორს და სხვა ნაერთებს, რომლებიც დუღილის პროცესში ჯანმრთელობისთვის მავნე ნაერთს წარმოქმნის. ამისგან თავი რომ დაიცვათ, სანამ წყალს აადუღებთ, ერთი დღე-ღამე თიხის, სპილენძის ან მინის ჭურჭელში დატოვეთ, რომ ფტორი და ქლორი გაქრეს.

მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 40 ლიტრ სითხეს შეიცავს, რომლის აუცილებელი რაოდენობა მუდამ უნდა შენარჩუნდეს. უმნიშვნელო გაუწყლოების დროსაც კი, სისხლის პლაზმა და სხვა უჯრედგარეშე სითხე შესქელებას იწყებს და მათში მარილების რაოდენობა იმატებს. წყალი უჯრედებიდან დიდი კონცენტრაციის ზონაში მიემართება. შედეგად უჯრედები ნაოჭდება, რაც მთელი ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს. გარდა ამისა, ადამიანთა უმეტესობა წყალს არასწორად სვამს, ხოლო მოსახლეობის თითქმის ნახევარი სითხეს გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე საჭიროა.

წყალი უნდა დალიოთ ნელა, ყლუპ-ყლუპით, არანაკლებ ორი ლიტრისა დღეში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებები არ გაწუხებთ და თირკმელებიც ნორმალურად მუშაობს.

ხელი შეუწყვეთ საკუთარ ორგანიზმს, რათა ერთგულად გემსახუროთ.


скачать dle 11.3