ვაშლი – წამალი
ვაშლი კურნავს სასუნთქი ორგანოების დაავადებებსა და ინფექციებს. კარგი საშუალებაა ნერვული სისტემის მოშლილობისას. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ახალი ვაშლის პიურე კარგია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში. შეგიძლიათ, ვაშლის პიურეს დაამატოთ თითო სადილის კოვზი კარაქი და თაფლი. მშრალ ხველებას შველის შემწვარი ვაშლიც.
შეურიეთ ერთმანეთს 5 წილი გახეხილი ვაშლი, 6 წილი პირშუშხას ფესვები, 1 წილი გახეხილი სტაფილო, გემოვნებით დაამატეთ შაქარი, მარილი და არაჟანი. ეს სალათა სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, სასუნთქი ორგანოების გაციებისა და ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.
ასევე, ვაშლის ხის ფოთოლი C ვიტამინის უნიკალური წყაროა. ამიტომ, მისგან დამზადებული ნაყენი სასარგებლოა სასუნთქი გზებისა და სხვა ორგანოების მკურნალობის დროს.