კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ ადვილად იღლებით, ჭამეთ ბანანი, ნიორი, ხახვი და სტაფილო

თუ ადვილად იღლებით, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებულია, თანაც – ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება საკვებითაც შეგიძლიათ:

ნიორი – აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

პომიდორი – ეს მცირეკალორიული ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის.

ნიგოზი – თუ ნერვები მოშლილი გაქვთ, მიირთვით ნიგოზი. მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.

ბანანი – ენერგიის წყაროა. ეს ხილი ყველაზე დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და ამიტომაც, მალე ანაყრებს. ბანანი მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნალექები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს, ხოლო მასში შემავალი კალიუმი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.

სტაფილო – მდიდარია A ვიტამინით, რომელიც უჯრედების ახალგაზრდობის წყაროა. ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე „ზრუნავს“. ასევე, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ელასტიკურს ხდის მას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს ნაწლავების კიბოს გაჩენისგან აზღვევს.

რძის ცილა – შეიცავს ბევრ ტიროზინს. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს თავის ტვინში „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამომუშავებას. რძეში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კანს წმენდს გამონაყარისგან. ასევე, ამაგრებს თავის კანს, რაც თმის ხარისხზე სასიკეთოდ მოქმედებს.

ხახვი – ამ ბოსტნეულში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შემადგენლობითა და მოქმედებით ძალიან ჰგავს ადამიანის ჰორმონებს. ის სტიმულს აძლევს ორგანიზმს და ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ეს ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ვარდისფერი ჯიშის ხახვში.


скачать dle 11.3