კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ცნობილია, რომ წამლებს უამრავი გვერდითი ეფექტი აქვს. მათი წყალობით მიღებულ თერაპიულ შედეგს ხშირად წამლისმიერი გართულებები ცვლის. როგორ მოვიქცეთ, რომ ასეთი რამ თავიდან ავიცილოთ?

პასუხი: მედიცინის მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ სამკურნალო საშუალებებმა დაავადების გამომწვევზე ისე იმოქმედოს, რომ ზიანი არ მიაყენოს ჯანმრთელ უჯრედებს. მაგრამ, ჯერჯერობით ამის მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება. უფრო ხშირად, წამალი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემაზეც ახდენს ზემოქმედებას. ამიტომ, ყველა წამალს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ და მკაცრად დაიცვათ ექიმის დანიშნულება.

კითხვა: ვარ ახალგაზრდა ქალი. მიკანკალებს ხელები, მუხლები, ზოგჯერ მთელი სხეული. გთხოვთ მიპასუხოთ, რის გამო ხდება ეს და როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: ამის მიზეზი, უპირველესად, ნერვული სისტემის ლაბილურობაში უნდა ვეძებოთ. სხეულის კანკალი ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მატებას, თუმცა ამ დაავადებას სხვა სიმპტომებიც ავლენს. თუ მას გამოვრიცხავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენი ჩივილები ნევროზს უკავშირდება. ამიტომ, გირჩევთ, მიმართოთ გამოცდილ თერაპევტს, რომელიც ყველა სიმპტომს გაითვალისწინებს და განსაზღვრავს, რომელ სპეციალისტთან უნდა იმკურნალოთ.

კითხვა: მშობიარობის შემდეგ ფეხებზე დამრჩა გაფართოებული ვენები. საღამოობით ფეხები მეღლება. გთხოვთ ამიხსნათ, როგორ შეიძლება ამ დაავადებისგან განკურნება?

პასუხი: ქვედა კიდურებზე სამი სახის ვენებია: ღრმა, რომელიც კუნთებშია დამალული, ზედაპირული, რომლებიც კანქვეშ მდებარეობს და კომუნიკანტები, რომლებიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. დაავადების საწყის სტადიაზე საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა მკურნალობის ახალი მეთოდი – კომპრესიული ფლებოსკლეროზირება. კაპილარულ სისხლძარღვში ან გაფართოებულ კანქვეშა ვენაში წვრილი ნემსით შეჰყავთ სპეციალური პრეპარატი, რომელიც თითქოს აწებებს მათ. თუ დაავადებას უყურადღებოდ დატოვებთ, ის შეიძლება, გართულდეს. ასეთ შემთხვევაში კი მკურნალობის ერთ-ერთი გზა ოპერაცია იქნება. ამიტომ გირჩევთ, დროულად მიმართოთ ანგეოლოგს.

კითხვა: ბევრჯერ მომისმენია ასეთი რამ: მოსახლეობაში შეინიშნება სწრაფი დაბერება, რას ნიშნავს ეს? რაიმე ახალი ეპიდემიაა თუ ახალი ჭორი?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ არასწორად გესმით ტერმინი მოსახლეობის დაბერება. ამჟამად მთელ დედამიწაზე შეინიშნება მოსახლეობის დაბერება. ეს იმას ნიშნავს, რომ განუწყვეტლივ იზრდება მოხუცებულთა რაოდენობა და ეს მატება უფრო ინტენსიურია, ვიდრე მოსახლეობის საერთო რაოდენობის ზრდა. რაც შეეხება იმას, რომ მასობრივად ბერდებიან ახალგაზრდები, ეს, რა თქმა უნდა, გამონაგონია.

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, უფუნქციოა თუ არა სიბრძნის კბილი და რა შემთხვევაში ამოვიღო?

პასუხი: სიბრძნის კბილს იღებენ მაშინ, როცა ადგილი არ ყოფნის და ვერ ამოიჭრება, როცა კარიესი აზიანებს და სამკურნალოდ ძნელი მისადგომია.

კითხვა: მყავს 14 წლის გოგონა, რომელიც არ ჭამს ხილს და მოტკბო გემოს ბოსტნეულს, არ უყვარს ტკბილეულობა. ის ვერ იღებს ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს და სუსტდება. გოგონა გონებრივად და ფიზიკურად საკმაოდ დატვირთულია. ვაძლევ ხილის წვენებს, მაგრამ ვერ სვამს, რადგან მაშინვე პირღებინება ეწყება. მგონია, რომ ეს რაღაც დაავადებაა და არა გოგონას უბრალო ახირება. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ და რითი დავეხმარო ბავშვს?

პასუხი: თქვენი მონათხრობიდან აშკარაა, რომ გოგონა ვერ იტანს ნახშირწყლებს. ადამიანის ორგანიზმი ნახშირწყლებს ითვისებს სპეციფიკური ცილების – ფერმენტების მეშვეობით, რომელთა დეფიციტი ან ნაკლებობა ნახშირწყლების ათვისების პროცესს არღვევს, გირჩევთ, ნუ დააძალებთ გოგონას ტკბილეულს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მას ჯერ ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩაუტარონ, მერე კი ორგანიზმში ხელოვნურად შეუყვანონ დეფიციტური ფერმენტი, რაც ორგანიზმს ტკბილეულის ათვისებას შეაძლებინებს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი


скачать dle 11.3