კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

რეალობა

ტოტაპურმა ჩათვალა, რომ შეასრულა თავისი მისია და დადგა დრო, სხვა ადგილისთვის უნდა მიეშურებინა. ამ ფიქრებში იყო, როცა იგრძნო, რომ ავადაა: თურმე მწვავე დიზენტერია დაწყებოდა. ამაო გამოდგა ტოტაპურის მცდელობა, მედიტაციის მეშვეობით მოეყვანა თავი წესრიგში: ავადმყოფობა გონებას უფანტავდა და კონცენტრირების საშუალებას არ აძლევდა.

რამაკრიშნამ ავადმყოფს უთხრა:

– ტოტაპურ, შენ არამართებულად უდგები მატერიას, გსურს, ის გამოაცალკევო სულისგან და ამით ასუსტებ. ილოცე დედა-ღვთაების წინაშე და ყველაფერი კარგად იქნება.

– არავითარ შემთხვევაში! – მიუგო მას გაჯიუტებულმა ტოტაპურმა: – ეს ყველაფერი სისულელეა. მე თვითონ მოვახერხებ, გავუმკლავდე თავზე დატეხილ ჭირს, მე ხომ მუდამ შემეძლო საკუთარი პრობლემების მოგვარება.

მაგრამ ავადმყოფობამ სულ უფრო ძალუმად დარია ხელი ტოტაპურს. რამაკრიშნა ემუდარებოდა:

– შენ თუ არ გსურს, შეევედრო დედაღვთაებას, ნება დამრთე, შენ მაგივრად მე ვილოცო.

ტოტაპურმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ჯიუტად იმეორებდა, რომ მატერიას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და რომ მთავარი სულია. რამაკრიშნა კი ცდილობდა, აეხსნა მისთვის, რომ ამქვეყნად ყველაფერი ღვთის ნებითაა შექმნილი, რომ მატერია სულის გამოვლინებაა და თუ მას ჩამოვაშორებთ, მოკვდება. ყველაფერში ჰარმონია უნდა სუფევდეს. ტოტაპური კი ვირზე შეჯდა და თავისას გაიძახოდა: რამაკრიშნას რომ დათანხმებოდა, მაშინ საკუთარ მოძღვრებაზე უნდა ეთქვა უარი, იგი ხომ მთელი სიცოცხლე იმას ქადაგებდა, რომ სულისა და მატერიის განცალკავებაში არისო ჭეშმარიტება.

დღეები ერთმანეთს ცვლიდნენ. ტოტაპური დაძაბუნდა. ავადმყოფობა არ ეშვებოდა. ბოლოს იკადრა და რამაკრიშნასთან ერთად აღავლინა ლოცვა დედაღვთაების წინაშე თხოვნით, ეხსნა იგი ავადმყოფობის კლანჭებიდან და, ჰოი, საკვირველებავ, იგი სრულიად გამოჯანმრთელდა.

რამაკრიშნას რომ ემშვიდობებოდა, ტოტაპურმა გულაჩუყებით უთხრა:

– დიდად მადლობელი ვარ შენი. ახლა კი მივხვდი, რომ სიცოცხლე ერთი მთლიანობაა და ის უნდა გიყვარდეს მის ყოველ გამოვლინებაში.

ცოდნის მძებნელი

ერთმა ცოდნის მძებნელმა ბრძენ განდეგილს სთხოვა, მისი მოძღვარი ყოფილიყო. განდეგილმა უარი უთხრა.

– კი მაგრამ, რატომ?

– მითხარი, ზღვაში შტორმი რომ ამოვარდეს და შენ გემბანზე იყო, რას იზამ, გემის კაპიტანს დაუწყებ ძებნას თუ ანძას ჩაეჭიდები?

– ტალღამ რომ არ წამიღოს, ანძას ჩავეჭიდები.

– კაპიტანს რატომ არ მოძებნი, მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, ამ დროს როგორ უნდა მოიქცე?

– შტორმისას კაპიტანი ვერ მიშველის.

– მაშინ, შენს ცხოვრებაში რატომ ეძებ „კაპიტანს“?

– თქვენც ხომ ეძებთ და ძიების თქვენეული გამოცდილება ჩემსაზე გაცილებით მეტია...

– მე? მე ტალღამ უკვე წამიღო!


скачать dle 11.3