კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა ვნებებთან ბრძოლის იმუნიტეტი და როგორი ადამიანის სულში ჩნდება მანკიერი თვისებები

ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კითხვა აუცილებელია თუ არა ეკლესიაში სიარული, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი. ზოგი ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო. ვინც არ დადის ეკლესიაში, არ იცავს უფლის მიერ დადგენილ მცნებებს, იმასაც ვერ აცნობიერებს, თუ რამდენ ცოდვას სჩადის ნებსით თუ უნებლიეთ. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვნება – ნაყროვანება, რომელიც მონობაა გემოსი და მონობაა მუცლის. ამ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გვესაუბრება წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი):

– აი, რას ქადაგებს იოანე ოქროპირი ეკლესიაში სიარულის შესახებ: „როდესაც თქვენს მცირერიცხოვნებას შევყურებ და ვხედავ, რომ ჩვენი სამწყსო ყოველი შეკრების შემდეგ სულ უფრო მცირდება, ერთდროულად ვწუხვარ და მიხარია. მიხარია თქვენ გამო, ვინც ახლა აქ ხართ, ვწუხვარ მათზე, ვინც თქვენთან არ არის. ქების ღირსნი ხართ, რადგან მიუხედავად სიმცირისა, არ გახდით გულგრილნი, ისინი კი განკითხვას იმსახურებენ იმის გამო, რომ თქვენებრ მოშურნენი არ არიან. ამიტომაც, გიწოდებთ ბედნიერებსა და ნეტარებს, რადგან მათმა უზრუნველობამ გავლენა არ მოახდინა თქვენზე, ხოლო მათ, რადგან თქვენი მოშურნეობით ვერ ისარგებლეს, შევრაცხავ, ვითარცა საბრალოთ და ვსტირი“.

– ადამიანს ეკლესიაში შესვლისთანავე საოცარი სიმშვიდე ეუფლება.

– ეკლესიას ყოველთვის ამოჰყავს ამქვეყნიურ საქმეთა მორევიდან მასში შემსვლელები, სიმშვიდითა და ღვთის სიტყვით დააპურებს მათ და იცავს ყოველი განსაცდელისგან. ამ ადგილს სათნოებათა სკოლა და სიბრძნის მოყვარეობის სასწავლებელი ჰქვია. ნებისმიერ დროს, როდესაც ადამიანი შედის ეკლესიაში, ის იმ წუთში გადადებს ნებისმიერ საზრუნავს და სიჩუმე, რომელიც ეკლესიაში სუფევს, ადამიანს ღვთის შიშს შთააგონებს, გონებას გაუნათებს, დღევანდელობას დაავიწყებს და მიწიდან ზეცაში აიყვანს. თუ ეკლესიაში მხოლოდ შესვლაც კი ასეთი სასარგებლოა, მაშინ უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ღვთისმსახურებაზე დასწრებას, როდესაც წინასწარმეტყველნი ღაღადებენ, მოციქულები გვახარებენ, როდესაც ქრისტე ჩვენ შორის დგას და მამისგან ყოველივე კურთხეულია, როდესაც სულიწმიდა გვაუწყებს თავის სიხარულს. რამდენს კარგავენ ისინი, ყოველივე ამას რომ არ ესწრებიან. ხშირად ადამიანები ძირითადად სასაცილო თემებზე საუბრობენ, უქმად ატარებენ დღეებს, ამქვეყნიურ საზრუნავს მისცემიან, ერთიც და მეორეც მიუტევებელია და მკაცრ სასჯელს იმსახურებს. ამაოდ მოლაყბეებზეც საუბარი ზედმეტია, ასევე, იმათზეც, რომლებიც თავს საოჯახო საქმეების მოგვარებით იმართლებენ და კვირაში ერთხელ ეკლესიაში წასასვლელად არ შეუძლიათ ამქვეყნიურ საზრუნავზე უარის თქმა. საქმე აუცილებელია, მაგრამ ამით ვერ გავმართლდებით, რადგან ისინი ამაოა უფლის წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ღმერთს უნდა მიაგოთ პატივი და მერე სხვა დანარჩენს. რომ შეგვეძლოს იმ ადამიანის სინდისში ჩახედვა, ვინც ეკლესიაში არ დადის, დავინახავთ, თუ რამდენი ჭრილობა და ეკალია მის სულში. როგორც დაუმუშავებელი მიწა უხეშდება და ბუჩქნარით იფარება, ასევე საღმრთო სწავლებას მოკლებულ სულშიც აღმოცენდება ეკლები და მანკიერი სურვილები. თუკი ჩვენ, ვინც ყოველდღიურად ვუსმენთ წინასწარმეტყველებს და მოციქულებს, ძლივს ვახერხებთ შურის, გესლის გულიდან ამოგდებას და საღვთო წერილებიდან განუწყვეტლივ ვუგალობთ ჩვენს ვნებებს – მძვინვარე მხეცებს, რათა როგორმე დავაცხროთ ისინი, მაშინ, განა შესაძლებელია, ხსნის რამე იმედი ჰქონდეთ მათ, ვინც არასდროს უსმენს ღვთაებრივ სიბრძნეს და ამგვარი მკურნალობით არ სარგებლობს. როგორც ჭუჭყით იფარება კაცის სხეული, თუ ის აბანოთი არ სარგებლობს, ასევე საშინელ ცოდვის სიბინძურეში ეხვევა სულიც, თუკი ის უგულებელყოფს სულიერ სწავლებას. სულიერი განბანა კი ხდება ეკლესიაში, სადაც სულიწმიდის სითბოთი არა მარტო განიწმიდება, არამედ ფერსაც კი იცვლის.

– მამაო, ადამიანს ბოროტი ძალა ძალიან ბევრი ხერხით ებრძვის, თუნდაც იმით, რომ რაღაც საქმეს გამოუჩენს სწორედ ეკლესიაში წასვლის წინ. გარდა ამისა, დღეს ერთ-ერთი გავრცელებული ვნებაა – ნაყროვანება, რომელიც განსაკუთრებულად მარხვის დროს იჩენს თავს.

– მართალია, დღეს ბოროტი ძალა ადამიანს ძალიან ბევრი იარაღით ებრძვის და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ნაყროვანებაა. სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანი, ეკლესიის მრევლი, არა მხოლოდ ხსნილში, მარხვაშიც ვარდება ნაყროვანების ცოდვაში. ისინი ზომაზე მეტს იღებენ სამარხვო, სახსნილო საკვებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ადამიანი ღმერთმა შექმნა და მას შთაბერა უკვდავი სული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ შევდგებით ხორცისგან და სულისგან, როგორც ხორცს სჭირდება მიწიერი ჭუჭყისგან გაწმენდა, ასევე სჭირდება სულს გაწმენდა და გასუფთავება. ხორცის გაწმენდა ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაცვით არის შესაძლებელი, მაგრამ, როდესაც ადამიანის სული ბინძურდება სხვადასხვა ფიქრებით, ვნებებით, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩადენილი ცოდვებით, მას სჭირდება სულიერი გაწმენდა, ფერისცვალება. ამისთვის კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მარხვის შენახვა, ნაყროვანებასა და გემოთმოყვარეობაზე უარის თქმა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიზრდება ადამიანი სულიერად და გაძლიერდება. მარხვის არსი და დანიშნულება არ არის მხოლოდ ის, რომ ადამიანმა სხვადასხვა საკვებზე თქვას უარი. მარხვის არსი და დანიშნულებაა, ადამიანმა მისი დაცვით, ზოგიერთ კერძებზე უარის თქმით, გამოიმუშაოს ვნებებთან ბრძოლის სულიერი იმუნიტეტი, ნიჭი და უნარი.

– დღეს ძალიან ბევრი სამარხვო კერძი შემოვიდა, შეიძლება თუ არა, მათი მირთმევა?

– დღეს თითქმის ყველაფერი გახდა სამარხვო – მაიონეზი, კატლეტი, ტორტი, ნაყინი. მარხვა იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარ თავს გარკვეული აკრძალვები დაუწესოს, რათა მას სხვადასხვა ვნებებთან ბრძოლის, წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჰქონდეს. ჯობია, ადამიანებმა იმაზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ იკრძალება, სამუდამოდ თქვან უარი. როდესაც მივირთმევთ ისეთ კერძებს, რომლებიც მარხვაში აკრძალულია, სწორედ ამიტომ ვვარდებით ნაყროვანების ცოდვაში. თუ ადამიანი ყველანაირ კერძს მიირთმევს, ის შეიძლება სამარხვოც იყოს, მაგრამ ვეღარ აცნობიერებს, მარხვაზეა თუ არა. აკრძალვის ფორმები ძალიან შესუსტდა და ადამიანები ძალიან ბევრ არასამარხვო კერძს მიირთმევენ. ჯობია, მარხვა იყოს ღირსეული, სრულყოფილი, რამეთუ ვერც უფალს მოვატყუებთ და ვერც საკუთარ თავს. რაც მთავარია, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს მარხვაში და ხსნილშიც, გვმართებს საკვების ზომიერად მიღება. ამაში იგულისხმება სასმლის დალევა, ძილი, მოსვენება. უნდა დავიცვათ ზომიერება და არ უნდა ჩავვარდეთ ნაყროვანების ცოდვაში. ბევრ ადამიანს უთქვამს, ძილის წინ ბევრი მივირთვი და ვეღარ ვილოცეო. ამ დროს ადამიანი აღარ ფიქრობს სულიერ მხარეზე, მას ლოცვის განწყობა ეკარგება, ვერ ლოცულობს. მაგრამ, თუ ახერხებს ლოცვას, მისი ლოცვა ამ დროს მექანიკურია. როდესაც ადამიანი ბევრს ჭამს, ის ადამიანურ სახესაც კარგავს. არ უნდა დაგვავიწყდეს ბევრი და განურჩეველი საკვები ადამიანის ორგანიზმს ძალიან ვნებს. მარხვის დანიშნულება არ არის მხოლოდ სულიერი გაწმენდა, მისი სწორად შენახვა ადამიანის ორგანიზმს წმენდს და მის სულიერ განწყობასაც ამაღლებს. როდესაც ადამიანი ვარდება ნაყროვანების ცოდვაში, ის შემდეგ ვარდება განცხრომაში, მრუშული ფიქრები მოსდის, ცუდი, გარყვნილი აზრები აწუხებს. ასე რომ, ნაყროვანება მართლაც საწყისია გარყვნილების, ცუდი ფიქრებისა და შეიძლება, ცოდვებისაც კი. მარხვის გამოხატულება ის არის, რომ უნდა ვიმარხულოთ, ვიაროთ ეკლესიაში, უნდა ვიზრუნოთ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე, განწმენდაზე. დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე სიარული განცხრომის ერთგვარი ფორმაა. ამიტომ, ჯობია, ასეთ ადგილებში სიარულისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ თუ მაინც წავალთ, იქაც გვიწევს თავის შეკავება. თუ გვინდა, რომ მივუახლოვდეთ უფალს, ყველაფერში თავშეკავება და ბევრ რამეზე უარის თქმა გვჭირდება.


скачать dle 11.3