კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ჩააცვა ლალი მოროშკინამ ქურქები და რისი ბეწვია წელს მოდაში

ქართულ მოდის ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ბრენდი გამოჩნდა, რომელსაც სათავეში ცნობილი ქალბატონი, ლალი მოროშკინა უდგას. მან ძალიან ბევრ სფეროში მოსინჯა ძალები და ყველგან წარმატებას მიაღწია, ახლა კი შექმნა ქართული წარმოება, რომელსაც გარკვევით აწერია: „დამზადებულია საქართველოში“. იმედია, ახალი ბრენდი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თავად მისი მწარმოებელი. 10 დეკემბერს, სავაჭრო სახლ „ქარვასლაში“ ლალიმ თავისი მეგობრები, გულშემატკივრები და პრესის წარმომადგენლები შეკრიბა, რომელთა შორის პროექტ „კოდის“ მონაწილეებიც იყვნენ. მამაკაცები მაყურებელებში ირეოდნენ, ქალბატონები კი სახელდახელოდ შექმნილ პოდიუმზე ავიდნენ და, ლალის ბრენდის ბეწვეულში გამოწყობილები, საოცრად ქალურად გამოიყურებოდნენ, მით უმეტეს იმასთან შედარებით, რასაც ყოველდღე „რუსთავი 2“-ის ეთერში პროექტ „კოდში“ ვუყურებთ ლენუკას, ნუკისა და თაკოს. პოდიუმზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცნობილი ქალბატონები: მაია ასათიანი, მაია ბარათაშვილი, ლიზა ვადაჭკორია და სხვები. ლალის უახლოეს მეგობარს, მარინა სალუქვაძეს კი საღამო ამავე ბრენდის ბეწვით გაფორმებულ ტყავის მოსასხამში გამოწყობილს მიჰყავდა.

რაც შეეხება თავად სამოსს, ლალიმ წარმოადგინა როგორც კლასიკური, ძალიან ქალური, გლამურული და დახვეწილი სხვადასხვა ბეწვის ქურქები, ისე შედარებით ახალგაზრდული ხაზი, სადაც, ქურთუკები, მოსაცმელები თუ ჟილეტები ისე იყო ბეწვით გაფორმებული, რომ კომფორტულად, მოსახერხებლად და, ამავე დროს, საკმაოდ ქალურად და მიმზიდველად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ანსამბლი, რომელიც პოდიუმზე ლენუკა ყიფშიძემ აჩვენა – მილიტარისტული, ოდნავ სპორტული სტილის მქონე ჟილეტი და ქუდი უჩვეულო და ლამაზი იყო. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ბრენდს ბეწვის ქუდების და, ეგრეთ წოდებული „უშანკების“ დიდი რაოდენობა ჰქონდა წარმოდგენილი. ეს აქსესუარი ლალის ძალიან უყვარს და თავადაც ხშირად ატარებს. არ ვიცი, დეკემბრის ასეთ ამინდებში დაგვჭირდება თუ არა ქურქები და „უშანკები“, მაგრამ, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ციკლონი უკვე კარს მოგვადგა.

საოცრად მომხიბვლელად გამოიყურებოდა ლიზა ვადაჭკორია: შავ კაბას საოცრად უხდებოდა წითელი ტყავის ქამარი, ხელთათმანები და წავის ქურქი. განსაკუთრებით საინტერესო იყო საქორწილო კაბა, რომელიც ნუკი კოშკელიშვილს ამშვენებდა. მხრებზე მოგდებული ბეწვი მას ისე ათბობდა, რომ ტელეწამყვანი ქორწილს აუცილებლად ზამთარში გადაიხდის, რა თქმა უნდა, როცა გათხოვებას გადაწყვეტს.

ჩვენების შემდეგ მონაწილეებმა და სტუმრებმა „ავთარ ფართიზე“, სტრიპტიზ-კლუბში გადაინაცვლეს, სადაც ქურქების ნაცვლად ახლა მაისურებით მოგვევლინენ. დიდი მხიარულებისა და სიგიჟის შემდეგ სტუმრები გვიან ღამით დაიშალნენ.


скачать dle 11.3