კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქართულ პოლიტიკაში ვირტუალური ლიდერი და რატომ გადარჩნენ ქართველი პოლიტიკოსები ტრავმატოლოგიურში მოხვედრას

ძველი წლის მიწურულს ქართული პოლიტიკური სპექტრი იდილიურ დუმილშია, თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე გადაადგილებას სახელისუფლებო გუნდში და სულ ახლახან ჩატარებულ სახალხო კრებას, შემოდგომა-ზამთრის სეზონი წინა წლებთან შედარებით, ძალიან მდუმარე იყო. რა იქნება სეზონის მეორე ნაწილში, ამის პროგნოზირება რთულია, მათთვისაც კი, ვისაც პოლიტიკური პროგნოზების გამოცდილება აქვს. როგორც ირინა სარიშვილი ამბობს, ამ შემოდგომაზე წიწილები მიხეილ სააკაშვილმა დაითვალა, თუმცა წიწილების რაოდენობა უფრო და უფრო იკლებს.

ირინა სარიშვილი: ის პერეტრუბაციები, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა როგორც სახელისუფლო გუნდში, ასევე ოპოზიციაში, საერთო სურათს არაფრით ცვლის. წლის ბოლოს რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და ეს ცვლილებაც გააკეთა. როგორც ჩანს, ამ ცვლილებებით ერთობიან, ბეზრდებათ ერთი და იგივე ადგილზე ყოფნა და ბზრიალებენ, ოღონდ ბზრიალებენ ერთი და იგივე ღერძის გარშემო – ვანო იყო, არის და მარად იქნება. ჩვენ კი ვხალისობდით ადრე მასზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს თავზე გვიხალისია და ის აღმოჩნდა, ყველაზე ჭკვიანი. მართლაც დიდი შესაძლებლობები ჰქონია. ამ ადამიანმა შეძლო ჩამოეყალიბებინა ძალა და ეს ყველაფერი ისე აეყვანა ხელში, რომ ის გახდა ხელისუფლების საყრდენი. პოლიციის დღეს მან ჩაიბარა აღლუმი და პრეზიდენტი გვერდით ედგა, როგორც სტუმარი. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე, უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა გიგა ბოკერია, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი ხელუხლებელი კადრების კონცენტრაციას ახდენს. ამ ხელისუფლებაში არავინ არაფერს არ წყვეტს თანამდებობიდან გამომდინარე. გიგა ბოკერია რიგითი დეპუტატი იყო, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს წყვეტდა ქართულ პოლიტიკაში, გამონაკლისი ვანო მერაბიშვილია, რომელმაც პოზიციები შინაგან საქმეთა მინისტრობით გაიმაგრა. მაგრამ, გიგა ბოკერიას აქვს სხვა რესურსიც, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ვერ აამუშავებდა. გიგა ბოკერიას გადაყვანა უშიშროების საბჭოში არც გაზრდის და არც შეამცირებს მის ფუნქციებს და გავლენას. ის, რომ ეკა ტყეშელაშვილი გახდა არაფრის მინისტრი, ბევრს არაფერს ნიშნავს. მას, უბრალოდ, ასვენებენ, ეს როგორც ჩანს, დაიმსახურა. რეინტეგრაციის სამინისტროს ამ ქვეყანაში არანაირი საქმე არ აქვს, ის, ვინც არაფრის მინისტრი იყო, ამერიკაში გაუშვეს. ამ ფორმით მოხდა ინტელექტის ექსპორტი, მაშველი ძალით დავეხმარეთ ამერიკას.

არც ოპოზიციაში მიმდინარე პერეტრუბაციებია არაფრის მომასწავებელი. როგორც ჩანს, ორივე მხარე კარგად ერთობა. თუმცა, ოპოზიციაში ბევრად უფრო დრამატულადაა საქმე, ვიდრე – ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში არიან სკამებზე, რომლებსაც პერიოდულად უცვლიან ერთმანეთს, ოპოზიციაში რას ცვლიან, კაცმა არ იცის. ხან ერთად არიან, ხან – არა. სულ მიჩნდება სურვილი, თითოეულ მათგანს ცალკ-ცალკე, წინ დავუდო მიშა სააკაშვილის ფოტო წარწერით „პრეზიდენტი“ და ყველას შევახსენო, რომ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მიშაა და არ მოსულა იმის დრო, ოპოზიციონერებმა ჯერ კიდევ მიუღებელი ხელისუფლება გაინაწილონ.

– ეს შემოდგომა, წინა შემოდგომებისგან განსხვავებით ძალიან მდუმარე იყო.

– ბოლო შემოდგომებზე წიწილებს მიშა სააკაშვილი ითვლის, მაგრამ ამ წიწილების რაოდენობა ყოველ წელს ცოტავდება. მომავალ შემოდგომამდე თუ მივედით ამ მდგომარეობით, წიწილაც აღარ ეყოლება დასათვლელი (იცინის). რაც შეეხება შემოდგომის დუმილს, ჩემთვის ესენი სულ სდუმან. იყო პატარ-პატარა ძველებური, ხმის დაგდებები, მაგრამ რა? 25 ოქტომბერს მე თავადაც მივედი სახალხო კრების შეკრებაზე, იმდენმა ჩემმა ახლობელმა მითხრა: აი, ნახავ, დღეს რა მოხდებაო, რომ მეც ავდექი და წავედი. ბოლოს მაინც „კრება დარჩა მხიარული“ გამოვიდა. საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებებიც მოვისმინე, გუბაზმა თქვა: ვინც ტელევიზორებთან ზიხართ, იმათ თავზე გიშვრებიანო. რატომ არ ესმით, რომ ადამიანებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი გააკეთებს ამას თუ ბურჯანაძე? გამუდმებით იმის ლაპარაკი, რომ მიშა წავა, რას გვაძლევს? ოდესღაც რომ მიშა წავა, ეს ყველამ ვიცით. ბოლოს და ბოლოს ბუნება ჩაერევა. ის, რაც დღეს ხდება, არის დროის მოგება. ხელისუფლება უკვე არის ხელისუფლებაში. ოპოზიცია გადაიქცა თანამდებობად, ისინი ისე ებღაუჭებიან ამ სტატუსს, როგორც ხელისუფლება სკამებს. მათ იციან, რომ ადრე თუ გვიან, ამ ხელისუფლების ჩანაცვლების დრო მოვა და ადგილს იკავებენ რიგში, თან ამ რიგში მოწინავე ადგილებისთვის იბრძვიან.

ისინი კიდევ ერთ რიგში დგანან – კი ამბობდნენ: ვურტყათ და არ დავანებოთ თავი ვანო მერაბიშვილსო, მაგრამ ახლა კი დგანან მის რიგში. ვაი, იმ ოპოზიციონერის დღეს, ვისაც ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილს დაუკავშირდება და მისი მეშვეობით თავის მიზანს მიაღწევს. ეს არის რიგი უსაფრთხოებისთვის, ტელეკავშირებისა და კიდევ ბევრი სხვა მიზნით. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ვამბობთ ვანოს, ვგულისხმობთ მიშას, ვამბობთ მიშას და ვგულისხმობთ ვანოს.

– ახალი პოლიტიკური გაერთიანება დაემატა ოპოზიციურ სპექტრს.

– ქართული პარტია თუ ახალია, არ ვიცი. საოცარი „სასტავი“ შეიკრიბა ამ გუნდში. ორი ადამიანი – სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე არიან დიდ გაუგებრობებში. თუმცა, გაჩეჩილაძისთვის, რომელიც სულ სადღაც არის, ამას გაუგებრობაც აღარ ჰქვია. ლევან გაჩეჩილაძემ ერთი რამ თქვა გულწრფელად: ყველგან ვიქნები, სადაც – მიშა წადის იტყვიანო და ასრულებს ამ ნათქვამს. მგონი, აღარ დარჩა ადგილი, სადაც ის არ ყოფილა. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს, როგორ შეიძლება პოზიტიურზე საუბარი იქ, სადაც ეროსი იქნება. არა მარტო იმიტომ, რომ ის ვარდების რევოლუციის თანაშემოქმედია. ის არის უარყოფითი პერსონაჟი ყველა თვალსაზრისით. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის არის ვირტუალური ლიდერი, რომელიც ინტერნეტით ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას. მისი სტატუსი ჩემთვის სრულიად გამაოგნებელია. პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი ცოლთან და ორ შვილთან ერთად საკმაოდ დიდი ხანია, ცხოვრობს მსოფლიოს უძვირეს ქალაქში. ასეთ პოლიტპატიმრობაზე არავინ იტყოდა უარს. ჩვენც გაგვდევნონ, ბატონო, პარიზში, არც ჩვენ ვიტყვით უარს (იცინის). ეჭვი არ მეპარება, რომ არსებობს გარკვეული კავშირი სააკაშვილსა და ოქრუაშვილს შორის, ისევე როგორც არსებობს ასეთი კავშირები ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად, მიშას ესაუბრებიან თუ იმ ძალის ინსტრუქციებს იღებენ, ვინც მიშას უკან დგას. ფაქტია, რომ ორივე მხარე ერთმანეთს რეკლამას უკეთებს. მიშას მხარე მათ აფიქსირებს, როგორც ოპოზიციურ ძალას. თავისთავად, ამ ოპოზიციას მიშასგან ეკუთვნის დიდი ოქროს მედალი იმისთვის, რომ მათი სისუსტის ფონზე მიშა სააკაშვილის ხელისუფლება მყარდება. არსებობს თუ არა სხვა ძალის შეჭრის საშუალება, ეს თეორიის დონეზეა. პარტიის არსებობას სჭირდება ფინანსები, ერთი ობიექტური ტელევიზიაც კი, რომლის მსგავსი საქართველოში არ არსებობს, იგივე შემიძლია, ვთქვა ჩვენს საყვარელ „კავკასიასა“ და „მაესტროზე“. უკვე ყველასთვის ყველაფერი გასაგებია.

ძალიან საინტერესოდ გაქრა არენიდან ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ყველას ცხვირ-პირის დამტვრევით ემუქრებოდა. მას თუ დავუჯერებდით, დღეს ყველა ტრავმატოლოგიურში უნდა ყოფილიყო. აშკარად შეიმჩნევა, რომ ნოღაიდელი უდროოდ წავიდა ჩვენგან. თუმცა, მე არ ვიცი, ამისი მიზეზი. აღარ ჩანს კობა დავითაშვილიც, რომელიც საკრებულოშია. ხალხმა დახია პარლამენტის წევრის მანდატები და მერე საკრებულოსთვის დახოცეს ერთმანეთი. კარგია, ხმას რომ აღარ იღებენ, მგონი, მეექვსე გრძნობა გაუჩნდათ, მოსირცხვილოობის მსგავსი (იცინის).

ოპოზიციაში დღეს ბევრი ოდიოზური ფიგურაა, ასეთები მრავლად არიან ხელისუფლებაშიც. თუმცა, იქ მიშა სააკაშვილს კონკურენციას ვერავინ უწევს.

მე ვფიქრობ, ყველა ელოდება თებერვალს, ალბათ. იქნება ზარი საიდანღაც, რამე უნდა შეიცვალოს თუ არა. მე არ გამოვრიცხავ, რომ მიშა სააკაშვილი თვითონ იყოს დაინტერესებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით. ყველას გვახსოვს, როგორ დაამარცხა სამი წლის წინ მიშა სააკაშვილმა ოპოზიცია. მერე გარინდებულ მდგომარეობაში ამყოფა ყველა და გამარჯვებულმა დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. ამდენმა სულელმა ერთად მოინდომა პრეზიდენტობა. არ ვიცი, რისი იმედით, დადიოდნენ უკვე როგორც პრეზიდენტები, მათი ცოლები კი პირველი ლედების ფუნქციებს ითავსებდნენ. მე თავიდანვე ვაცხადებდი, რატომ გადავწყვიტე კენჭისყრა. სააკაშვილისთვის სულერთია კონსტიტუცია როგორი მოდელით იქნება. სულ არ შეუცვლია რუსეთს კონსტიტუცია, ისე გახდა პუტინი პრემიერ-მინისტრი. მნიშვნელოვანია რა ძალა გაიმარჯვებს პარლამენტში, რადგან იმ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრის ბედი.


скачать dle 11.3