ახალი გალერეა სალონური საღამოებისთვის
აღმაშენებლის ¹62-64-ში ახალი გალერეა-სახლი გაიხსნა, სადაც საოცრად შინაურული ატმოსფერო, მყუდრო გარემო და სასიამოვნო სიტუაციაა: ბუხარი, როიალი, ულამაზესი ინტერიერი შემოქმედებით განწყობაზე აყენებს მნახველს და, სხვადასხვა ღონისძიებაზე მისულს, ნანახის აღქმას კიდევ უფრო უმძაფრებს. გალერეა სალონი Arteast Gallery უმასპინძლებს გამოფენებს, სალონურ საღამოებს, არტ-შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს. 16 დეკემბერს გალერეა ხელოვნებათმცოდნე ნანა ზაალიშვილის კოლექციის გამოფენით გაიხსნა. ქალბატონ ნანას ულამაზესი ფერწერული ტილოების კოლექცია აქვს. თავისი განძი მან პირველად მარინა ხორავას „თეთრ გალერეაში“ აჩვენა საზოგადოებას და მას შემდეგ ევროპის უამრავი ქალაქი შემოიარა. ამჯერად მან ახალი ნამუშევრები უჩვენა თბილისში, აღმაშენებელზე შეკრებილ ფერწერის მოყვარულებს, რომელთა შორისაცაა ზურაბ ნიჟარაძის, თაზო ხუციშვილის, შალვა მატუაშვილისა და სხვათა ტილოები. გალერეა ძალიან ბევრ საინტერესო საღამოს გვპირდება.