კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზურაბ ლეჟავას მოთხრობა – ევროპის საუკეთესო მოთხრობების კრებულში

გასულ კვირას ქართული მედია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეიკრიბა ახალი წიგნის პრეზენტაციაზე, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. წიგნი საზოგადოებას თავად მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ წარუდგინა. ეს არის კრებული – „2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობები“, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ეს წიგნი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში შევიდა ქართველი ავტორის, წლევანდელი „გალას“ მფლობელის, ზურაბ ლეჟავას მოთხრობა – „მაცივარი სექსისა წილ“. როგორც ჩანს, თანამედროვე ქართული მწერლობა ნელ-ნელა გამოდის ლოკალური სივრციდან და კოსმოპოლიტური ხდება. როგორც თავად ბატონმა ზურაბმა თქვა, ეს არის წიგნი, რომელიც ერთნაირად საინტერესოდ წასაკითხია ნებისმიერი ეროვნების მკითხველისთვის, რადგან ის არა კონკრეტულად ქართველზე, არამედ, ზოგადად ადამიანზეა. აღსანიშნავია, რომ კრებული შედგენილია ნობელის პრემიის აკადემიის წევრის ალექსანდრ ჰამონის მიერ. მსგავსი შერჩევა თავად ავტორისთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ამერიკულ გამომცემლობა Dalkey Archive Press-თან თანამშრომლობას აგრძელებს. 2011-2012 წლებში იგეგმება ახალი პროექტის – „თანამედროვე ქართული მოთხრობის ანთოლოგიის“ განხორციელება. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.


скачать dle 11.3