კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიდევ ერთი პრემიერა გორის განახლებულ თეატრში

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში 24 დეკემბერს ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. ეს არის ალექსანდრე ოსტროვსკის პიესა „შემოსავლიანი ადგილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომლის სახელწოდებაცაა „ახლები“. ის კარგად ასახავს ცხოვრებისა და აზროვნების ძველებური წესიდან ახალ, პროგრესულ და ცივილურ ყაიდაზე გადასვლას. მთავარი გმირი ვერ ახერხებს პროგრესული და პატიოსანი იდეებით ცხოვრებას და მიდის დასკვნამდე, რომ საჭიროა ყველაფრის შეცვლა და იმ რწმენის დანერგვა, რომ პატიოსნად ცხოვრება შესაძლებელია. ამიტომ ის აწყობს რევოლუციას და წარსულს ბარდება ძველი, უსამართლო პერიოდი. პიესის აქტუალობა სწორედ ძველი და ახალი ცხოვრების წესებს შორის კონფლიქტში მდგომარეობს. სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს თეატრის ფიარ-სამსახურის უფროსი თაკო აბაშიძე თავად ასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ გორის თეატრი ამ ერთ თვეში უკვე მეორე პრემიერას უშვებს. პირველმა სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.


скачать dle 11.3