კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნამდვილი სასწაული

ეს არის მისტიკური რეალობა, რომელიც უკვე ათას ხუთასი წელია, გრძელდება. იტალიაში არის ერთი ქალაქი ბენგვენტო, რომლის პირველი ეპისკოპოსი იანუარიუსი წმიდანად შეირაცხა. საქმე ისაა, რომ ეპისკოპოსმა იანუარიუსმა უარი თქვა თავის რწმენაზე და ის 305 წელს რომაელმა იმპერატორმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა. იანუარიუსი ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლი არ მიეკარა. მერე გარეულ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად – მხეცებმა უკან დაიხიეს. მაშინ იმპერატორმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. იანუარიუსი მაშინ 30 წლის იყო. იანუარიუსის წმიდანობას აღიარებს კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები.

ისე მოხდა, რომ ერთმა ქალმა, რომელიც თავის მოკვეთას ესწრებოდა, წამებულის სისხლი პატარა ბოთლში მოაგროვა და შეინახა, როგორც რელიკვია. მრავალი წლის განმავლობაში, სისხლი საიდუმლოდ ინახებოდა სხვადასხვა ადამიანებთან. ბოლოს ნეაპოლის საკათედრო ტაძარში დაიდო ბინა და დღემდე იქაა.

ამ ყველაფერში სასწაული ის არის, რომ კონკრეტული მოვლენების წინ, წმიდანის სისხლი „ცოცხლდება“ და ახლდება. თხელდება, იკეთებს ბუშტებს და ქაფს. სასწაული პირველად 1389 წლის 17 აგვისტოს დაფიქსირდა. ანალიზმა აჩვენა, რომ სისხლი არ შეიცავს არანაირ უცხო ელემენტს და ის ზუსტად ისეთივე შემადგენლობისაა, როგორიც ცოცხალი ადამიანის, მიუხედავად მისი ასაკისა (1700 წელი). ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ განსაკუთრებულ პირობებშიც კი სისხლის შენახვა მხოლოდ 42 დღეა შესაძლებელი. მერე ის ფუჭდება. რაც შეეხება წმიდა იანუარიუსის სისხლს, ჩვეულებრივ დღეებში ის სქელი და მუქი ჟანგისფერია. მერე უცებ თხელდება და ხასხასა წითელი ხდება. ეს ეწინააღმდეგება ფიზიკისა და ფიზიოლოგიურ კანონებს.

სისხლის „გაცოცხლება“ წამიერად ხდება და და შესაძლოა, პროცესმა რამდენიმე საათს გასტანოს. უკვე ცნობილია სასწაულის მოხდენის დრო. ეს წელიწადში სამჯერ მეორდება: 19 სექტემბერს, როცა იანუარიუსი აწამეს, 16 დეკემბერს – როცა ნეაპოლი სასწაულით გადაურჩა ვეზუვის ამოფრქვევას და მაისის პირველი კვირის წინა შაბათს – როცა იანუარიუსის სისხლი პოცუოლიდან პირველად გადააბრძანეს ნეაპოლში (მეხუთე საუკუნე).

სისხლი უამრავი მორწმუნის თუ ცნობისმოყვარის თვალწინ ცოცხლდება. პროცესზე არაფერი მოქმედებს. არც ამინდი, არც ჰაერის ტემპერატურა. არც სხვა რაიმე ფიზიკური პარამეტრი. ერთი კვირის განმავლობაში სისხლი წითელია და ახალი. მერე ისევ მუქდება და სქელდება.

მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სისხლი არ „გაცოცხლდა“. ამ ტრაგიკულ მოვლენას უბედურებები მოჰყვა – 1527 წელს იტალიაში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და 40 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1939 წელს – დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, 1944 წელს – ამოიფრქვა ვეზუვი და 1980 წელს – დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

ფენომენის იდენტურობა დასაბუთებულია და არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ წმიდანის სისხლი ქრისტიანობის უდიდესი სასწაულია. ისევე, როგორც მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა და ნაკურთხი წყლის უნიკალური თვისებები.


скачать dle 11.3