კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

27 მილიონი გირვანქა-სტერლინგი

ტონი ბლერის რჩევებში

ქუვეითის მთავრობა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის საკონსალტინგო კომპანიას 27 მილიონ გირვანქა-სტერლინგს სახელმწიფო მართვის საკითხებში გაწეული რჩევებისთვის გადაუხდის. ქუვეითი ბლერის პირველი კლიენტი სახელმწიფოა და კომპანია „ტონი ბლერ ასოსიეითს“ ამზადებს მოხსენებას „ქუვეითის პერსპექტივები – 2035“, სადაც ჩადებული იქნება ნავთობით მდიდარი ქვეყნის სახელმწიფო მართვისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამები. ბრიტანული გაზეთების ცნობით, კომპანიის საქმიანობიდან ტონი ბლერს უკვე მიღებული აქვს 20-40 მილიონი გირვანქა-სტერლინგი სუფთა მოგება და ვარაუდობენ, რომ ქუვეითელების მიერ გადახდილი თანხა რამდენიმე ათეული მილიონით კიდევ გაიზრდება.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრს

ხელფასი შეუმცირეს

იყო პერიოდი, როდესაც ირლანდიის პრემიერ ბრაიან კოუენს ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდა ევროპის მასშტაბით პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს შორის. თუმცა, ფინანსურმა კრიზისმა ირლანდიაში შეცვალა რეალობა და ამჟამად კოუენი ხელფასის სახით წელიწადში 214 ათას ევროს მიიღებს, როცა მისი ხელფასი გასულ წელს 228 ათას ევროს შეადგენდა. პრემიერთან ერთად ირლანდიაში ყველა სახელმწიფო მოხელეს შეუმცირდა ხელფასი. ასევე საინტერესოა, რომ ირლანდიის მთავრობის მხარდაჭერის მიზნით, ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ, საკუთარი სურვილით, 100 ათასი ევროთი შეიმცირა ხელფასი.

გერმანელი ისლამისტები

ანგელა მერკელს საშინელ ტანჯვას უწინასწარმეტყველებენ

გერმანიაში მოქმედი რადიკალური-ისლამისტური კავშირის – „მოწვევა სამოთხეში“ წევრები ირწმუნებიან, რომ ანგელა მერკელს გარდაცვალების შემდეგ საშინელი ტანჯვა-წამება ემუქრება ჯოჯოხეთში. საქმე ისაა, რომ მერკელის ინიციატივით, გერმანელმა სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს კავშირის ოფისებში და წევრების საცხოვრებელ სახლებში. კავშირი ცნობილია რადიკალური გამოსვლებით გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ და უმეტეს შემთხვევაში, მათი ქმედებები ექსტრემისტულ ხასიათს ატარებს. გერმანიაში არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ხანში, კავშირის საქმიანობა შესაძლოა, კანონგარეშედ გამოცხადდეს.

ობამას ადმინისტრაციაში ბონ ჯოვი დასაქმდა

ცნობილი მუსიკოსი ჯონ ბონ ჯოვი ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან არსებული – ახალი საბჭოს წევრი გახდა. საბჭოს საქმიანობის სფეროა სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხი. ჯონ ბონ ჯოვი ცნობილია, რომ სიმპათიითაა განწყობილი დემოკრატიული პარტიისა და კერძოდ, ბარაკ ობამას პერსონის მიმართ. საინტერესოა, რომ ბონ ჯოვი არ არის შოუ-ბიზნესის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დასაქმებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მანამდე ობამას გუნდის წევრები გახდნენ მსახიობი სარა ჯესიკა-პარკერი, კომიკოსი კალ პენი, ვიოლონჩელისტი იო-იო მა.

დიკ ჩეინს 250 მილიონის სანაცვლოდ აპატიებენ

ნიგერიის მთავრობა, კომპენსაციის სანაცვლოდ, მზად არის ნავთობ კომპანია „ჰალიბარტონის“ წარმომადგენლებს გაურიგდეს ანტიკორუფციული გამოძიების შეჩერების თაობაზე. კომპენსაცია კი სოლიდურია, 250 მილიონი ამერიკული დოლარი. საინტერესოა, რომ კორუფციული საქმის მთავარ ეჭვმიტანილად, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და კომპანია „ჰალიბარტონის“ ექს-უფროსი რიჩარდ (დიკ) ჩეინი ითვლება. მას ბრალად ედება ნიგერიელი ჩინოვნიკების მოქრთამვა. გამოძიების მასალების თანახმად, 90-იან წლებში ჩეინი რეგულარულად ქრთამავდა ჩინოვნიკებს და საერთო ჯამში, ქრთამის სახით მას 170 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი.

„ვიკილიქსის“ შესასწავლად მედვედევმა ჯაშუშები დარაზმა

რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფარგლებში მოქმედ ჯაშუშებს „ვიკილიქსის“ საიტზე გამოქვეყნებული საიდუმლო მასალების გაცნობისა და ინფორმაციის გაჟონვის სავარაუდო წყაროების გამოაშკარავებისკენ მოუწოდა. თავის გამოსვლაში მედვედევმა კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდა ჯაშუშებს და განაცხადა, რომ იმედი აქვს, მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება. მედვედევმა კომენტარი გაუკეთა „ვიკილიქსში“ გამოქვეყნებულ ცნობას, რომ ამერიკის მთავრობა, მას და პრემიერ პუტინს ბეტმენისა და რობინის სახელით მოიხსენიებს, რის საპასუხოდაც მედვედევმა განაცხადა: მათ, რომ იცოდნენ თუ როგორი თიკუნებით მოვიხსენიებთ ჩვენ, ამერიკელ კოლეგებს, ისინიც საკმაოდ იხალისებდნენ.


скачать dle 11.3