კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ტოლერანტული“ წესრიგი

ანუ, არც სიზმარში!

მაშინ, როდესაც ჩვენი კანონმდებლები ქვეყნის ბიუჯეტზე მსჯელობდნენ, ზოგჯერ ცხარედაც კამათობდნენ (რასაც, ბუნებრივია, სულაც არ შეუშლია ხელი უმრავლესობისთვის, ბიუჯეტი ტკბილად დაემტკიცებინა), ჩვენი მთავრობა კი სათაფლიის მღვიმეში ჩასასხდომად ემზადებოდა, უკრაინელმა „რადელებმა“ ერთმანეთს თავზე სკამები დაალეწეს, ამასაც არ დასჯერდნენ და საქმეში ჯაჭვებიც გაურიეს. ყველაფერი კი ასე იწყებოდა: იულია ტიმოშენკოს ბლოკის დეპუტატებმა ძალით დაიკავეს უმაღლესი „რადის“ ტრიბუნა და ქ-ნი ტიმოშენკოს დევნის შეწყვეტა მოითხოვეს. მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ და იქვე ღამის გასათენებლადაც გაემზადნენ. საპასუხოდ, მმართველი „რეგიონების პარტიის“ აქტივისტებმა პრეზიდიუმის შენობა შტურმით აიღეს და იქიდან ოპოზიციონერი კოლეგები გაყარეს (რაც არ გაუჭირდათ, იმიტომ რომ რიცხოვნულ და ფიზიკურ უპირატესობას ფლობდნენ). ხოლო, რაკი პლაცდარმი მოიპოვეს, კიდეც გამაგრდნენ და თავად გადაწყვიტეს იქ ღამის გათენება. მართალია, „რეგიონების“ წევრები ირწმუნებიან, რომ ძალა არ უხმარიათ; მეტიც, ფრაქციის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ტოლერანტულად იქცეოდნენ, სატელევიზიო კადრები სრულიად საპირისპიროს მეტყველებს: ტიმოშენკოს თანაპარტიელებს შორის არიან სასტიკად ნაცემებიც და თავგატეხილებიც. შესაბამისად, საავადმყოფოში ოთხი დეპუტატი მოხვდა, ექიმებმა ისინი შენობიდან საკაცეებით გამოიყვანეს. ერთ-ერთი დაზარალებული დეპუტატი მომხდარს ასე აღწერს: „რეგიონელებმა“ კარი შემოლეწეს და ყველას ცემა დაგვიწყეს. ხელში ეჭირათ რკინის საგნები. ერთ-ერთ დეპუტატს ხელი მოსტეხეს, მეორეს – თავი გაუტეხეს, მესამე გააკავეს და უმოწყალოდ ურტყამდნენ“. შემდეგ, ჩვეულებისამებრ, მონასტერი აირია და ვინ ვის ურტყამდა, უკვე რთული გასარჩევი იყო. უკრაინელი ოპოზიციონერი კანონმდებლები ირწმუნებიან, რომ ამ შეტაკებამ უკრაინული პარლამენტარიზმი დაასამარა, თუმცა პრეზიდენტი იანუკოვიჩი სამწყსოს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ჩვენ არ ვიცით და, მას შემდეგ, რაც უკრაინამ პროამერიკულ ორიენტაციას უგანა, ძალიანაც ვერ ავღელდებით უკრაინაში პარლამენტარიზმის ყოფნა-დასამარებით, თუმცა, თუ ჩვენს უღრუბლო საკანონმდებლო ცხოვრებას გავიხსენებთ, იქნებ ესეცაა ქართული დემოკრატიის ხიბლი – ოპოზიცია (თანაც, როცა ისიც გასარკვევია, არის თუ არა ოპოზიცია დიდი ასოთი) ისეთ უმცირესობაშია, რომ სიზმარშიც არ გაუკრთება უმრავლესობასთან პაექრობის სურვილი.


скачать dle 11.3