კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთავრობა – მღვიმეში!

ანუ, სტალაგმიტებით სულ სხვაა

ის, რომ საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა ქუთაისში იგეგმებოდა, წინასწარვე გახლდათ ცნობილი, თუმცა, თუ ის მღვიმეში ჩატარდებოდა, მხოლოდ პოსტფაქტუმ შევიტყვეთ. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობას სად აღარ ჩაუტარებია: სახურავზე, ტბის პირას, გაცხოველებული მშენებლობის მოედანზე, ტრიალ მინდორზე, მზის გულსა თუ ასე შემდეგ. თუმცა, დამეთანხმებით, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სათაფლიის მღვიმეში ჩატარებული სხდომა იყო (რაც უნდა იყოს, სტალაგმიტებით მაინც სულ სხვაა). მიუხედავად ეგზოტიკური ადგილისა, სხდომამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. პრეზიდენტმა სატყეო დეპარტამენტში გახშირებულ კორუფციასა და დაჭერებზეც ისაუბრა, თუმცა, ჩემი მოგვარე მინისტრი მაინც გაამხნევა – გოგა ძალიან გვიყვარსო (ოღონდ, არ მგონია, სიყვარულმა გიშველოს, 300-კაციან სამსახურში 110 თანამშრომელს რომ დაგიჭერენ). ასეა თუ ისე, პირველმა პირმა პრემიერ-მინისტრს კორუფციადაბუდებული სამსახურის რეორგანიზაცია დაავალა (ერთადერთი ადგილი, სადაც წესრიგი ვერ დავამყარეთ, ტყეაო!). პირველ პირს არც მსოფლიოში ფასების ზრდა გამოჰპარვია. მეტიც, დაგვაიმედა, რომ, თუ ოქროს მთებს ვერ დაგიდგამთ (ანუ ვერც ახლა აგიშენებთ „ოქროს სარაიებს“, თუმცა ჩვენები უკვე მოვაწყვეთო!), ინფლაციურ დარტყმებს ჩვენი სარეზერვო ფონდებიდან შეგიმსუბუქებთო (აი, როგორ, ის კი აღარ დაუკონკრეტებია). რიჩარდ ჰოლბრუკიც გაიხსენა და კიდევ ერთხელ აგვიხსნა, რომ თბილისიდან გაპარვას კი არა, საქართველოს მთავრობა ქუთაისში შეპარვას აპირებს (მოგეხსენებათ, ქუთაისში საქართველოს მთავრობისთვის შენობა შენდება, რაც არაა გასაკვირი, პრინციპით, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო). პირველმა პირმა არც ის დაგვიმალა, რომ სათაფლიის მღვიმიდან მინისტრებთან ერთად პრომეთეს მღვიმეში გაისეირნებდა – იქ უფრო ფართო და გაშლილი ადგილიაო (რაც გვაფიქრებინებს, რომ მთავრობის მომავალი სხდომა სწორედ ყუმისთავის პრომეთესად წოდებულ მღვიმეში ჩატარდება).

რაც მთავარია, ისიც შევიტყვეთ, თუ რატომ შეირჩა სათაფლიის მღვიმე მთავრობის მორიგი თავშეყრის ადგილას: ბ-ნ სააკაშვილს, ქ-ნ ქობალიასა და ჩემს მოგვარე გარემოს დაცვის მინისტრს მექსიკაში ვიზიტისას სათაფლიის მღვიმეზე მცირე ზომის მღვიმე უნახავთ, რომელიც იმხელა მექსიკაში ერთადერთია, თუმცა მექსიკის ტურისტულ პოტენციალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს (ყოველ შემთხვევაში, ასე ბრძანა პრეზიდენტმა). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობა მიწის ქვეშ ტურისტთა მოსაზიდად ჩავიდა, თუმცა, ისიცაა, თუ შემდგომ სხდომას ლომის ხახაში ჩაატარებენ, ტურისტებს არა მხოლოდ მომხიბვლელი ინფრასტრუქტურით მოვიზიდავთ, შესაძლოა, ბიუჯეტი „უხორცოსავით უშიში“ მთავრობის ჩვენებითაც შევავსოთ (ოღონდ, მარტო იმ შემთხვევაში, თუ მღვიმეზე უფრო ექსრემალურ ადგილს შეარჩევენ).


скачать dle 11.3