თუ გამოიცნობთ
1. პირველად ის მეთექვსმეტე საუკუნის შუა ხანებში თურქეთში გაჩნდა. სტამბულის მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო: მის მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად, რომლებიც ამ სიახლეს დიდ ცოდვად მიიჩნევდნენ, რადგან მორწმუნეების თავშეყრის ადგილად მხოლოდ მეჩეთი მიიჩნეოდა. მოგვიანებით კი, მათ „ცოდნის სკოლები“ უწოდეს. ევროპაში ეს სიახლე მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოჩნდა, პირველად გერმანიაში. რა?
2. იყო დრო, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში კინოსეანსის ბილეთს ათასდოლარიანი დაზღვევაც ერთვოდა. რომელი ჟანრის ფილმის ჩვენების დროს ხდებოდა ასე?
3. ლონდონში დღესაც არსებობს ყველასთვის მისაწვდომი უფასო სანახაობა, რომელიც ყოველ კვირა დღეს 3 საათიდან იმართება. იქ შეიძლება, მოუსმინოთ სხვადასხვა უცნაურ ადამიანს, რელიგიურ ჰიმნებს, ზოგჯერ კი – ჭკვიანური აზრებიც გაიგოთ. რა ჰქვია ორატორების ამ კუთხეს?
4. საფრანგეთის ქალაქ ტულონის მცხოვრებნი ამისთვის გაწვრთნილ თოლიებს იყენებენ, ამერიკელები ამ დავალებას მერცხლებს აძლევენ, რუსები კი – შევარდნებს. თუმცა, ამ საქმეში კონკურსგარეშე აღმოჩნდა ფრინველი, რომელსაც მადლიერმა პარიზელებმა ძეგლი დაუდგეს. რომელ ფრინველს?
5. ერთ ნაპირზე „ქოხია“, მეორეზე – „გამოქვაბული“. ერთად კი, შესანიშნავი თანამედროვე ქალაქია. რომელი?
6. ინგლისში, როდესაც ადამიანი რამეს დააშავებს, არცთუ იშვიათად დღესაც ეუბნებიან: – კანაფისთვის ხარ მზადო. რას ნიშნავს ეს ძველი გამოთქმა?
7. „ქმრის არყოფნის დროს ცოლმა უნდა აკეთოს საოჯახო საქმეები, პატივი სცეს ღმერთს მარხვით, დღესასწაულები აღნიშნოს მხოლოდ უფროსების ნებართვით და ელოდოს ცნობებს ქმრისგან“. რომელი ცნობილი ძველი წიგნიდან არის მოყვანილი ეს ამონარიდი?
8. მეცხრამეტე საუკუნეში გამოცემულ წიგნში „იესოს ცხოვრება“, ავტორს – ჟოზედ რენარს ქრისტე გამოსახული ჰყავს, როგორც ადამიანი – სიახლის დამფუძნებელი, მასწავლებელი, დიდებული და ტრაგიკული. მაგრამ, არა როგორც ღვთის შვილი, რადგან მას ეს არ სჯეროდა. სწორედ ამიტომ უწოდა ოსკარ უაილდმა ამ წიგნს მახვილგონივრული სახელი. რა?
9. ერთ-ერთი ყველაზე რთული პოლიტბიუროს წევრების დაკრძალვის ცერემონიაში იყო ის, რომ საფლავი აუცილებლად 4 წუთსა და 20 წამში უნდა ამოვსებულიყო. რატომ დაუწესდა ასეთი მკაცრი ვადები მესაფლავეებს?
10. „ყველაფერი, რაც ბრწყინავს ოქრო არ არის“, ეს გამოთქმა ყველაზე მეტად ფრანგებს შეესაბამებათ, რადგან მათ ოქროს კი არა სულ სხვა რამეს დაარქვეს მბრწყინავი. რას?
პასუხები იხილეთ 87-ე გვერდზე