ბრძნული აზრები
ლეოპარდი: ადამიანები საქმით ძირს უთხრიან თავიანთ მსგავსთ, სიტყვით კი ცაში აჰყავთ ისინი.
ერაზმ როტერდამელი: მეგობრებმა წყენა უნდა გაინაწილონ.
პლინიუს უმცროსი: რაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი, მით უფრო სუსტია მისკენ სწრაფვა.
ჩესტერფილდი: მოთმინება აუცილებელია საქმიანი ადამიანისთვის, ბევრისთვის გულითადი საუბარი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კონტრაქტის დადება.
ტოლსტოი: ადამიანმა ისეთი რამ არ უნდა აკეთოს, რომელიც გათიშავს მას სხვებისგან. პირიქით, მან უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქმეს, რომელიც მას გააერთიანებს ადამიანებთან.
როლანი: შეჩერება შეიძლება მხოლოდ დასვენების, ძალების აღდგენის მიზნით. შეჩერებული ცხოვრება – სიკვდილია.
ზოლა: მრისხანებაში მყვირალი სასაცილოა, მრისხანებაში მდუმარე კი – საშიში.
კარნეგი: განა ღირს, რომ ჩვენს მტრებზე შური ვიძიოთ? ისინი სიხარულისგან ცეკვას დაიწყებდნენ, რომ გაეგოთ, რამდენ მოუსვენრობას, უსიამოვნებასა და სინდისის ქენჯნას გვაყენებენ. ჩვენი სიძულვილით მათ მაინც ვერაფერს ვავნებთ, ჩვენს დღეებსა და ღამეებს კი, ის კოშმარად გვიქცევს, გვირყევს ჯანმრთელობას, გვიმოკლებს სიცოცხლეს. შურისძიების მსურველნი ისევ საკუთარ თავს აყენებენ ზიანს და არა მტრებს.
ავრელიუსი: ბიწი საერთოდ ვერ ვნებს სამყაროს, ერთი ნაწილის ბიწიერება კი – მეორე ნაწილს. თუ ვნებს, მხოლოდ მას, ვისაც ძალუძს თავი დაიხსნას ბიწისგან, თუკი ისურვებს.
დრაიზერი: მანკიერების მონაა უკვე ის, ვინც მასთან მოლაპარაკებებს მართავს.
ლაროშფუკო: მოჩვენებითი სისადავე სხვა არა არის რა, თუ არა დახვეწილი პირმოთნეობა.
ჩესტერფილდი: მცირე რაოდენობით მანკიერებანი ადამიანის სუსტი და არასრულყოფილი ბუნების საერთო ხვედრია.
ბალზაკი: სადაც პატივმოყვარეობა იწყება, გულწრფელობას იქ ეღება ბოლო.
მირზა შაფი: სალოცავს იცავს მორწმუნე მკაცრი, ტაძარს მკრეხელი უნდა ერიდოს, მაგრამ რწმენისთვის ვინც მოკლა კაცი, ის თავის ღმერთსაც აღარ დაინდობს.
პავლოვი: ყველაზე მთავარია, თითოეულ საქმეში გადაწონო ის მომენტი, როცა მუშაობა არ გსურს.
თეოფრასტი: სიამაყე თანაბრად ნიშნეულია ყველა ადამიანისთვის; განსხვავება მხოლოდ ისაა, თუ როგორ და როდის ავლენენ მას.
ბუასტი: ვისაც იმის ძალა შესწევს, რომ თავისი შეცდომები აღიაროს, მას აღარ უნდა ეშინოდეს სინდისის ქენჯნის.
ნაპოლეონ ბონაპარტე: ჩვეულება ბევრი სისულელისთვის გვსჯის. ყველაზე დიდი კი მათ შორის, მისი მონად გახდომაა.
ბელინსკი: საკუთარი ცოდვილიანობის შეგრძნება პირველი ნაბიჯია ხსნისკენ.
ადისონი: ცოდნა არის ის, რაც მეტ-ნაკლებად აამაღლებს ერთ ადამიანს მეორეზე.
არისტოტელე: შემეცნება გაკვირვებისგან იწყება.
შოპენჰაუერი: ახალგაზრდების აზრით, ცხოვრება ხანგრძლივი მომავალია, მოხუცების თვალსაზრისით – ძალიან მოკლე წარსულია.
მოემი: დამოუკიდებელია ქალი, რომელმაც ვერ იპოვა მამაკაცი, ვისზეც იქნებოდა დამოკიდებული.