კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორ გავამრავლოთ აცტეკიუმი და როგორი ნიადაგი სჭირდება მას?

პასუხი: აცტეკიუმი, პრაქტიკულად, გამოჰყავთ და ზრდიან დამყნობით, სხვა კაქტუსის ძირზე. ბოლო დროს ჩატარდა სხვადასხვა ექსპერიმენტებიც. ცდილობენ, მცენარე თესლით გაამრავლონ. მაგრამ, ვინაიდან მას ფესვის გაკეთება უჭირს, ამიტომ ამყნობენ სხვა „ფეხს.” იჭრება რომელიმე ფესვიანი კაქტუსი და მჭიდროდ ედგმება თავზე, მაგრდება და შემდეგ თავადვე შეეზრდება „თავის ფეხს.”

ამ მცენარის ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი: ორი წილი ფოთლოვანი და ნაკელიანი მიწა, ერთი წილი მსხვილი სილა და ნახევარი წილი ნახშირი.

კითხვა: როგორ მოვუაროთ ზამიოკულკასს და რა პირობებში გავახაროთ ის ბინაში?

პასუხი: ზამიოკულკასი პრეტენზიული მცენარე არ არის. ის ყველაზე კარგად იზრდება გაფანტულ სინათლეზე. არც ტემპერატურის მხრივაა პრეტენზიული, მაგრამ სიცივე მაინც არ უყვარს. ის უძლებს მშრალ ნიადაგსაც და ნოტიოსაც. თუმცა, ზომიერება უმჯობესია. უყვარს წყლის შეპკურებაც. სასურველია, თუ წელიწადის თბილ პერიოდში მის ნიადაგს მინერალური და ორგანული საკვებით გაანოყიერებთ. ეს ხელს შეუწყობს მცენარის სწრაფად გაზრდას. ზამიოკულკასს ძველი ფოთლები ყოველგვარი მიზეზის გარეშე სცვივა, ხოლო თუ შეამჩნიეთ, რომ ახალგაზრდა ფოთლების ცვენა დაეწყო, ეს არასწორი მოვლის მანიშნებელია. ნიადაგის მიმართ ზამიოკულკასი მომთხოვნი არ არის. შეგიძლიათ შეურიოთ ნაკელი, ფოთლოვანი ნიადაგი, ტორფი და სილა თანაბარი რაოდენობით. ეს მცენარე რეაგირებს ყოველწლიურ გადარგვაზე. სასურველია, თუ თავიდანვე დიდ ქოთანში ჩარგავთ. თუ შეამჩნევთ, რომ მცენარეს დაესია რომელიმე მავნებელი, მორწყეთ „მარგანცოვკის” ხსნარით და ეცადეთ, ამ დროს მცენარე მშრალ და მზიან ადგილას დადგათ.

კითხვა: როგორ მოვუაროთ კრინუმს ყვავილობისას და როგორ გავუხანგრძლივოთ მას ეს პროცესი?

პასუხი: ყვავილობამდე ამ მცენარეს ძალიან დიდი დოზით მინერალური სასუქი სჭირდება. ნიადაგს ორ კვირაში ერთხელ უნდა მიაწოდოთ სასუქები და სხვა მცენარეებთან შედარებით, 2-3-ჯერ მეტი დოზით. ზაფხულის ბოლოს კი ის იყვავილებს. ამისთვის აგვისტოში, ყვავილობამდე ორი კვირით ადრე, მცენარეს შეუწყვიტეთ წყლის მიწოდება. ეს დაეხმარება კრინუმს კარგად და სრულყოფილ ყვავილობაში. ყვავილობისას, კვლავ განაახლეთ მორწყვა და მისი დასრულების შემდეგ, ისევ შეწყვიტეთ. ამ დროს მცენარე უნდა მოათავსოთ 5-7 გრადუს ტემპერატურაზე. მას გაუხმება ქვედა ფოთლები, თუმცა ახალ ყლორტებს მალე ამოიყრის. ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს და ზამთარში არც იყვავილებს. წლის განმავლობაში ნიადაგის ზედა ფენა 3-4 სანტიმეტრით შეამცირეთ და ახალი ნიადაგი მოაყარეთ ზემოდან. კრინუმის გადარგვა 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს.


скачать dle 11.3