კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცოცხალი“ დიეტა

ბოლო ხანებში მოდაში შემოვიდა „ლივინგ ფუდი“, ანუ „ცოცხალი“ საკვები, რაც ნამდვილად ნიშნავს მარტივ, მაგრამ სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარ სამზარეულოს.

ჭეშმარიტი გურმანები უპირატესობას ანიჭებენ, დააგემოვნონ ნატურალური პროდუქტები ნატურალური სახით და სრულად შეიგრძნონ მათი ჭეშმარიტი გემო, ფერი და სურნელი.

ამ მოდურ „მიმდინარეობას“ მთლად დიეტასაც ვერ დავარქმევთ, ეს უფრო ცხოვრების წესია. უმ პროდუქტებში სრულად ინახება სასარგებლო ნივთიერებები, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების წვას, წიდების გამოდევნას და მთლიანობაში, ორგანიზმის გაჯანსაღებას.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ „ცოცხალი“ პროდუქტების მომხმარებლებს შორის თითქმის ვერ იპოვით ჭარბწონიანს. თუ არ გჯერათ, შეუერთდით მათ „ამქარს“ და თავად დარწმუნდებით – პირველი 3-4 თვის განმავლობაში უპრობლემოდ მოაკლდება თქვენს წონას 8-10 კილოგრამი. ამ დიეტის „საიდუმლო“ ისაა, რომ დღის განმავლობაში მშიერი არ ხართ და თან მიირთმევთ უჯრედისით მდიდარ და ნაკლებკალორიულ საკვებს. უჯრედისი კი, მოგეხსენებათ, უცბად ავსებს კუჭს და სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. ხილისა და ბოსტნეულის გარდა, შეგიძლიათ, კალორიული ბურღულეულიც მიირთვათ, მაგრამ, განა რამდენს შეძლებთ, უმი ბურღული შეჭამოთ? ამასთან, თქვენი რაციონიდან მთლიანად უნდა გამორიცხოთ: პური, ნებისმიერი ცომეული, ალკოჰოლი, შაქარი და შოკოლადი – ანუ ყველაფერი ის, რაც უმი არ არის. დასაშვებია ნებისმიერი სახის ჩირი და გამომშრალი ბოსტნეული. ცნობილია, რომ მოხარშვის ან შეწვის შემდეგ ნებისმიერი პროდუქტი კარგავს ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების 30-დან 90 პროცენტამდე.

გარდა იმისა, რომ ზედმეტ წონას მოგაშორებთ, უმი პროდუქტები აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს საჭმლის გადამამუშავებელ ორგანოებს ონკოლოგიური დაავადებებისგან.

დიეტის პლუსები და მინუსები

პლუსები: უმი მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით, რომელიც ხელს უწყობს გახდომას და იცავს ორგანიზმს ავთვისებიანი სიმსივნისგან.

მინუსები: ა) ვინც უპირატესობას უმ პროდუქტს ანიჭებს, უნდა შეივსოს „ცხოველური წარმოშობის“ ზოგიერთი მინერალის მარაგი. რკინის მაღალი შემცველობა აქვს ნუშს, პარკოსნებს; კალციუმისა – ლეღვს, კომბოსტოს, სოიას; ცხიმმჟავების – სელს, ზეითუნის ზეთს, კაკალს;

ბ) უმი ბოსტნეული მძიმე მოსანელებელია;

გ) ზოგიერთი პროდუქტის უმად მიღება დაუშვებელია (კვერცხი, თევზი, ხორცი, კარტოფილი), რადგან თითოეული მათგანი შეიძლება ატარებდეს სხვადასხვა ბაქტერიას, ტოქსიკურ ნივთიერებებსა და ჩხირებს.

კვება უნდა იყოს 6-7-ჯერადი, თითოეული ჯერი კი უნდა შეადგენდეს 100-150 გრამს. პროდუქტები კი თავად შეარჩიეთ და შეაჯერეთ ერთმანეთთან.

ბოლოს კი გთავაზობთ რამდენიმე გაფრთხილებას, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენი „უმი დიეტა“ უსაფრთხო და შედეგიანი იქნება:

1) ყველა პროდუქტი უნდა იყოს აბსოლუტურად ახალი;

2) გარეცხეთ უშუალოდ გამოყენების წინ, გამდინარე წყალში;

3) ხილი და ბოსტნეული გახეხეთ მხოლოდ პლასტმასის სახეხზე – ასე ორგანიზმი ადვილად აითვისებს უჯრედისს;

4) ყოველი ულუფა მოიმზადეთ უშუალოდ ჭამის წინ და მაშინვე მიირთვით;

5) ჭამის დროს ნუ დალევთ ბევრ სითხეს, შებერვა რომ არ გამოიწვიოს;

6) თითოეული ლუკმა ღეჭეთ რამდენიმე წუთით უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ჩვეულებრივი საკვები;

7) გაამრავალფეროვნეთ სანელებლები და საკაზმი: ზეითუნის ზეთი, სუნელები, მწვანილი, მარინადი, წიწაკა (არამწარე), დარიჩინი, ესტრაგონი, კორიანდრი – ეს პროდუქტები კარგად „უმკლავდებიან“ უამრავ პათოგენურ მიკროორგანიზმს.

დიეტოლოგი ნატალი როუზი გთავაზობთ „უმი დიეტის“ ერთი დღის ნიმუშს:

9 საათზე: 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი.

11 საათზე: ბოსტნეულის წვენი;

13 საათზე: ხილის სალათა (ასორტი);

15 საათზე: ბოსტნეულის სალათა (ასორტი);

17 საათზე: „ჰერკულესის“ ფაფა (ბურღულს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი), ჩახეხილი ხილითა და 1 ჩაის კოვზი თაფლით;

19 საათზე: 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი.


скачать dle 11.3