სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1940 წელი
13 დეკემბერს ოკუპირებული პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში „ესესელები“ შეიჭრნენ, 60 ებრაელი დააპატიმრეს და ჯერ პირადი ნივთები წაართვეს მათ, შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს, გააშიშვლეს, დახვრიტეს და უზარმაზარ ორმოში ჩაყარეს, რომელიც ტრაქტორებით გადაასწორეს.
14 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ირკუტსკის რაიონის სოფელ სომს მშიერი მგლები შესივნენ, და 11 ადამიანი შეჭამეს, 4 კი დაგლიჯეს და გაიქცნენ.
15 დეკემბერს ინდოეთში, დელი-ბომბეის სარკინიგზო მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა, რომლებიც დისპეტჩერის შეცდომის შედეგად ერთ ლიანდაგზე მოძრაობდნენ. სარკინიგზო კატასტროფას 200 ადამიანი შეეწირა, 200 კი დაშავდა.
60 წლის წინათ – 1950 წელი
13 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში სიკვდილით დასაჯეს 44 წლის ჰარან აირაიანი, რომელსაც თავი მოჰკვეთეს. აირაიანი პროფესიით მექისე იყო და 10 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ის თავის ზოგიერთ მდიდარ კლიენტს ძარცვის მიზნით ყელს სჭრიდა და გვამს კი, აბანოს სათავსში მალავდა.
16 დეკემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 19 წლის ჩიუ-კონი, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული, გერმანელი ტურისტებით სავსე ავტობუსს დაესხა თავს, 9 ადამიანი მოკლა, 4 დაჭრა და ბოლოს თავიც მოიკლა.
17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე, სარატოვის ოლქის წმიდა ბარბარეს ეკლესიაში შეკრებილ ხალხს დაუპირისპირდა მილიცია, რომელიც მრევლს დაშლისკენ მოუწოდებდა. უარის მიიღების შემდეგ მომხდარმა შეტაკებამ 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
50 წლის წინათ – 1960 წელი
13 დეკემბერს ნიუ-იორკში სიკვდილით დასაჯეს 35 წლის ჯონ ბრაუნი, რომელსაც 30 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ბრაუნი პროფესიით პოლიციელი იყო. ის თავის მსხვერპლებს გაუპატიურების მიზნით ხოცავდა და ბოლოს თვალებს სთხრიდა, ყურებს კვეთდა და ინახავდა, გვამებს კი შემთხვევის ადგილზე ტოვებდა. მანიაკის შეპყრობა მხოლოდ მისი სამწლიანი ძებნის შედეგად მოხერხდა.
18 დეკემბერს იუგოსლავიის ქალაქ სარაევოს ერთ-ერთ ბანკში 6 შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა, რომლებმაც ფულის გატაცება სცადეს, მაგრამ ადგილობრივ დაცვას შეეტაკნენ. ურთიერთსროლას 11 ადამიანი შეეწირა, 6 კი დაიჭრა.
19 დეკემბერს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში ზვავი ჩამოწვა, საზამთრო კურორტის 21 დამსვენებელი ქვეშ მოიყოლა, ხოლო 17 კი დააშავა.