კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1989 წლის 29 აგვისტოს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიებია, მისთვის სასურველი და მიაღწევს თუ არა წარმატებას უცხოეთში?

პასუხი: პროფესიებიდან მისთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგია, აუდიო, მობილური, ვიდეოსისტემები, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პედიატრია. რაც შეეხება უცხოეთს, ის მისთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის. თუმცა, არც ცუდია. შეუძლია, ძალები მოსინჯოს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ მხარეში, ჰოლანდიაში, თურქეთში, პოლონეთში, რუსეთში, კანადაში, სლოვაკეთში. ეს ქვეყნები განსაკუთრებით მისაღებია მისთვის.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 24 მარტს, დილის 7 საათზე. რომელი სფეროა ჩემთვის მისაღები და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან იქნება ჩემი ქორწინება ბედნიერი?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებულია შემდეგი სფეროები: გასართობი ინდუსტრია, საკუთარი კაზინო ან რესტორანი, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო ან საგამომცემლო ინდუსტრია, ხელოვნება, დიზაინი, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია. სასიყვარულო პარტნიორად კი, თქვენთვის მისაღებია და კარგი ურთიერთობა თევზების, სასწორის, მშვილდოსნის, მერწყულის, ტყუპების ან ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 13 ივნისს. უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას, რომ მეტად წარმატებული ვიყო?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია – საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: პოლონეთი, უკრაინა, კვიპროსი, ირლანდია, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, ბელგია, მოლდოვეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი ნაწილი, ბულგარეთი, ისრაელი, დანია, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, კუნძული კორსიკა და სიცილია, ასევე, ნორვეგია, კუბა, შვედეთის დასავლეთი ნაწილი, მექსიკა, უნგრეთი. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ამიტომ, რაც მეტად გექნებათ კავშირი უცხოეთთან, მით მეტად წარმატებული იქნება თქვენი ცხოვრება. პროფესიებიდან კი კარგია პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მწერლობა, იურისპრუდენცია, სამართალდამცავი და სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო სფერო, სტომატოლოგია, ტრავმატოლოგია, ფარმაცევტიკა, ჟურნალისტიკის სფერო, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა.

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 21 დეკემბერს. რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო? და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენ რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, სწორად უნდა აირჩიოთ ის სფერო, სადაც იმოღვაწევებთ. მაგალითად, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. თქვენს კარმულ მისიას უკავშირდება ასევე ის, რომ წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. იყოთ მშვიდობისმოყვარე, დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, დიპლომატიას. დაიცავით სამართლიანობა, ეცადეთ, გქონდეთ სტაბილური პარტნიორული ურთიერთობა. პროფესიებიდან წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო ინდუსტრია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, საკონდიტრო სფერო. ასევე, თუ პრობლემებს დაძლევთ, წარმატებები გელით, შემდეგ სფეროებში: მანქანათმშენებლობა, ავტოსაინჟინრო საქმე, მანქანების ბიზნესი, სპორტი, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა.


скачать dle 11.3