კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ასტროლოგიურ-ფსიქოლოგიურ ჯგუფში დაბადებული ადამიანების უნდა გჯეროდეთ და როგორ ავიცილოთ პრობლემები გარკვეულ წლებში დაბადებულ ადამიანებთან

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, კონკრეტულ წლებში დაბადებული ადამიანები, შესაბამის ფსიქოლოგიურ ჯგუფებად იყოფიან და მათ აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ მისწრაფებები, ინტერესები და მოქმედებები. თუ კარგად ერკვევით ასტროლოგიურ ფსიქოლოგიაში, არ გაგიჭირდებათ მათთან კონტაქტი, ურთიერთობა და თუნდაც თანაცხოვრებაც კი.

ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შედარებით დაბალი მგრძნობელობით. მათ შეუძლიათ, დღე და ღამე თავდაუზოგავად იშრომონ, რომ ცხოვრებაში წინ წაიწიონ, მაგრამ სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ და უსაქმურ ადამიანებთან ვერ მეგობრობენ. რაც შეეხება სასიყვარულო და ოჯახურ თანაცხოვრებას, მათგან სინაზესა და თანაგრძნობას ნუ ელით. გადაწყვეტილებების მიღებისას მათი თანაგრძნობისა და დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ისინი თავისუფალი არჩევანის უფლებას გიტოვებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად სენტიმენტალურებიც არიან და დროდადრო, თვალზე ცრემლიც კი ადგებათ. ამის დამალვას კი ისინი, ვერ ახერხებენ. ასე რომ, თუ მათთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გინდათ, ან საქმიანი კონტაქტის დამყარებას აპირებთ, ზემოთ ჩამოთვლილი უნდა გაითვალისწინოთ, რომ კონფლიქტებს და გაუგებრობებს მომავალში თავი აარიდოთ.

გველის, ცხენისა და თხის წლებში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული ჰუმანურობითა და მგრძნობელობით გამოირჩევიან. ყოველთვის რცხვენიათ საკუთარი ემოციებისა და ცრემლების სააშკარაოზე გამოტანა. ცდილობენ, გარშემო მყოფთ ძლიერებად მოაჩვენონ თავი. არადა, სინამდვილეში ძალიან დამყოლები არიან და მათი გულის მოლბობაც ადვილად შეგიძლიათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ წლებში დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ ძალადობას და მითითებებს. ეს დელიკატურად უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ მათთან პრობლემები არ შეგექმნათ.

მაიმუნის, მამლის და ძაღლის წლებში დაბადებულები ძლიერი ბუნებისანი არიან. მართალია, ეს ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ თუ მოინდომეს, ვერაფერი შეაჩერებთ. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მათთან სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობის დროს. ასევე, ვერ იტანენ, როცა მათ აზრს უგულებელყოფენ და არ უსმენენ. დაუგდეთ ყური, დაფიქრდით და რჩევა ისე მიაწოდეთ, რომ არ აწყენინოთ. არც ისეთი მეოცნებენი არიან, როგორადაც თავს გაჩვენებენ. ამიტომ, ამ მხრივ მათ მახეში ნუ გაებმებით.

ვეფხვის, კატისა და დრაკონის წლებში დაბადებულები ნამდვილი მეოცნებეები არიან. მათ გვერდით თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. კარგი მეოჯახეები და ერთგული მეგობრები არიან. კოლეგებთან ყოველთვის ერიდებიან კამათს. მათ აზრს ყოველთვის გაუწიეთ ანგარიში, რადგან ძალიან საღი აზროვნება აქვთ და ინტუიციურ დონეზეც ზუსტად მოქმედებენ. გამოირჩევიან რომანტიზმით, უყვართ თავდავიწყებით – საუკეთესო საყვარლები და მეორე ნახევრები არიან. არ უყვართ ულტიმატუმები – და ტკბილი სიტყვით მათ ბევრ რამეს გააკეთებინებთ.

ასე რომ, განსაზღვრულ წელიწადში დაბადებული ადამიანები, იყოფიან კონკრეტულ ასტროლოგიურ-ფსიქოლოგიურ ჯგუფებად და შესაბამისად, აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან შინაგანი ბუნებითა და ნიშან-თვისებებით. თუ ადამიანის დაბადების წელი იცით, მაშინ აღმოსავლური ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ, როგორ გადალახოთ მასთან ურთიერთობისას წინაღობები, დაბრკოლებები და პრობლემები. ასევე, როგორ გაიიოლოთ ურთიერთობა, როგორც პირად, ასევე, სასიყვარულო და პროფესიული თვალსაზრისით.


скачать dle 11.3