კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა დედამ საბერძნეთში, ათენში სამუშაოდ წასული შვილი და რა კავშირშია ამ ისტორიასთან შვილზე 11 წლით უფროსი ქალი



60 წლის მერი სულხანის ასული ქერაული ეძებს 33 წლის შალვა (სლავა) ბენაშვილს (შავეშიანს).

ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს, 33 წლის შალვა გიორგის ძე ბენაშვილს. შალვა საბერძნეთში, ქალაქ ათენში წავიდა სამუშაოდ 2004 წელს და მას შემდეგ ის არ მინახავს, მასთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი მქონდა, რომელიც, უკვე წელიწადზე მეტია, შეწყდა. ძალიან მინდა, შვილის პოვნაში დამეხმაროთ. რა აღარ გავაკეთე, ვის აღარ მივმართე, მაგრამ შვილი დღემდე ვერ ვიპოვე. განვიცდი და ვღელავ, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.

– მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ შვილი, რა მიზეზით და მოტივით წავიდა ის საქართველოდან საბერძნეთში და რას უკავშირებთ მის დაკარგვას?

– შალვამ საბერძნეთში წასვლა სამუშაოს შოვნისა და ცხოვრების აწყობის მიზნით გადაწყვიტა. გადაწყვეტილების მიღებაში მას 11 წლით უფროსი ქალი „დაეხმარა“. იგი ჩემს შვილს კარგ ცხოვრებას ჰპირდებოდა, შალვაც გამოუცდელობის გამო დახარბდა, იმ ქალის გამოცდილებას დაუჯერა და გაჰყვა. შემდეგ კი მისმა ამ ნაბიჯმა ორი ბინა გამაყიდვინა, შვილი კი საერთოდ დავკარგე (ტირის). საბერძნეთში ისინი ყალბი საბუთებით გადავიდნენ, შალვა იმ ქალის გვარზე დაიწერა და საბუთით სლავა შავეშიანი იყო, მაგრამ საზღვარზე მათ ეს საბუთები დაეკარგათ და აქედან დაიწყო ყველაფერი, შემდეგ, როგორც მე ვიცი, უსაბუთობაზე ათენში სამჯერ იყვნენ დაჭერილები. ციხიდანაც დაურეკავს ხოლმე ჩემთვის შალვას – დედიკო, ამჯერადაც მიშველე და მეტი შარში აღარ ჩავვარდები, ჭკუა ვისწავლეო. სატელეფონო კონტაქტი გვქონდა, მაგრამ მე ყოველთვის დაძაბული ვიყავი, რადგან იმ ქალს არ ვენდობოდი, გული მიგრძნობდა, რომ შარში გახვევდა, მაგრამ რისი გაკეთება შემეძლო ამ სიშორეზე მყოფს? ბოლოჯერ რომ დამირეკა, ძალიან ცუდად იყო, ლაპარაკიც კი არ შეეძლო, ფული მთხოვა: დედა, ფული გამომიგზავნე, თორემ, შეიძლება, ცოცხალი ვეღარ მნახოო. ორი ბინა მქონდა და ორივე გავყიდე. მეტი საშუალება მე არ გამაჩნდა და ბოლოს ვეღარ დავეხმარე, ამის შემდეგ მას აღარ დაურეკავს.

– იმ ქალს, ვისთან ერთადაც თქვენი შვილი წავიდა, თუ იცნობდით მანამდე და თვითონ რას ფიქრობთ, რატომ გაუჭირდა ასე, არ შეეძლო, უკან დაბრუნებულიყო?

– ნინო შავეშიანი ერქვა იმ ქალს, ჩემს შვილს თავი შეაყვარა და თან წაიყვანა, შალვას გვარის გადაკეთებაც მან მოიფიქრა. თვითონ ქურთი იყო ეროვნებით და, ვითომ, იმ მიზეზით, რომ ისინი საბერძნეთში ლტოლვილების სტატუსით უკეთესად იქნებოდნენ, თავისი გვარით წაიყვანა. წასვლამდე რამდენჯერმე ვუთხარი შალვას, რომ არ გაჰყოლოდა, მაგრამ არ მომისმინა, დედა, ყველაფერი კარგად იქნებაო, – მამშვიდებდა (ტირის). ნინომაც დამირეკა ერთხელ იქიდან და მითხრა, რომ ჩემი შვილი ცუდად არის და „წამლისთვის“ ფული სჭირდება. გარწმუნებთ, სანამ აქ იყო ჩემი შვილი არ ყოფილა ნარკომანი, მსგავსი რაიმე წარმოუდგენელი იყო. ტერიტორიული სიშორე ხელს მიშლიდა, გამეკონტროლებინა, რამენაირად ჭკუა დამერიგებინა, ახლა კი არც ვიცი, სად არის და როგორ არის.

– ვინმე თუ გეხმარებოდათ შვილის პოვნაში და კიდევ რა ინფორმაციას ფლობთ, სად შეიძლება იყოს ამჟამად ის, თუკი უსაბუთოდ იყო ჩასული?

– ჩემი მამიდაშვილი მუშაობს და ცხოვრობს ათენში. მან იქაური ბერძენი პოლიციელიც კი დაიხმარა და ისინი ერთად ეძებდნენ ჩემს შვილს, მაგრამ, უშედეგოდ. ათენში ბევრი ქართველია და მე დიდი იმედი მაქვს, იქნებ, ვინმემ ამოიცნოს ჩემი შვილი და დამეხმაროს მის პოვნაში. გადმოცემით ვიცი, რომ იქ ყოფილა რაღაც პარკი, სადაც ქართველი ემიგრანტები გროვდებიან, თითქმის ყველა იცნობს ერთმანეთს. ერთხელ მანდ ჩემი შვილიც ყოფილა, გული წასვლია, ცუდად გამხდარა და პოლიციელებს საავადმყოფოში გადაუყვანიათ, მაგრამ შემდეგ სად წავიდა, აღარ ვიცი.

– თქვენთან პირად საუბარში გავარკვიე, რომ შალვას ხშირად ავიწყდებოდა თქვენი ტელეფონის ნომერი. შესაძლებელია, რომ მას დაკარგვოდა სატელეფონო ბლოკნოტი?

– ჩვენც მაგას ვფიქრობთ. ის მართლაც ვერ იმახსოვრებდა ტელეფონის ნომრებს და არ არის გამორიცხული, პირიქით, ყოვლად შესაძლებელიცაა, რომ ერთ-ერთი დაკავების ან საავადმყოფოში ყოფნის დროს მან დაკარგა ბლოკნოტი, სადაც ყველას ნომრები ჰქონდა ჩაწერილი და ამის გამო ვეღარ მირეკავს.


скачать dle 11.3