კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფსიქოლოგი-ევოლუციონისტის არაპოლიტკორექტული დასკვნები

ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა, სატოში კანაძავამ, გამოუშვა წიგნი, სადაც შეიტანა 10 არაპოლიტკორექტული დასკვნა ადამიანის ბუნების შესახებ:

1. ლიბერალები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე კონსერვატორები. თუმცა, ლიბერალიზმი არ იყო დამახასიათებელი ძველი ადამიანების კულტურისთვის, ის ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა თვით ადამიანის ევოლუციასა და საზოგადოების განვითარებასთან ერთად.

2. ლამაზ ქალებს უფრო მეტი შვილი ჰყავთ. ამ ბავშვთა შორის უმეტესი გოგოა და, თანაც, დედისნაირი მიმზიდველი გარეგნობის. თაობათა ცვლისას ქალები უფრო ლამაზები ხდებიან.

3. ადამიანები რჩებიან მარტონი, იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ ის თვისებები, რომლებსაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები მოითხოვენ.

4. მამაკაცები დიდმკერდიან, ქერა და ცისფერთვალება ქალებს ამჯობინებენ იმიტომ, რომ მათ ახალგაზრდა ქალები მოსწონთ, ქერა თმაში კი ჭაღარა ნაკლებად ჩანს; დიდი მკერდი კი მამაკაცებს ქვეშეცნეულად მიუთითებს ქალის ნაყოფიერებაზე; ღია ფერის თვალების გუგები ადვილად ფართოვდება, რაც მამაკაცისთვის სასიამოვნოა, ვინაიდან ის დანახულით აღფრთოვანებაზე მიუთითებს.

5. თვითმკვლელი-ტერორისტები, როგორც წესი, მუსლიმანური საზოგადოებიდან გამოდიან. საქმე ისაა, რომ ზოგ მათგანს რამდენიმე ცოლი ჰყავს, ზოგს – არც ერთი. სექსის არქონას კი ენერგიის ასეთ სუბლიმაციამდე მივყავართ.

6. ოჯახში ბიჭების ყოლა გაყრის ალბათობას ამცირებს. მამაკაცთა თვისებაა, თავი მოიწონოს თავისი მნიშვნელობით ოჯახში, სიმდიდრით, საზოგადოებრივი მდგომარეობით და, სურვილი აქვს, ეს ყველაფერი სწორედ მისგან მიიღოს შვილმა.

7. რისკისადმი მიდრეკილება და აღმოჩენის გაკეთების უნარი, ძირითადად მამაკაცებში, 20-30 წლის ასაკში იზრდება და ეს განსაკუთრებით ქალების ყურადღების მიპყრობისთვის ბრძოლაში გამოიხატება.

8. საშუალო ასაკის კრიზისი – მითია. კაცების ახალგაზრდა ქალებისკენ ლტოლვას მხოლოდ ცოლების ასაკი განსაზღვრავს. ასეთი კრიზისი არ ემართებათ გაცილებით ახალგაზრდა ქალების ქმრებს.

9. პოლიტიკოსი მამაკაცები ცოლებს ღალატობენ, მიუხედავად შედეგებისა. საქმე ისაა, რომ მამაკაცები მიილტვიან პოლიტიკაში, რათა რაც შეიძლება, მეტი ადამიანი ჰყავდეთ თავიანთ განკარგულებაში, და, მათ შორის, რასაკვირველია, ქალებიც.

10. სამსახურში მამაკაცები ქალებს იმიტომ არ ჩაგრავენ, რომ ქალების დამცირების მომხრეები არიან. ისინი თავიანთ ქვეშევრდომ მამაკაცებთანაც ასევე თავხედურად იქცევიან.


скачать dle 11.3