გია მურღულიას კოლექციიდან
არისტოკრატიულ წვეულებაზე ქალი და კაცი ცეკვავენ. ქალს უკიდურესად დეკოლტირებული კაბა აცვია. ის პარტნიორს ეკითხება:
– სერ, როგორ მოგწონთ ჩემი კაბა?
– ვფიქრობ, უთუოდ მომეწონებოდა, რომ დამენახა.
***
ძალიან მთვრალი და ნაცემი კაცი შინ დაბრუნდა და ჭრილობებზე ლეიკოპლასტირის დაწებება დაიწყო. მეორე დილას ცოლი ეკითხება:
– გუშინაც მთვრალი იყავი?
– არა, რატომ მეკითხები?
– აბა, რომელი ფხიზელი დაიწყებს სარკეზე ლეიკოპლასტირის მიწებებას?
***
მოსკოვში ჩატარდა რუსეთის პესიმისტთა პირველი ყრილობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ყრილობა არასდროს აღარ ჩაატარონ.
***
– შენ როგორი გოგოები მოგწონს?
– 190-100-190-ზე.
– ასეთი მსუქნები.
– არა, რატომ მსუქნები – ორი მაღალი და მათ შუაში ერთი პატარაც.
***
– ექიმო, რატომღაც წვერი არ მეზრდება.
– რატომ უნდა გაგეზარდოთ, თქვენ ხომ ქალი ხართ?
– რაო?! ყველაფერთან ერთად ქალიც ვარ?!
***
ზღვის კურორტზე დამსვენებელი ეკითხება მეზობელს:
– უკაცრავად, ხომ არ იცით, აქ ტუალეტი სად არის?
– არ ვიცი, სულ რაღაც ოთხი დღეა, რაც ჩამოვედი.
***
ახალგაზრდა წყვილი კინოთეატრის ბოლო რიგში ზის. ბიჭი ეუბნება გოგოს:
– თეა, მთელი ნახევარი საათია, აქ ვართ და ჯერ ერთხელაც არ გიკოცნია.
– თენგო, ამ წუთას არ გაგიკეთე მინეტი?
– ვისა, მე?
***
სვანმა წაიყვანა ხალხი სახლის სანახავად (გასაყიდია სახლი). ეძება, ეძება, ვერ მიაგნო. მერე ამათ მოუტრიალდა და უთხრა:
– გაყიდეს ეტყობა უკვე!
***
ჯენტლმენი უდაბნოშია და ტუალეტი უნდა, ვერ პოულობს. მოდის ქარავანი. უფროსს ეკითხება:
– აქ ტუალეტი სად არის?
ის გაკვირვებული უყურებს. მერე ეკითხება:
– დღეს რა დღეა?
– ორშაბათი.
ჰოდა, ხუთშაბათამდე პირდაპირ იარე და მერე – მარცხნივ.